თავი 18

796 71 39
                                    

ჰელოუინია.

ჰელოუინია და ლუიმ ახლა გაიღვიძა, როცა ნაილმა სახეში გოგრის ნაწილი ესროლა.

„გილოცავ ჰელოუინს. სასმელი ჩემზეა." ქუხს ნაილი, იღიმის და ცივ ბოთლს სახეზე იდებს. ლუი ალბათ პირველად ფიქრობს იმას, რომ ერჩივნა პიანინოს ხმას გაეღვიძებინა.

„ამის დედაც, რა გჭირს?" ყვირის და ცდილობს, გაერკვეს რა ხდება. ახსენდება, რომ დილაა, შაბათი და ზეინის წვეულება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ იწყება. ზეინი დიდებულია, კოსტიუმის ჩაცმა აუცილებელია, ალკოჰოლი მომარაგებულია, ძალიან მაგარი იქნება.

ამის გახსენებაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ლუი ნაილს ბოთლს არ სცხებს თავში.

„კოტუმი მზად გაქვს?" კითხულობს გამაღიზიანებელი მზის ოქროსფერი სხივი და ლუდის ბოთლს იღებს ხელში. თვალისდაუხამხაბელად ცლის.

ლუი აშტერდება და შემდეგ ნორმალურად ჯდება.

„მზადა. შენი?" ეკითხება ლუი და ორი წამით ფიქრდეა. „შენ რა იქნები? არ გითქვამს ჩემთვის."

ნაილი იღიმის, ცარიელ ბოთლს დებს და ტუჩებს ილოკავს. „სიურპრიზია."

„სასწაულად ჟღერს." ასკვნის ლუი, შემდეგ კი ხვნეშის და საწოლიდან დგება. (რატომ უნდა ჰყავდეს ენერგიული ოთახის მეზობელი? რატომ?) სპორტულებს იცვამს და თავს ზემოთ სწევს ხელებს. „ვეღარ ვითმენ საღამომდე. დიდი ხანია, წვეულებაზე არ ვყოფილვარ."

ნაილის პასუხს ელოდება და ოთახიდან გადის და აჰ.

ჯანდაბა.

ბინა სავსეა გოგრებით.

„გოგრები უნდა მოვხატოთ." ყვირის ნაილი, რორის კი კიდევ შემოაქვს გოგრები, ძლივს დადის. ლუჯის უნდა, რომ დაეხმაროს, მაგრა არა. ზედმეტად ადრეა გოგრების მოსახატად. ამიტომ ძირს ჯდება და თვალებს იფშვნეტს.

„არ გამომდის ეგენი." ამთქნარებს ლუი და თმას ისწორებს, მაგრამ იმ ფაქტს ვერ უარყოფს, რომ ნამდვილად სახალისო პროცესია. ნუ, იმაზე სახალისო მაინც, ვიდრე ის შაბათები, ტელევიზორის ყურებაში, ჭამაში, ბიჭებთან გარეთ გასვლასა და ზედმეტის დალევაში რომ ატარებენ დროს. რაც, რამდენიმე ხნის შემდეგ ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელი ხდება.

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Where stories live. Discover now