10

805 84 37
                                    

როდესაც ადამიანი სიბნელეში დგას, მთელი მისი ყურადღება მახვილდება, რომელსაც თან ერთვის სმენა.

სიბნელეში ყველაფერზე ვამახვილებთ ყურადღებას და იმაზე კარგად გვესმის, ვიდრე ჩვეულებრივ.

ზოგჯერ იმდენად ვუღრმავდებით პატარა ხმასაც კი, რომ შეიძლება ჩვენმა ქვეცნობიერმა წარმოსახვა გაგვიღვივოს და წარმოგვადგენინოს ის, რაც სინამდვილეში არ არსებობს.

მაგრამ ახლა, ამ წუთას ზუსტად ვიცოდი, რომ მისი გულის ცემა, ჩემი წარმოსახვის ნაწილი არ ყოფილა.

კარგად აღიქვამდა ჩემი სხეული, მისი გულის თითოეულ დარტყმას.

მისი სიმხურვალე ტანზე ალივით მედებოდა და თავს ყველაზე დაცულად მაგრძნობინებდა.

თვალები დახუჭული მქონდა და მის სურნელს მთელი ჩემი სხეულით შევიგრძნობდი.

ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სხეულში ჭიანჭველები დამდიოდნენ.

ან უფრო პეპლები...

რადგან პეპლები ნაზად იკავებენ ადგილს შენს სხეულში, თითქოს არც არიან შენს კანზე დამსხდრები, მაგრამ სასიამოვნო გრძნობას გიტოვებენ თავიანთი სინაზით.

პირველად... ამ ხნის მანძილზე მისი სიახლოვისგან პირველად მქონდა გული დამშვიდებული. არ ფეთქვადა ისე, როგორც ჩვეულებრივ მისი დანახვისას ფეთქავს.

თბილი მკლავები მხრებზე მომხვია და მიმიხუტა.

გამეღიმა და აი ისიც... გულში დიდი დარტყმა ვიგრძენი, რომელიც პირველად მაგრძნობინებდა თავს კომფორტულად.

ჩემს თავს დიდიხნის წინ გამოვუტყდი იმაში, რომ მისი არსებობით გული მტკიოდა.

ამის მიზეზი კი ჩემი სიყვარული იყო მისდამი.

არასდროს მყვარებია, არასდროს მიგრძვნია მსგავსი რამ, რაც მან ერთ დღეში მაგრძნობინა და ვაღიარე, რომ ამ ყველაფრის მიზეზი სიყვარული იყო.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now