23

658 65 44
                                    

"სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე”

კლდის პირას ვიჯექით და განათებულ, მაგრამ ნაცრისფერ ლონდონს შორიდან ვუყურებდით.

კვირის ბოლოს აქაურობას ვტოვებდი და ვხვდებოდი, რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი. მინდოდა რომ ამ ახალ ცხოვრებაში, ჩემს გვერდით მჯდარი ბიჭი ყოფილიყო, მისივე სითბოთი და სიყვარულით.

მის ფეხებშორის ჩემს უკან იჯდა და ხელები წელზე ჰქონდა მოხვეული. თან თითებით წრიულ მოძრაობებს აკეთებდა ჩემს კანზე, რაც ჩემი სხეულის აფორიაქებას იწვევდა.

მისი სუნთქვა კისერზე მელამურებოდა და ეს სითბო მთელ სხეულს გადაეცემოდა.

-რა მოგწონს ყველაზე მეტად?!- უეცრად ხრინწიანი ხმით მკითხა და სველი კოცნა ყელზე დამიტოვა.

-რას გულისხმობ?!

-უბრალოდ... რისი გაკეთება მოგწონს ყველაზე მეტად?! გარდა ხატვისა.

მისი ყურება ყველაზე მეტად მომწონდა, მაგრამ ამას ალბათ არასდროს ვერტყოდი... ვერასდროს.

-მომწონს ღამე... რადგან მთვარეა ვარსკვლავებთან ერთად. მიყვარს ეს პროცესი, რადგან ყველაზე წყნარია და მიმზიდველი. რაც უფრო უკვირდები ვარსვკლავიან ცას, მით უფრო ლამაზდება და გაიძულებს იმოგზაურო მასთან ერთად, რათა სამყაროს სილამაზე დაგანახოს. თითქოს კოსმოსშუ გაყავხარ და იმას გაჩვენებს, რაზეც ბევრი უარს ნაადრევად ამბობს. მთვარე კი ამ ყველაფრის მოწმე შენთან ერთად ხდება და სიამოვნებას იღებს. მხოლოდ მთვარე შენ და ვარსკვლავები. ეს ჩემთვის საოცრებაა!- თვალები დავხუჭე და გონებაში წარმოვიდგინე ეს ყველაფერი.

-კიდევ?!- კოცნებს არ ეშვებოდა, მე კი გაგრძელება უფრო მიჭირდა.

-მთები... მიყვარს მთების ყურება. თითქოს რაღაც საიდუმლოს მალავენ. მზად არიან მხოლოდ შენ გითხრან და გიწვევენ, რათა მათთან წახვიდე. უსასრულოდ შემიძლია ვუყურო ამ ყველაფერს...- სახე მისკენ მივატრიალე და მანაც აციმციმებული თვალებით გამომხედა.- შენზე რას მეტყვი?!- ინტერესით ვკითხე და მზერა მისი აწითლებული ტუჩებისკენ გავაპარე.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now