4

859 74 33
                                    

ოდესმე გიგრძვნიათ ისეთი შეგრძნება, როდესაც თავიდან ბოლომდე თავისუფლები ხართ და არავინ არ არის თქვენზე დამოკიდებული?

ამ დროს სწორედ ასე ვგრძნობდი თავს.

თავისუფლად!

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უცნობ ადამიანებთან ერთად იმ ადგილას მივდიოდი, რის შესახებაც არაფერი ვიცოდი, თავს ყველაზე თავისუფლად ვგრძნობდი.

ეს შეგრძენა გულის სიღრმიდან მოდიოდა და თავს სრულყოფილად მაგრძნობინებდა.

ცივი ნიავის შეხებისას ყველაფერი ის მავიწყებოდა, რისთვისაც გავჩნდი და ყველა ჩემი ვალდებულება, გონების ბნელ კუნჭულში ინაცვლებდა.

არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი.

ხელები ჰარის წელზე მესვენა და თვალებ დახუჭული გამართული ვიჯექი.

ღიმილით ვიყურებდოდი უსასრულობაში. მხოლოდ სიგრილეს ვგრძნობდი მთელ სხეულზე და თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა.

ეს ერთი რამ კი რატომღაც კარამელისფერი თვალები იყო.

მისკენ აშკარა მიზიდულობას ვგრძნობდი, თითქოს რაიმე კარგისთვის მამზადებდა, რადგან ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა.

ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, რომელიც მისგან რამოდენიმე საათის უკან ვიგრძენი.

ის ყველაზე ამოუცნობი პიროვნება იყო, ვინც კი შემხვედრია. ჩუმი და იდუმალი.

არასდროს ვყოფილვარ ცნობისმოყვარე და ყოველთვის თავშეკავებას ვიჩენდი, მაგრამ მასთან არ მინდოდა ეს მომხდარიყო.

ამჟამად ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ მადლობა გადამეხადა საღებავებისთვის.

ვინაიდან და რადგანაც კიერამ მის შესახებ არ იცოდა, აშკარა იყო რომ ოთახში თავად დადო და ეს უფრო მაიძულებდა, მისთვის მადლობის გადახდას.

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც უეცრად ჰარიმ მოტოციკლეტი შეანელა და მეც თვალები გავახილე.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now