11

762 80 19
                                    

ისეთი შეგრძნება გქონიათ, როდესაც ადამიანს თვალებში უყურებთ და ხვდებით, რომ მას იცნობთ, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეა, რაც შეხვდით?

მის თაფლისფერ თვალებში ყურებისას სწორედ ეს განცდა მქონდა.

ასე მეგონა თავი გალაქტიკაში დავკარგე, სადაც უამრავი ვარსკვლავი იყო, რომლებიც ჩემს შესწავლას ცდილობდნენ და მინდა ვაღიარო გამოსდიოდათ.

ხელი ჩემს ლოყაზე მშვიდად ესვენა და ცერა თითით ნაზად მეფერებოდა.

ეს ყველაზე თბილი შეგრძნება იყო, რაც კი ოდესმე აქამდე მიგრძვნია.

უნებურად იღიმებოდა და მეც იძულებული ვიყავი მის ღიმილზე გამეღიმა, რადგან ეს ყველაზე მშვენიერი სანახავი იყო.

უეცრად თითი ტუჩზე გადამისვა და იმაზე მეტად მოახლოვდა ჩემს ტუჩებთან, ვიდრე იყო.

გული ძალიან სწრაფად მიძგერდა, რადგან არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა და არც აქამდე დავფიქრებულვარ იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩემი პირველი კოცნა.

ვიცოდი რომ ამას აპირებდა, მაგრამ მინდოდა გამეჩერებინა, რადგან მზად არ ვიყავი.

მზად არ ვიყავი იმისთვის, რომ მისი ნაზი, ცხელი და ფაფუკი ტუჩები ჩემსაზე მეგრძნო.

მის თბილ სუნთქვას პირდაპირ ბაგეებზე ვგრძნობდი, ეს კი ჩემს სრულ დამუნჯებას იწვევდა.

ადგილზე ვიყავი გაქვავებული და ხელის გამოძრავებაც კი არ შემეძლო.

უეცრად კარებზე კაკუნი გაისმა და მეც აჩქარებული სუნთქვით მოვშორდი ზეინს და წამოვდექი.

ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და ვეცადე დამეიგნორებინა ის უხერხულობა, რაც ჩვენ შორის იყო.

მას გავხედე.

ამჯერად მკაცრი მზერით იყურებოდა.

ფრთხილად წამოდგა და კარებს მიუახლოვდა. გამოსაღებად თითქმის მზად იყო, მაგრამ შევაჩერე:

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now