თავი 1

1.1K 93 8
                                    

ლუიმ რაც წერილიდან გაიგო (რომელიც ძლივს გადაიკითხა) ის იყო, რომ მისი ბინის მეზობელი იმავე დღეს ჩამოდიოდა.

გახარებული ვარ ამის გამო? არა.

რატომღაც, მინდა რომ ის უკვე შევიძულო? კი.

ლუი ელოდება.

საკმაოდ დიდიხანია ელოდება, ფეხებს იატაკზე აკაკუნებს, მუცელი უბუყბუყებს, თითებს კი ჯინსზე ახახუნებს. ლუი ძალიან მოუთმენელია, ვერ იტანს მდიდრებს. საბოლოოდ გადაწყვიტა, დრო ამოლაგებაში გაეყვანა, რასაც ძალიან იშვიათად აკეთებდა. ზოგადად საიდანვე რომ ბრუნდებოდა ხოლმე, ჩემოდნებს ოთახში დაალაგებდა და კვირებით ან თვეებით ტოვებდა ისე. სანამ ერთ დილას არ გაიღვიძებდა და საკუთარ თავს ჰკითხავდა 'სადაა ის ჩემი მაისური?'. შემდეგ მოუწევდა ყველაფრის ამოყრა იმ ერთი რამის მოსაძებნად.

ესაა ლუის პრობლემა, მუდმივად საქმის გადადება და შემდეგ დავიწყება.

მაგრამ ახლა ნამდვილად ამოალაგებს- გააკეთებს ამ საოცარ საქმეს, მაისურებს საკიდზე დაკიდებს, შარვლებს კი ნაზად დაკეცავს და იმის მერე რაც ეს ოთახი დალაგდება (თუმცა ლუის მაინც არ მოსწონდა), სხვა ოთახში გადაინაცველბდა. ოღონდ სამზარეულოსგან თავს შორს დაიჭერდა, რადგან იმ ადგილის არასდროს ესმოდა.

ბევრს მაინც ვერაფერს გააკეთებ იქ.

იმის გამო, რომ ოთახი გადატენილი იყო ბევრი უაზრო მდიდრული ნივთით, ლუის ძალიან უნდა ეფრთხილა. ნაზად აუარა გვერდი გამაღიზიანებელ ნახატს (არ აინტერესებდა, რამე მითის მიხედვით იყო თუ რა, ყველა შემთხვევაში ჩიტი ჟიმავდა გოგოს) და სულ მალე, ფორმალურმა ატმოსფერომ ცოტა სახლის ელფერი მიიღო.

ანუ ჯერ უიმედოდ არაა საქმე.

*

სამი საათი (და დედამისისგან ოთხი გამოტოვებული ზარი, რომელზე პასუხიც ლუის არ უნდოდა) გავიდა ლუის მოსვლის შემდეგ და უკვე ყველა ყუთი ამოლაგებული იყო.

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Where stories live. Discover now