5

878 79 46
                                    

წამოდგა და ისევ მოტოციკლეტთან მივიდა.

სწორედ ამ დროს ნაცნობი ხმაც გავიგე და მანქანა სახლის წინ გაჩერდა.

ბავშვები გადმოვიდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი ღიმილი ნაილსა და ჰარის აეკროთ სახეზე. აშკარად ბევრი იხალისეს.

მათ სახეებზე გამეღიმა და მალევე მათი ყურადღებაც მივიქციე.

-ველოდებით ამ ფოტოებს!- ნაილმა გამაფრთხილებელი მზერა მესროლა და ღიმილით გამომიწოდა კამერა.

-აუცილებლად, ლონდონში ჩავსლის შემდეგ!- მანქანის საბარგულთან მივედი, რათა ჩანთები ამომეღო.

-გამომართვი მხატვარო!- ლიამმა ღიმილით გამომიწოდა ჩანთები, რაზეც უცნაურად გამეღიმა და ჰარის გადავხედე, რომელიც კიერას ელაპარაკებოდა. როგორც ჩანს ბევრი რამ ილაპარაკეს ჩემზე.

-მადლობა!- სახლისკენ შევბრუნდი და კიბეებზე ნელა ავედი.

-დაგეხმარები!- ზეინის ხმაზე გავჩერდი და მზერა შემთხვევით ჰარისკენ გამეპარა.

მისთვის არც უარის თქმა მინდოდა, მაგრამ არც თანხმობა.

თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდა ჰარი და სწრაფად მომიახლოვდა.

-მე დავეხმარები!- ჩანთები გამომართვა და სახლში შევიდა. უკან ისე ავედევნე ზეინისთვის არც შემიხედავს.

-მადლობა!- ჩუმად ვიჩურჩულე და სახლს თვალი მოვავლე.

პირველი რაც თვალში მომხვდა ეს ფორტეპიანო იყო.

გამიკვირდა, რადგან ვერ წარმომედგინა თუ რომელიმე მათგანი უკრავდა.

ჰარი უეცრად გაჩერდა და მეც ლამის მის ზურგს მივეჯახე.

-შენი ოთახი!- კარები გააღო და შიგნით შემიძღვა.

ახლაღა შევამჩნიე რომ სახლს თავისი დამახასიათებელი სურნელი ჰქონდა. მაგრამ ეს არ იყო რაიმე შესაწუხებელი, პირიქით... სასიამოვნოც კი იყო. აქაურობას მეტი სიძველის ეფექტს აძლევდა და უფრო მყუდროს ხდიდა.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now