თავი 30

715 79 31
                                    

როცა ლუი მეორე დილით ლექციისთვის იღვიძებს, ტელეფონზე შეტყობინება აქვს მოსული. ჰარისგან იყო გამოტოვებული ზარი ღამის 5-ის 3 წუთზე.

რაც რამდენიმე მიზეზის გამოა უცნაურია. პირველი რადგან ლუი მისწერა ჰარის გუშინ და პასუხი ვერ მიიღო. ამაზე დიდად არ შეწუხებულა, რადგან ნაილის საწოლში იწვა და სიყვარულზე წუწუნებდა. ნაილს მისი მოკვლა უნდოდა.

„და სად მიდიხარ, შენი აზრით?" თითქმის იყვირა ლუი, როცა დაინახა, რომ ნაილი საწოლიდან გადმოგორდა და ტანსაცმლის ასაღებად მივიდა.

ნაილმა ამოიოხრა და სახეზე ხელი მოისვა. ლუიმ კი აგრესიულად აათრია ისევ საწოლზე.

„გასვლა მინდა."

„არ დამიმთავრებია."

„არასდროს მორჩები შენ. თითქმის ღამის 3 საათია!"

„ზუსტად. ზედმეტად გვიანია გასასვლელად. ამიტომ წყნარად იჯექი და მაცადე ემოციები გამოვხატო."

„მაგრამ ზედმეტად ბევრი გრძნობა გაქვს." ღმუის ნაილი და სახეში ბალიშს ესვრის. „ბიჭი გიყვარს - დიდი ამბავი! ყველამ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. მეგონა, რომ თქვენ ორი უკვე ერთად იწექით." თქვა ნაილმა, რა დროსაც ლუიმ ხელი დაარტყა გაბრაზებით.

„გეყოფა." ამოიოხრა ლუიმ და ჭერში აიხედა. „რთულია, შე ცივგულიანო იდიოტო. შენ ვერ გაიგებ. საშინელებაა. სიყვარული და რამე. ძალიან უცნაური რამეა. თითქოს ძლიერია, მაგრამ ამავდროულად ჩუმი. თითქმის ყოველთვის ვიცოდი ხოლმე, თავს როგორ ვგრძნობდი, მაგრამ ეს სხვანაირია. არ ვიცი. ასე არასდროს მიგრძვნია თავი. და ახლა, როცა ვაღიარე, რომ მიყვარს, მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, ნაილ. და მინდა, რომ ჩავეხუტო, დაველაპარაკო, დავრწმუნდე, რომ ყველაფერი კარგადაა და მისი და მამამისის პრობლემები მოვაგვარო. როგორაა მამამისი?"

ნაილმა მხრები აიჩეჩა. „ისევ ცუდად. ბევრი შესრულება და ინტერვიუ გააუქმეს. მგონი ლაივში ვეღარ იმღერებს. სახლში ჩაიკეტა."

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Where stories live. Discover now