თავი 28.2

633 77 47
                                    

ლუის პიანინოს ხმა აღვიძებს და ამჯერად მადლიერიც კია, რადგან ეს საკმაოდ სანდო მაღვიძარაა.

„ჰარისთან მივდივარ, მას უნდა დაველაპარაკო." ასე ესალმება ნაილს და საძინებლიდან უკვე ჩაცმული გადის, მაგრამ სტრესის ნიშნები სახეზე ეტყობა.

„ასიანში გაარტყი." ამბობს ნაილი და შოპენს უკრავს. სპორტული შარვალი მუხლებამდე აქვს აწეული და ფეხბურთის უზარმაზარი მაისური აცვია. პიანინოზე ბრენდის ჭიქა დევს ნახევრადმოწეულ სიგარასთან და შოკოლადის ფილასთან ერთად.

„რა?" ეკითხება ლუი და დაკარგულ ფეხსაცმელს ეძებს. ნაილს აშტერდება. „რას გულისხმობ?"

ნაილი მაგიდისკენ იყურება.

„აი, ნახე."

ლუი დაბნეული შედის სამზარეულოში და ფაქიზად დაწერილ ბარათს ხედავს.

'ლუი ტომლინსონს' აწერია.

ხსნის.

ბაღში ლანჩისთვის შემხვდი.

გულწრფელად,

ჰარი

ლუი ღუღუნებს.

„კარგი მაშინ." იღიმის და ნაილს უყურებს.

ნაილიც იღიმის. „მოსაბოდიშებლადაც მოვიდა."

ლუი ბედნიერდება. „ხო?"

ნაილი თავს უქნევს. „ვაპატიე - კარგი ბიჭია. უბრალოც ცოტა... არეული, ხო?" და ლუის უყურებს, რომელიც თითებს გასაღებზე დაათამაშებს. „რამდენი გაიგე? წუხელ?"

აჰ.

ლუი ფეხსაცმელს იცვამს და მხრებს იჩეჩს. „ცოტა."

„რაზე ვლაპარაკობდით იცი?"

და არა. ლუიმ მართლა არ იცის. იცის, რომ რაღაც მხრივ მას ეხებოდა. და სულ ესაა.

„არა."

ნაილი თავს უქნევს, მაგრამ აღარაფერს ამბობს.

და სხვა დროს, ეს არ გაუვიდოდა, მაგრამ ლუის სჭირდება ჰარის ნახვა და ახლა ამის გარდა არაფერი უნდა, ამიტომ უბრალოდ ქურთუკს იღებს და ნაილს შუბლზე კოცნის.

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Onde histórias criam vida. Descubra agora