თავი 7

766 79 37
                                    

ლუი წვეულებაზე 45 წუთის დაგვიანებით მიდის, ახალი- და საკმაოდ ლამაზი საცურაო ტრუსები- ჯინსის ქვეშ აცვია. ზემოთ კი ნაილის პოლო მაისური, რომელიც ბოლო წამს აიღო. (რა უნდა თქვას? იმ ბიჭს ნამდვილად კარგი ტანსაცმელი აქვს. ნუ რამდენიმე. უფროსწორად ცოტა, მაგრამ მაინც.). უკვე მივიდა- წინა კართან ჰარის სახელი თქვა და შეუშვეს. შიგნით კი საოცრად ლამაზი სანახაობა დახვდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერავის სცნობდა.

აუზი შიგნითაა, შემოსაზღვრული სუფთა მინის ფანჯრებით, რომლებიც ცას სწვდება. კედლები კრემისფერია, აუზი ბრჭყვიალებს. ოთახის კუთხეებში ფერადი ყვავილებია დახატული და ქლორის სუნია.

სიმდიდრის და გადამეტებული პრივილეგიის უსიამოვნო შეგრძნებაა.

რა თქმა უნდა, ლამაზია. მაგრამ ასევე ძალიან ბევრი ფულია გაფლანგული ამაში და ლუი თავს ამ ადგილის შესაფერისად არ გრძნობს.

გოგოებს და ბიჭებს საუკეთესო საცურაო კოსტუმები აცვიათ, კოქტეილის ჭიქები უჭირავთ და ყვირიან, როცა ერთმანეთს აუზში აგდებენ. ყველაფერს იღებენ და ინსტაგრამის ფოტოებისთვის პოზირებენ.

ლუის უნდა, რომ ყველას ცეცხლი წაუკიდოს. და ჯანდაბა, რა მალე აალდებოდნენ თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ალკოჰოლი აქვთ ნაყლაპი.

აუზთან ახლოს შადრევანია, ვარდისფერი წყალი მოდის. რა უბედურებაა? და დიახ, იქაც ხალხია. სიცილით ერთმანეთს წყალს ასხამენ და წყალში აგდებენ. მოიცა, რა?

„თუ ეს შადრევანიც შამპანიურისგანაა დამზადებული." ბუტბუტებ ლუი.

მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო უარესდება.

რადგან როცა ლუი წასვლას აპირებს, სწორედ ამ დროს ჰარი სტაილსს ხედავს.

მკლავზე შევარდენი აზის.

რა თქმა უნდა, ჰარი სტაილსს შევარდენი ჰყავს. გარდა ამისა, ვარდისფერ კოსტუმსა და ნაცრისფერ ბანტშია გამოწყობილი.

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Where stories live. Discover now