22

635 72 37
                                    

სამყარო. ერთი უბრალო სიტყვა, მაგრამ მრავლისმთქმელი.

სამყარო ადგილია, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, თავიანთი მრავალფეროვნებით, რომლებიც სხვადასხვა ფერს სძენენ დეტალებს.

ერთი შეხედვით ადამიანის შინაგანი სამყარო შეიძლება საშინლად მოგვეჩვენოს და იმის ლაპარაკი დავიწყით, რაც უმეტესობას კარგად გამოსდის. გაკრიტიკება.

ამ ქმედებას კი მხოლოდ ისინი აკეთებენ, რომლებთაც უყვარს წიგნის ყდით შერჩევა. არასდროს უკვრიდებიან მასში რა შეიძლება ეწეროს და რა ისტორიას გვიყვებოდეს ამ წიგნის ავტორი.

ყველას აქვს თავისი წიგნი, რომელსაც თავადვე ქმნის და საკუთარ თავზეა დამოკიდებული ყდა, როგორი ექნება.

შეიძლება ცხოვრებაში იმდენს მივაღწიოთ, რომ ისტორიასთან ერთად, წიგნის ყდაც მომნუსხველი იყო. დაგვატყვევოს და გვაიძულოს, რომ ის ავირჩიოთ, შემდეგ კი ხმამაღლა გამოვაცხადოთ, რამდენად შესანიშნავი არჩევანი გაგვიკეთებია.

ზოგჯერ კი წიგნის ისტორია იმდენად სულში ჩამწდომელია, რომ ეს სამყაროც არ იმსახურებს მას.

*

სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთახში გამოვიკეტე და მთლიან დროსა და ყურადღებას ნამუშევრებს ვუთმოვდი.

არ მინდოდა ჩემი ყურადღება სხვა რამეს მიეპყრო, თუნდაც ესტერს ან იმ ადამიანს ვინც მაიძულა ხმა ამომეღო იმის წინაშე, ვინც ცხოვრების მეორე შანსი საკუთარი ხელით გადმომცა.

-შეიძლება შემოვიდე?!- ფიქრებიდან კიერას ხმამ გამომარკვია.

საღებავიანი ხელები ჯინსის კომბინიზონზე შევიწმინდე და ფუნჯი მაგიდაზე დავდე.

-შემოდი!- სკამიდან ჩაუსვლელად მისკენ მივტრიალდი.

კარები გაიღო და მისი თავიც გამოჩნდა. თბილი ღიმილოთ მიყურებდა და თვალები უციმციმებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცის სათქმელად იყო მოსული.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Kde žijí příběhy. Začni objevovat