თავი 17

727 73 12
                                    

მომდევნო დღეები, ჰარი ლუის ამეცადინებს და საკმაოდ კარგადაც.

და ლუიმ არ იცის, რას ელოდებოდა, რომ მოხდებოდა, მაგრამ ამას ნამდვილად არა.

არა, ლუი იმას არ ელოდებოდა, რომ ჰარი მხიარულად გაუღებდა კარს, ლუის ყველა ხუმრობაზე გაიცინებდა, საიდუმლოებს დაუმხელდა, იტირებდა, რომ თავს დამცირებულად გრძნობდა და ყველა შეცდომისთვის პატიებას სთხოვდა. არა, ლუი ამას ნამდვილად არ ელოდა. რადგან ეს უბრალოდ უცნაური და მეტისმეტი იქნებოდა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ წესიერად მეგობრებიც კი არ იყვნენ.

მაგრამ მაინც.

ჰარის შეეძლო ღიმილი მაინც დაეწყო ან რამე.

და რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა. ზეინმა ლუის უთხრა, რომ მოთმინება შეენარჩუნებინა და ჯანდაბა, ეს ძალიან სჭირდებოდა. რადგან ჰარის პრობლემები აქვს, ბევრი პრობლემა და ლუიმ ისინი უნდა მოაგვაროს.

იმის თქმა ზედმეტია, რომ ის დღე, როცა ლუიმ ბოდიში მოიხადა და ჰარიმაც აპატია, ცოდა იმედგასაცრუებელი იყო.

ლუი სახლიდან ადრე გამოვიდა და ეხლა ჰარის სახლის კუთხესთან იდგა, ემზადებოდა, რომ დიდი კიბეები აერია. თუმცა საფეხურებზე ჰარის მუსიკალური ხმა მოესმა. თვალებით იქაურობა მოათვალიერა, სულ სტუდენტები იყვნენ, არმანის ჩანთები ეჭირქათ და გაჩეჩილ თმას ან ბაფთას ისწორებდნენ.

ბოლოს იპოვა თავისი სამიზნე. თეთრსა და ოქროსფერში იყო ჩაცმული, მისი ბაფთა ელავდა შემოდგომის მზით, საათის ბრილიანტებიც ბრწყინავდა. საოცრად უცნაურად და საყვარლად გამოიყურებოდა. ლამაზ, შავთმიან გოგოს ელაპარაკებოდა, რომელსაც გრძელი ყვითელი კაბა ეცვა. თითებს მოცინარი ნიკაპის ქვეშ ისვამდა.

ჰარი მას უღიმოდა -იმ ღიმილით, რომელზე ლუის აკანკალებდა, სიცარიელით აღსავსე- და ყურში ეჩურჩულებოდა სიყვარულით. ჰარის ღიმილი ყოველ ამოსუნთქვაზე იზრდებოდა და ლუიმ ეს ცოდვილობად მიიჩნია.

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)حيث تعيش القصص. اكتشف الآن