თავი 27.1

699 66 15
                                    

სემესტრი კარგად იწყება ბიჭებისთვის.

კიდევ ერთხელ, ზეინი სკოლის მთავარი მოვლენაა, მას ლიამი მოჰყვება. „ტვინი, სილამაზე და ფული? ამისგან შედგება ოცნებები!" ლუიმ გაიგო, როგორ ამბობდა ერთი გოგო. ამას ხითხითი მოჰყვა, რამაც ლუი ძალიან გააღიზიანა.

რადგან მართლა? კარგი.

იმის შემდეგ, რაც ჟურნალში დაიბეჭდა - თავად ლიამის დიზაინით - ლუის დიდი შოკი ელოდა. ზეინმა მისწერა, რომ ლანჩზე შეხვედროდა. იგი იქ ერთ კაცთან ერთად მოვიდა, რომელიც ვამპირს ჰგავდა.

ლუიმ ზეინს 'მეხუმრები? რას მიკეთებ' მზერით შეხედა, რომელმაც მხოლოდ გაიღიმა და აუხსნა, რომ მამამისი იყო.

„ლუი ტომლინსონი?" ჰკითხა ხან მალიკმა ძალაუფლებით აღსავსე ტონით. და ჯანდაბა, ლუის რომ რამე არასწორად გაეკეთებინა, ეს კაცი უნივერსიტეტიდან გარიცხავდა. იცოდა, რომ მდიდრებთან არ უნდა ეთამაშა.

„ლუი ტომლინსონი." დაუდასტურა ლუიმ და კაცს ხელი ჩამოართვა.

„ჩემი ვაჟისგან არაჩვეულებრივი რამეები მესმის შენზე." ლუის ხელი გაუშვა და შავი თვალებით მიაშტერდა. „რამეში ჩართული ხარ? ჟურნალი? საბჭო? შენი სახელი არ მესმის ხოლმე."

ჯანდაბა, უხერხულობაა.

„ამ..არა." თქვა ლუიმ და ხელები ჯიბეებში ჩაიცურა. „მე უფრო დაკვირვება მომწონს." მოიტყუა. „მაგრამ მომავალ წელს ვფიქრობდი, რომ სამსახიობო კლუბში ჩავწერილიყავი." მხრები აიჩეჩა. „თუ შემთხვევა მომეცა."

ხან მალიკმა თავი დაუქნია და მიაშტერდა. „რა თქმა უნდა. მე გავალდებულებ, რომ იმონაწილევო. ვამაყობთ ჩვენი კარგი სტუდენტებით- ამას ჩვენზე კარგი გავლენა აქვს. ამიტომ გვაქვს კარგი რეპუტაცია, მისტერ ტომლინსონ."

ეს ნამდვილად კომპლიმენტი იყო და ზეინი ამაყად იდგა მის გვერდით, ამიტომ ნასიამოვნებმა ლუიმ თქვა. „მადლობა, სერ, რა თქმა უნდა." ამის შემდეგ კი ზეინმა პასტაზე და ღვინოზე წაიყვანა ლუი.

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Where stories live. Discover now