თავი 10

745 72 16
                                    

შემდეგი თვის განმავლობაში, ლუი ყოველ დღე ზეინზე და მისიანებზეა მიწებებული. დღეები ღვინით, სიგარეტით, ბალახზე გასეირნებით და ლანჩებით გადის. ღამეები კი მოწევით, მარტინით, ძვირიანი ოდეკოლონით, ცეკვით და ლიმუზინებით.

ზეინის მიმართ სიყვარული ძალიან გაეზარდა.

მისი მშვიდი საქციელის, უპრეტენზიო თვალებისა და მოდუნებული მოძრაობის გამო ლუი ნათესაობრივ კავშირს გრძნობს მასთან. პოეტურია პრეტენზიულობის გარეშე და საყვარელი სიყალბის გარეშე. თავისუფალ დროს ხატავს- ლუიმ აღმოაჩინა, რომ ლამაზი ნახატები, რომელიც ზეინის სახლში ჰკიდია, თავისივე დახატულია მხიარულია, მარტივად საურთიერთობო, კრეატიული, კეთილი, დამთმობი და ლუი ყოველ დღე ახალ რამეს პოულობს, რაზეც შეუძლია ზეინთან ერთად სიცილი და ლაპარაკი.

მისი მეორე კრიმინალური პარტნიორი, ლიამიც, ძალიან საჭირო ადამიანი ხდება ლუის ცხოვრებაში. გარდა ამისა, ლიამიც ძალიან აფასებს მას. ნამდვილი პროფესიონალია, ყოველთის იმას ამბობს, რაც საჭიროა და ბიჭები ბევრი უსიამოვნო სიტუაციისგანაც გადაურჩენია. განსაკუთრებით, მაშინ, როცა ნაილი სკოლის შადრევანში ტანსაცმლის გარეშე ცურავდა. ამ ყველაფერს ლიამი მოხარული აკეთებს, სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, საღამოს კი, ყველაფერს ივიწყებს, ცეკვავს და ერთობა. სიცოცხლით სავსეა და ლუი მოხიბლულია მისი მხიარულებით და სიკეთით, რომელიც ლიამისთის ასეთი ბუნებრივია.

გასაკვირია, მაგრამ ლუი ამასთან ერთად კარგად სწავლასაც ახერხებს. ბიჭებს იყოლიებს ხოლმე, რომ ლიამის სახლის ბიბლიოთეკიდან წიგნები აიღონ და რამე ისწავლონ. იმის თქმაც შეიძლება, რომ ლუი ძალიან კარგი მოსწავლეა, ერთ-ერთი მოსაწყენი საგანი 'ვიქტორიანული ერის მწერლების პროზა' რომ არ ჰქონოდა.

მაგრამ დარწმუნებულია, რომ იმასაც ჩააბარებს. ამიტომ არ ნერვიულობს. არც ისე.

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang