თავი 22

665 68 16
                                    

 „ასე ადრე რატომ გღვიძავს?"

ლუი თვალებს ახამხამებს და მთლიანად ჩაცმული თავისი ოთახიდან გამოდის. (ის სვიტერი აცვია, რომელსაც ყოველ 1-ლ დეკემბერს იცვამს ხოლმე). ნაილს უყურებს, რომელსაც გოლფის ტანსაცმელი აცვია, სიგარეტს ეწევა და ჭიქაში რაღაცას ისხამს. ლუის იმედი აქვს, რომ ყურძნის წვენი იქნება.

„შენ რატომ ღვიძავს?" ეკითხება ლუი და ფეხსაცმელებს ეძებს. პასუხს არ სცემს, რადგან არ აპირებს ნაილთან აღიაროს, რომ გუშინ როგორც კი სახლში მივიდნენ, მაშინვე დაგეგმა შემდეგი დღე. ამიტომ იმასაც არ ეტყვის, რომ უნდა ჰარის ყავა მიუტანოს.

არც იმ ფაქტს აქცევს ყურადღებას, რომ მხოლოდ რვა საათია და ერთ საათში უნდა, რომ უკვე ჰარის კართან იდგეს. შეიძლება მის ამ საქციელს შეპყრობილობაც კი დაერქვას.

„არც დამიძინია." იღიმის ნაილი და ჭიქას ცლის.

„რატომ?"

ნაილი მხრებს იჩეჩს. „შენ რომ დაიძინე, გარეთ გავედი."

„კიდევ??" ეკითხება ლუი და ფეხსაცმელებს იცვამს.

„მოდი ვისაუზმოთ. მშია."

„არ შემიძლია." ამბობს ლუი და ქურთუკს იცვამს, ცდილობს ნაილის მზერა აირიდოს. „მე...უნდა ვიმეცადინო."

„9-ის ნახევარზე." ამბობს ნაილი. „სერიოზულად?"

ჯანდაბა.

ლუი ყელს იწმენდს და შარფს იხვევს. „ხო."

ნაილი აკვირდება თვალისდაუხამხამებლად.

„არა." ამბობს ბოლოს და ისევ ლუის უყურებს. „საჭმელი უპირველეს ყოვლისა. მარტო ჭამის ხასიათზე არ ვარ."

ლუი ოხრავს, დიდხანს და ტანჯვით. შემდეგ ნაილს უყურებს. „სერიოზულად, ირლანდიავ, უნდა ვიმეცადინო."

„მაგრამ მეცადინეობას ხომ არ აპირებ."

„რატომ ამბობ მაგას."

„რადგან ესე ადრე არ იღვიძებ სამეცადინოდ. განსაკუთრებით, თუ პიანინოზე არ ვუკრავ ხოლმე."

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Where stories live. Discover now