თავი 29

622 77 14
                                    

ლუი აბაზანაში იღვიძებს. ნაილი წყალს ასხამს სახეზე.
„ჰეი, კარგად ხარ?" ეკითხება ნაილი და ლუის მხარზე ხელს ადებს.
საიდან მოვიდა? საერთოდ ცოცხალია?
ლუი თვალებს იფშვნეტს და ხვდება, რომ ცივ იატაკზე ზის. კისერი გაშეშებული აქვს, მაისურზე კი ნარწყევის სუნი ასდის. და ხო, აბაზანა ისევ ტრიალებს.
"არა." როგორღაც ამბობს.
ნაილი წამოჯდომაში ეხმარება.
„კარგად იქნები?"
„შანსი არაა." ამბობს ლუი და წყალს ლოყებსა და კისერზე ისხამს. მაგრამ ეს არ აინტერესებს, რადგან ცუდადაა.
„რთული ღამე გქონდა, ხო?" ეკითხება ნაილი. ხელში ტელეფონი უჭირავს. ძალიან სუფთა და ჯანმრთელია.
ლუი ვერ იტანს ამის გამო.
„ხო."
ლუიმ არ იცის, როგორ დაიწყოს წინა ღამეზე ფიქრი - საუკეთესო და ყველაზე საშინელი ღამე იყო. ნუ, უფრო ყველაზე საშინელი.
შემდეგ ჰარის ხმის ექო ესმის, რომელიც სიბნელეში ჩურჩულებდა. მის ტუჩებს გრძნობს. იდეალურ, რბილ ტუჩებს. ღმერთო, როგორ აკოცა ხელზე.
არა. საუკეთესო ღამე იყო.
და ლუის ის უყვარს.
კიდევ ერთხელ, ტირილი უნდა.
ნაილი ლუის სახეზე აკვირდება.
„ტომო?"
„ჰარი სტაილსი მიყვარს." ამბობს ლუი და სახეს ხელებსი რგავს. და არა, არ აპირებდა ნაილისთვის ამის თქმას, მაგრამ ის ხომ მხოლოდ ადამიანია, ბოლოს და ბოლოს.
ნერვიულად უყურებს ნაილს.
„ხო." პასუხობს ნაილი ისე, თითქოს უმნიშვნელო დეტალი ყოფილიყოს. თითქოს ასეთუ უზარმაზარი ამბავი არ ეთქვას. თითქოს ეს არ ყოფილიყო იმის მიზეზი, რატომაც ლუის სამყარო თავზე ენგრევა.
თავს სწევს და ნაილს გაბრაზებული უყურებს. „რას გულისხმობ 'ხო?' ეს უზარმაზარი ახალი ამბავია, იდიოტო კარტოფილო."
ნაილი სრუტუნებს და თავს აქნევს, შემდეგ კი ლუის გამოთრევას იწყებს აბაზანიდან. „თვალები მეც მაქვს, იცი? და ყურები? და ტვინი."
„ტვინი კი არა, ეგ შენი პენისია" ამბობს ლუი და გრძნობს, რომ ძალიან შია და სწყურია და ცუდადაა. და თან სცივა და თან სცხელა.
ნაილი იცინის და ლუის დივნისკენ მიათრევს. „უცნაური ხარ."
„პახმელიაზე ვარ და თან გულგატეხილი. უფლება მაქვს ისეთი უცნაური ვიყო, როგორიც მომინდება." ღმუის ლუი და მაშინვე გადასაფარებელს იფარებს თვალებზე, რადგან მზის სინათლე თვალებს უწვავს.
ნაილი თავს აქნევს და წამით ტელეფონს უყურებს, რის შემდეგაც ნაკვთები უმშვიდდება და ოხრავს.
„კარგი, გააგრძელე." ამბობს და დივნის გვერდით ჯდება. ლუის ფეხებს კალთაში იდებს. „რა მოხდა? დამელაპარაკე და შემდეგ... მე უნდა დაგელაპარაკო."
ლუი ნაილს უყურებს. „რატომ უნდა დამელაპარაკო?" ეკითხება ეჭვით.
ნაილი მაშინვე იცვლება და არაკომფორტულად გამოიყურება, ლუის თვალებში ვერ უყურებს.
რაღაც ცუდადაა. იეი.
ახლა ლუი ასე საშინლად რომ არ გრძნობდეს თავს, აუცილებლად შეწუხდებოდა, რადგან ნაილი არასდროს ნერვიულობს.
მაგრამ ახლა უბრალოდ თვალებს ხუჭავს.
„ჯერ შენ." ამბობს ნაილი და ახველებს. „სად წახვედით შენ და ჰარი წუხელ? რა მოხდა? რატომ წახვედით?"
„ჰარისთან ერთად არსად წავსულვარ, იდიოტო." ამბობს. „მარტო წამოვედი. გეფიცები, ძალიან ეგოისტი ხარ..."
„ჰარისთან ერთად წახვედი." ამბობს ნაილი და ლუის ისე უყურებს, თითქოს გაგიჟებულიყო.
ლუი წარბს ქაჩავს. „მგონი დამამახსოვრდებოდა."
„ხო? შენი მდგომარეობის მიხედვით ამას ვერ ვიტყოდი."
ლუი ოხრავს. მეტისმეტად დაღლილია ამისთვის. „ირლანდიავ, ვიცი, რომ ჰარისთან ერთად არ წამოვსულვარ. მგონი შენ გაქვს პრობლემები."
„კარგი. ასე ვფიქრობდი, რადგან ისიც მაგ დროს წამოვიდა წვეულებიდან." მხრებს იჩეჩს.
ლუი კრთება.
ჰარიმაც იმ დროს დატოვა წვეულება, როცა ლუიმ?
„ისიც წავიდა?"
„ხო, როცა შენ წახვედი. მაშინვე გამოგყვა." ნაილი ისე ამბობს, თითქოს ლუის ეს უკვე უნდა სცოდნოდა.
„რა ქნა?" ეკითხება ლუი სუსტად.
თითქმის მაშინვე ოთახმა ტრიალი დაიწყო. ჰარი მაშინვე გაყვა? ჰარი მას გაყვა? ჰარი?
„ხო, მთელი საღამო შენ გიყურებდა. მეგონა, რომ გეგმები გქონდათ, თქვენ ხომ ერთად ხართ და რამე."
„არ ვართ ერთად." ამბობს ლუი.
ჰარი მას გაყვა?
ამიტომ..
ამიტომ იყო იქ, სადაც ლუი იპოვა?
ღმერთო...
„არა?" უკვირს ნაილს და თვალებგაფართოებული უყურებს. „მაგრამ... ის წუხელ აქ არ იყო? და ლანჩზე წახვედით და..."
„ერთად არ ვართ. მე მიყვარს ის, მაგრამ ერთად არ ვართ და ამაზე ლაპარაკი აღარ გვინდა, ნაილ. ისედაც შარში ვარ."
ჯანდაბა.
ჰარი გაყვა, როცა წავიდა. ჰარი მთელი ღამე მას დაჰყვებოდა. დაინახა. დაინახა, რომ ლუი ბარბაცებდა და ბევრ ადამიანს აულოკა ყელი? იმ ბიჭთანაც დაინახა. დაინახა, როგორ აღებინა და შეიძლება მისი ტირილიც დაინახა, ამის დედაც. ის ლუის დაჰყვებოდა.
მთელი ღამე.
ნაილი იღიმის და თვალებს ატრიალებს. „ისედაც სულ შარში ხარ."
„ამაზე დიდ შარში არასდროს ვყოფილვარ." ამბობს ლუი და საკუთარი გულის ცემის ხმა ესმის. „ნაილ....აზრზე არ ვარ, რა გავაკეთო."
მძიმე სიჩუმეა, რომელსაც მხოლოდ ლუის გულის ცემის ხმა და ფანჯრებიდან სტუდენტების შემომავალი ხმა არღვევს.
„ჯანდაბა, ლუ." ამბობს უცებ ნაილი და ეს სიტყვები ემოციითაა სავსე, რაც ნაილისგან მოულოდნელია.
ლუი ზემოთ იყურება და ხედავს, როგორ ისვამს ნაილი ხეს სახეზე.
„რა იყო? რა ხდება?" ეკითხება ფრთხილად და ხვდება, რომ არ შეუმჩნევია, რა სხვანაირი იყო დღეს ნაილი. გონება მაშინვე ჰარისკენ გაექცა. რაღაც ვერაა რიგზე. ჰარის რაღაც სჭირს და ნაილმა ეს იცის.
ნაილი ლუის დიდხანს უყურებს, სანამ ბოლოს პირს აღებს. თითქოს ყოყმანებს, რასაც არასდროს აკეთებს ხოლმე.
ლუი თავს ცუდად გრძნობს. (ნუ კიდევ უფრო ცუდად).
„მომისმინე, ლუ." ხმა უკვე არ მოსწონს. „ვიცი, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ ეხლა და ვწუხვარ შენი პრობლემების გამო. ვიცი, რომ ცუდი დილა გქონდა და ჰარიზეც ბევრს ფიქრობ, მაგრამ." ოხრავს და ლუის დამნაშავე გამომეტყველებით უყურებს. „მინდა, რომ ეს ყველაფერი ერთი დღით დაივიწყო, რადგან...სხვა პრობლემაცაა."
ლუი თვალებს ახამხამებს.
მოიცადე. ეს ჰარის არ ეხება? ცხოვრებაში რაღაც პრობლემა არსებობს, რომელიც ჰარი სტაილსს არ ეხება? შვებას გრძნობს. თითქმის.
„რა ხდება?" ეკითხება. „აა ჯანდაბა. ლექციები გავაცდინე, არა? ჯანდაბა, ეს უნდა გეთქვა? გამრიცხეს? ჩავისვარე, არა? საშინელი სტუდენტი ვარ. მაგრამ კარგი ნიშნებიც მყავს. ამიტომ ვერ გამაგდებენ!"
„არა, არა, ამას არ ეხება." ამბობს ნაილი ფრთხილად, რაც ლუის კიდევ უფრო აშინებს. ნაილი ჩერდება და სწორ სიტყვებს ეძებს, რაც უცნაურია, რადგან ეს ხომ ნაილია.
ლუი ელოდება.
„ამ დილით დედაშენმა დარეკა."
ლუის ნიკაპი უთრთის, სულ ოდნავ. „რა გასაკვირია."
„ხო. ჩვენ... ცოტა ვილაპარაკეთ."
„უცნაურია."
ნაილი იცინის, მაგრამ ფრთხილად, რაც კიდევ უფრო აშინებს ლუის.
„ხო." პასუხობს. „მაგრამ, ნახე. არ იცოდა, ეს შენთვის როგორ ეთქვა. მე მთხოვა, რადგან... ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, მე და შენ. და იფიქრა, რომ მე უკეთ დაგელაპარაკებოდი."
„რაზე, ნაილ?" ეკითხება.
„ერთი კვირაა, რჩევას მეკითხება. შემდეგ ამ დილით დარეკა და... მხოლოდ ჩვენი გაფრთხილება მოახერხა. რადგან იმ კაცმა მას არაფერი გააგებინა."
„ვინ კაცმა? რის შესახებ გაგვაფრთხილა დედაჩემმა?" ეკითხება ლუი და ნაილს უყურებს.
ამაზე ნაილი ოხრავს და თვალებს ხუჭავს. მხრები დაჭიმული აქვს და ფერმკრთალია. საშინელი სანახავია. სხვა დროს ლუის შეეცოდებოდა, მაგრამ ეხლა ბრაზობს.
„გამოუშვი." ფაქტობრივად ღრიალებს და უფრო სწორად ჯდება. როგორ შეიძლება, რომ ნაილმა იცოდეს ესეთი რამ და მან არა?"
„მამაშენი მოდის." ამბობს ნაილი და საათზე თითს ისვამს. ლუის მზერას იცილებს.
უცებ ჰაერი დედამიწას ტოვებს. ლუის მუცელი სტკივდება.
მამამისი? ის უხილავი არსება, ვისთანაც წლებია არ ულაპარაკია?
„რა?" მხოლოდ ამის თქმას ახერხებს.
ნაილი მტკივნეული სახით უყურებს. „დედაშენმა ამ დილით დარეკა. მამაშენმა დაურეკა და უთხრა, რომ გზაშია..."
„გზაშია?" ლუი შუბლზე ცივ ოფლს გრძნობს. რა უბედურებაა? თავი სერიალის პერსონაჟი ჰგონია.
„არჩევანის საშუალება არ დაუტოვა. უბრალოდ უთხრა, რომ შენთვის ამის შესახებ ეთქვა."
„ამის შესახებ ეთქვა? აღარც კი მახსოვს, როგორ გამოიყურება, ნაილ! წლებია არ დამლაპარაკებია. როგორ უნდა დავხვდე? რა გავაკეთო?" ყვირის ლუი და ფიქრიც კი აღარ შეუძლია.
„მისმინე." ამბობს ნაილი მტკიცედ. „ვიცი, რომ რთულია, მაგრამ მე აქ ვიქნები. არ მიგატოვებ, გპირდები და პრობლემაც არ მაქვს იმაზე, რომ ვთხოვო, რომ წავიდეს.."
ლუი ძალიან აფასებს ამას, მართლა. და გრძნობს, როგორ ათბობს ნაილის სიტყვები. მაგრამ...
„და რატომ ლაპარაკობდით შენ და დედაჩემი ამის შესახებ ერთი კვირა და მაინც არ მითხარი?" უყვირის და გადასაფარებელს ძირგს აგდებს. „რომელი დედა დაელაპარაკება შვილის ბინის მეგობარს იმაზე, რომ მამამისი - რომელიც არ ელაპარაკება და მისი ნახვა ამდენი ხანი არ უნდოდა - უცებ მის სანახავად მიდის, რომ ჩაი დალიოს?"
„მეეჭვება, ჩაი უნდოდეს."
„რანაირი სიტუაციაა? რანაირი ადამიანია? საშინელი! დედაჩემს არ შეუძლია, რომ თავად..."
„არ იცოდა, როგორ ეთქვა, ლუი." ეკამათება ნაილი. „ცდილობს, კარგი? დრო სჭირდება და ვცდილობ დავეხმარო. მირეკავს ხოლმე, ის ლაპარაკობს, მე კი ვუსმენ, ასე ხდება დახმარება, მეგობარო."
ლუი მუცელში ცეცხლს გრძნობს. „უნდა, რომ თავის ვაჟად გაქციოს, არა? მისი პატარა შინაური ცხოველი ხარ?" ეკითხება ცივად.
ნაილს თვალები უვიწროვდება. „ეგ არასდროს უთქვამს და არა. უბრალოდ ლაპარაკი უნდა და მე შენსავით არ ვიქცევი. ის რამეები არ გამომივლია, რაც შენ და ამ საკითხს სხვანაირად ვუდგები, გასაგებია? იმდენად გაბრაზებული ხარ მასზე, რომ მის არსებობასაც კი ივიწყებ და ამის უფლება გაქვს. მაგრამ როგორ უნდა გამოსწორდეს, თუ ამის საშუალებას არ მისცემ?"
ლუი დივნიდან დგება და უყურებს, როგორი დასერიოზულებულია ნაილი.
ეს ყველაფერი მეტისმეტია.
მეტისმეტია.
ამაზე რატომ ლაპარაკობენ?
„იცის, რომ ცუდი დედა იყო." აგრძელებს ნაილი უფრო ხმამაღლა და ლუის წასვლის საშუალებას არ აძლევს. „მაგრამ ცდილობს. გოგოებიც უფრო ბედნიერები არიან..."
„ჩემს დებზე ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს მათ იცნობ."
„მისმენ, ტრაკო?" ეკითხება ნაილი და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევს. „შენი დები უფრო ბედნიერები არიან და ესაა მნიშვნელოვანი. დედაშენი მათ ყურადღებას აქცევს. ამაზე იფიქრე, კარგი?"
„საერთოდ რატომ ხარ ამ საქმეში ჩართული?" ეკითხება უცებ ლუი და მისკენ ბრუნდება. სისხლის სწრაფ მოძრაობას გრძნობს. „რა შუაში ხარ ამ ყველაფერთან?"
ნაილი ოხრავს და თვალებს ატრიალებს. „ეს მადარდებს."
ამაზე ლუი იცინის. „გადარდებს? საერთოდ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს იცნობ? როგორ შეიძლება გადარდებდეს ის ხალხი, ვისაც არც კი შეხვედრიხარ?"
„დედაშენს შევხვდი." ამბობს გაღიზიანებული ნაილი. „და ამას მნიშვნელობა არც აქვს. მადარდებს, რადგან შენ მადარდებ. შეწყვიტე სისულელეები და უბრალოდ ამაზე დაფიქრდი. მამაშენზე."
ლუი ოხრავს.
ნაილი ჭკვიანურად რატომ ლაპარაკობს? ნაილი, რომელიც სბანჯბობს უყურებს და პიანინოსთან ბოქსერებით ზის. ვისი საყვარელი საქმეც იმის ყურებაა, თუ ვინ რამდენ ჩიფსს ჩაიტენის პირში.
ლუი თვალებს ხუჭავს.
მეტისმეტია.
ოხრავს.
„რატომ მოდის?" ეკითხება დამარცხებული ტონით, თითქმის ჩურჩულით.
ნაილი მშვიდდება. „უნდა, რომ ნახოს, როგორ ხარ."
„არ ვიცი, რატომ დაინტერესდა ჩემით უცებ. აა მოიცადე, მგონი ვიცი. რადგან ამ ფულს ის იხდის და მის რეპუტაციას ეხება." თავს აქნევს, როცა ჩარლზის მიზანს ხვდება. როგორ აპირებს მასთან ლაპარაკს? მისთვის შეხედვას?
ნაილი ჩუმდება.
„ვწუხვარ, ტომო." ამბობს ბოლოს ჩუმად.
ლუი თვალებს ახელს და ნაილს უყურებს, რომელიც ჩუმად ზის. ჩუმად და ძალიან სევდიანად, თითქოს ეს ყველაფერი მის გამო ხდებოდეს. ლუი გრძნობს, როგორ გადაუარა ბრაზმა და პანიკამ. მხოლოდ ის და ნაილი სხედან ერთმანეთის პირდაპირ და გრძნობს, როგორი ახლობელია მისთვის ნაილი.
„მართლა არაა შენი ბრალი." ოხრავს და ჯიბეში ხელს იცურებს. ისევ ის შარვალი აცვია, რომელიც წუხელ. საშინლად გამოიყურება. „მართლა. უბრალოდ იმის გარკვევას ვცდილობ, რატომაა დღევანდელი დღე ასეთი საშინელი."
და უცებ კარზე კაკუნია.
ჯანდაბა.
ამ ხმაზე ორივე კრთება. ლუის სუნთქვა ეკვრის, რადგან ამის დედაც. მამამისი წლებია არ უნახავს. წლები. და არც კი იცის, რა უნდა უთხრას, რადგან თავში მხოლოდ „დაახვიე" ან „შეგიძლია ახლა წახვიდე" მოსდის.
ისე, ამის თქმა რატომ არ შეუძლია?
რადგან მამამისი გადასახადს აღარ გადაუხდის? რადგან ამის გამო ლუის გააგდებენ და სახლში დაბრუნდება? აქ მეგობრებს ისე დატოვებს? იმ არეულობასაც, რასაც ჰარი სტაილსი ჰქვია, აქ დატოვებს? სწორედ ეს არ უნდოდა იმ დღეს, როცა პირველად მოვიდა აქ? რომ უბრალოდ სახლში დაბრუნებულიყო. ხომ ვერ იტანდა ამ ადგილს, ამ ხალხს. მართლა ასეთი ცუდი იქნებოდა თუ ყველას დაივიწყებდა? დატოვებდა აქაურობას და უკან აღარ მოიხედავდა? დატოვებდა ჰარის გამოცანებს, მის ღიმილსა და ტუჩებს და მას იმ ზვიგენების ხელში დატოვებდა, რომლებიც მაშინვე დაეპატრონებოდნენ მის სხეულს?
...ლუი შარშია.
„მე გავაღებ." ამბობს უცებ ნაილი, წყანარად და თავდაჯერებული და კარისკენ მიდის.
ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა.
ლუი თავს უქნევს, არ იცის, ხელებს რა უყოს. საშინლად გამოიყურება, საშინლად, თან ნაბახუსევია და ახლახალს აღმოაჩინა, რომ ჰარი სტაილსი უყვარს. ყველაფერი საშინლადაა. არც კი უსაზმია, კბილებიც არ გაუხეხავს, თავის გაუცხოებულ მამას ელოდებოდა, რომელიც ლუის ფასის შესამოწმებლად მოდიოდა.
ამ დღის დედაც.
ნაილი ლუის ბოლოჯერ უყურებს და კარს აღებს და...
ზეინი.
ლიამი.
და ჰარი.
ლუის ჰგონია, რომ მუცელში მთელი დედამიწა მოექცა.
„ბიჭებო!" ყვირის ნაილი, გაოცებულია. „აქ რას აკეთებთ?"
ლუის სიკვდილი უნდა. უნდა, რომ ჭერიდან რომელიმე სუპერგმირი ჩამოხტეს და ძვლები დაუმტვრიოს, რადგან ყველა ეხლა რატომ მოვიდა? ზუსტად მაშინ, როცა ლუის მამამისი უნდა ენახა? სერიოზულად?
ახლა ჰარისთან ახლოს ყოფნა არ უნდა. არ უნდა, რომ ამ საქმეში გარიოს. მას ვერც კი უყურებს. ეხლა ვერა.
ცდილობს ეს უფრო გასაგები გახადოს, მაგრამ სწორედ ამ დროს ზეინი წყნარად იწყებს ლაპარაკს.
„გვინდოდა, გვენახა, როგორ იყავი." ბუტბუტებს და შეწუხებული უყურებს. თეთრ ქურთუკზე შავი შარფი აქვს შემოხვეული. ლიამი მის გვერდით დგას. ისიც შეწუხებული ჩანს, თავი ოდნავ გადახრილი აქვს და ნაილს უყურებს.
და ჯანდაბა, ლუის სრცხვენია. ისინი იმისთვის მოვიდნენ, რომ შეემოწმებინათ როგორ იყო გუშინ ღამის შემდეგ. იმის შემდეგ, რაც ჰარიმ სახლში მოიყვანა.
ღმერთო. ჰარიმ ყველაფერი უთხრა მათ?
იციან, რომ ჰარისაც კი ძლივს ეძახა? იმისთვის რომ დატოვა ლუიმ მათი წვეულება, რომ ვიღაც შეშლილებთან წასულიყო. ახლა იმედგაცრუებულებს შეკითხვები უნდა დაესვათ?
„ჰარიმ გვითხრა, რომ წუხელ ცუდად გახდი." ამბობს ლიამი შეწუხებული და ლუის უყურებს. „და ამიტომ წახვედი სახლში ადრე. გვინდოდა, დავრწმუნებულიყავით, რომ უკეთ ხარ - ჩვენთვის ხომ არაფერი გითქვამს."
ლუი უყურებს.
რა? რა თქვა ჰარიმ? რომ ლუი...ცუდად იყო? მოიტყუა?
კარგი, ლუის აღარ შეუძლია. უნდა შეხედოს.
და ასეც იქცევა.
ჰარიც მას აშტერდება. ლიამისა და ზეინის უკან დგას, სასაცილო ყვითელი და შავ ზოლებიანი პერანგი და შავი ბეწვის ქურთუკი აცვია. პირდაპირ მოდური ჟურნალიდან გადმოსულს ჰგავს. იდეალურად გამოიყურება.
ლუის ის უყვარს. ეს ბიჭი. ბიჭი, რომელიც მასთან ასე ახლოს დგას. ლუის ეს ბიჭი უყვარს.
საშიშია.
და კიდევ უფრო საშიში ხდება, როცა ჰარი უყურებს, მშვიდად, ფრთხილად. თვალებსაც კი არ ახამხამებს, უბრალოდ სუნთქავს და ლუის უყურებს.
ლუი სხვა მხარეს უნდა გაიხედოს. ეს სჭირდება, რადგან ამისთვის მზად ნამდვილად არაა. დღეს არა. ამ დილით არა.
„მე...ხო." ამბობს და ჰარის მზერას აშორებს. წყალი სჭირდება, რადგან ჯერ ისევ ნაბახუზევზეა. „ცუდად გავხდი."
ნაილი ენაჩავარდნილი უყურებს და ისე ჩანს, თითქოს ხმის ამოღების და არასწორი რამის თქმის ეშინოდეს.
ზეინი ხან ერთს უყურებს, ხან მეორეს. „რაღაც ვერაა რიგზე?" ეკითხება რბილად და ეს კითხვა არაა. როგორ სჩვევია.
„ამ. მგონი მოსანახულებლად კარგი დრო არაა." ამბობს ნაილი და ზეინს ადებს მხარზე ხელს.
ლუი ოხრავს და სახეზე ხელს ისვამს.
„რა სჭირს ლუის?" ეკითხება დაპანიკებული ლიამი. „ლუი?"
„არაფერი, მეგობარო. ის უბრალოდ... მისი ოჯახი მოდის. გზაშია უკვე." ამბობს ნაილი.
„დედამისი?" ეკითხება ლიამი. „მეგონა, ვერ ეწყობოდით ერთმანეთს." ეჰ, ლიამ.
„არა, ეგ მშობელი არა." ამბობს ნაილი და იმდენად არაკომფორტულადაა ამ სიტუაციაში, რომ სხვა დროს სასაცილოც კი იქნებოდა.
„მამამისი?" ასკვნის ლიამი და ლუის სურვილი უჩნდება, რომ ქვები დაუშინოს.
„ნუ..."
„კარგადაა?" ეკითხება ზეინი შეწუხებული ხმით.
და უცებ ყველა ჩუმდება და ბუტბუტზე გადადიან. რის გამოც ლუი კბილებს აჭერს ერთმანეთს.
ხედავს, როგორ ელაპარაკება ზეინი ნაილს დაკვირვებული, გველისნაირი თვალებით. ლიამი შეწუხებული თვალებით ზეინს უყურებს. ნაილიც ჩუმად ლაპარაკობს და თან ფეხებს ათამაშებს.
მაგრამ ყველაზე უარესი ჰარია. რომელიც ისევ ლუის უყურებს. უბრალოდ აშტერდება.
და ლუი მის შეხედვაზე უარს ამბობს.
„კარგი, ბიჭებო. შეწყვიტეთ ჩურჩული." ამბობს უცებ და მათთან მიდის. ჰარის არ უყურებს. არ მისცემს მათ უფლებას, რომ მისი თანდასწრებით იჩურჩულონ. ჰარის ვერ უყურებს. ჰარის, ვინც უყვარს. ჯანდაბა. „ხო, მამაჩემი მოდის. არა, არ მინახავს...არც კი მახსოვს რამდენი ხანია. ხო, მაგარი დღეა. ჯობია საუკეთესო სუფთა შარვალი ჩავიცვა. შეგიძლიათ დარჩეთ, რა თქმა უნდა." ლოცულობს, რომ არ დარჩნენ - რატომ უნდა დარჩნენ? - მაგრამ საშინელება იქნება. მადლობა მოსვლისთვის. ამას ვაფასებ, ბიჭებო. საუკეთესოები ხართ მართლა." იღიმის და მშვიდდება.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ზეინი ყველაფერს ხვდება.
„თავის მოჩვენება საჭირო არაა, ლუი." ბუტბუტებს და ლუის უყურებს. „თუ გინდა, ჩვენ წავალთ."
ლუი თვალებს ახამხამებს.
„ან დავრჩებით!" სთავაზობს იმედიანად ლიამი.
ჰარი ჩუმადაა, არც კი ინძრევა.
ჰარი ნაილს უყურებს. რადგან რა უნდა გააკეთოს? უნდა, რომ აქ იყვნენ, უნდა, რომ მეგობრებმა დაამშვიდონ. მაგრამ ეს ეგოისტურია? ამ სიტუაციაში არ უნდა ჩაითრიოს? და უარესი ისაა, რომ იქ ჰარიცაა - ვისაც ვერც კი უყურებს, რადგან ეშინია, რომ შეიძლება რამე სიგიჟე ქნას, მაგალითად ხელები დაუკოცნოს, ან თმა გადაუწიოს ყურს უკან.
ნაილი გაფართოებული თვალებით უყურებს და დანებების ნიშნად ხელებს მაღლა სწევს. „ეს ჩემს ლიგასაც სცდება. შენ უნდა გადაწყვიტო."
სიჩუმის კიდევ ერთი წუთი გადის. ზეინი ლუის შესწავლას აგრძელებს. ლიამი ორივეს შეწუხებული უყურებს. ჰარი კი თვალსაც არ ახამხამებს.
აზრზე არაა, რა ქნას.
„თუ გინდა, წავალ." ამბობს ჰარი ჩუმად.
და ყველა მისკენ ბრუნდება. ლიამი და ზეინი გაოცებულები კისრებს იღერებენ. ჰარი ლუის თვალს არ აშორებს. ნაღვლიანია. მისი მზერის დანახვაც კი მტკივნეულია.
„არა." ამბობს ლუი თითქმის მაშინვე. რადგან არა, მართლა არ უნდა, რომ ჰარი წავიდეს. რთულია მასთან ერთად ყოფნა, მაგრამ ის აზრი, რომ დატოვოს? ეს უფრო რთულია. „დარჩი, გთხოვ." ამბობს და ყველანაირი წუხილი, პანიკა და დისტანცია ტოვებს ჰარის თვალებს.
იმდენი რამ ხდება მათ შორის ეხლა. რაც სიტყვით ვერ გამოითქმის. და მხოლოდ მიშტერება შეუძლიათ.
„შემოდით მაშინ." ამბობს ნაილი ბედნიერად.
ლუი ოხრავს და ფანჯარასთან მიდის. ბიჭები სკამებზე და დივანზე სხდებიან, ნაილი უკვე ჭიქებს ავსებს და მათ მოსაწევსა და კრუასანს სთავაზობს. ლუის უნდა, რომ მზის სითბო იგრძნოს. იყურება ეზოში და ხედავს სტუდენტებს, რომელთაგანაც ზოგს ხალათი აცვია, ზოგს ივ სენ ლორენი. ყველას უბრალო ღიმილი და უბრალო ცხოვრება აქვს...
ლუი ოხრავს და თავს ხრის.
„რამეს დალევ, ტომო?" ეკითხება ნაილი და სწორედ ამ დროს ისმის კარზე კაკუნი.
და მთელი ოთახი ჩუმდება.
„ჯანდაბა." სუნთქავს ლუი და თავს მაღლა სწევს.
„ჯანდაბა." ეთანხმება ნაილი და უსტვენს.
კიდევ სუჩუმეა, სულ ერთი წამით და შემდეგ ლუის ესმის, როგორ დგება ნაილი და კართან მიდის და შემდეგ...
„გამარჯობა." თითქოს ნაცნობი ხმა ესმის.
ჩარლზი.
ისაა.
მართლა ისაა.
ლუის პირი უშრება. თავს ცუდად გრძნობს.
„გამარჯობა, სერ." იღიმის ნაილი. „დახმარება ხომ არ გინდათ?"
„დიახ. ლუი ტომლინსონი აქ ცხოვრობს?"
ბოხი და ძლიერი ხმა აქვს. ლუის რაღაცები ახსენდება. თუ როგორ სთხოვდა ხოლმე ჩარლზი ლუის, რომ ოთახიდან გასულიყო. ან როგორ ეკითხებოდა ხოლმე, თუ რატომ არ ჰყავდა შეყვარებული. ან როგორ ელაპარაკებოდა კლიენტებს ტელეფონით.
ლუი თვალებს ხუჭავს და მუშტს კრავს.
„დიახ, სერ. ჩემი ბინის მეზობელია." ამბობს ნაილი. სრულიად საპირისპიროა იმ კაცისგან, რომელიც წინ უდგას.
„ბინის მეგობარი?" ეკითხება ჩარლი სერიოზულად. „რა გქვია?"
„ნაილ ჰორანი."
ლუის თითქმის ისიც ესმის, როგორ ართმევენ ხელს ერთმანეთს.
„ჯონათან ჰორანის შვილი?"
„ერთადერთი."
მოკლე სიცილი.
„კარგი კაცია." ამბობს ჩარლზი.
ლუი კბილებს აკრაჭუნებს.
ესმის, როგორ იკეტება კარი და ესმის ფეხსაცმელების ხმა მათი ხის იატაკზე. ესმის ავეჯის ჭრაჭუნის ხმა, სადაც ბიჭები ისხდნენ.
„და თქვენ....?"
უცნაურია. ძალიან უცნაურია.
„ზეინ მალიკი, სერ. ხან მალიკის შვილი." ამბობს ზეინი. მცდელობის გარეშეც კი ძალიან შთამბეჭდავია.
„ხან მალიკი? უნივერსიტეტის კანცლერი?" ეკითხება ჩარლზი, გაოცებული და ნასიამოვნები.
სიჩუმეა და ლუის წარმოუდგენია მის წინ გადაშლილი სანახაობა - ზეინი ჩუმად უქნევს თავს და ბერძენ ღმერთს ჰგავს.
„მე ლიამ პეინი ვარ." ამბობს ლიამი და ესეც იდეალურია. საქმოსანი ლიამი სულ სხვა საქმეა.  „მამაჩემი უილიამ პეინია. დარწმუნებული ვარ, გაგიგიათ მის შესახებ?"
„ხო, ხო, ბილი. კარგი კაცია. მისი კომპანიის საქმე მქონდა აღებული. კარგადაა?"
„კი, კარგადაა." იღიმის ლიამი. „ძალიან კარგად. მოკითხვას გადავცემ, ლანჩი ხომ არ მოვაწყო?"
„რა თქმა უნდა." ამბობს ჩარლზი. შთაბეჭდილების ქვეშაა.
და ლუი ისევ დაძაბულია. ამ კაცს ჯერ ლუი არ შეუმჩნევია? ლუის შებრუნება არ უნდა. არა, ჩარლზი თავად მივიდეს მასთან.
„და შენ ვინ ხარ?" ეკითხება უცებ ჩარლზი და ლუი იყინება, მაგრამ შემდეგ...
„ჰაროლდ სტაილსი." ამბობს ჰარი მომხიბლავი ხმით და ლუის წარმოუდგენია მის სახეზე ღიმილი. და იმასაც გრძნობს, როგორ ართმევენ ხელს - ოფიციალურად, მაგრამ არც ძალიან.
„სტაილსი?" ეკითხება ჩარლზი. ამ შემთხვევაში არაა შთაბეჭდილების ქვეშ.
„სტაილსი." უდასტურებს ჰარი. „თქვენ, რა თქმა უნდა...?"
„ჩარლზ ტომლინსონი." ამბობს კაცი და რაღაც ამ კაცის სახელის გაგებაზე, თავად ამ კაცისგან ნათქვამ თავის სახელზე.... კაცი, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება მოჩვენება ეგონა ლუის, რეალური გახდა.
ჯანდაბა, ეს მართლა ხდება.
ლუი არ ბრუნდება.
„დასამახსოვრებელი სახელია." იღიმის ჰარი. „მოვიპარავდი, მაგრამ ეს კანონიერი არ იქნება."
„ალბათ." ამბობს ცივი ტონით.
„ანუ ლუის მამა ხართ?" აგრძელებს ჰარი.
ლუი ლოყას იკბენს.
„კი. ის აქაა?"
ლუი ცდილობს, თვალები არ აატრიალოს. რადგან სერიოზულად? ერთი ხელის გაწვდენაზე უდგას.
„თქვენს გვერდით დგას." ამბობს ჰარი, მაგრამ უხეში ხმა აქვს? „თუ შებრუნდებით, რა თქმა უნდა."
და ლუი კრთება, როცა ფეხის ხმას ასეთი ახლოს იგებს.
„აჰ, ლუი." ამ კაცის ხმა ამაზე ნაკლებად გახარებული არასდროს ყოფილა.
„აჰ, ჩარლზ." ლუი ბრუნდება. „დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი." აგრძელებს და კაცს ათვალიერებს, რომელიც სულ ოდნავ შეიცვალა - თვალები ისევ ცივი, თმა ისევ ოდნავ გათეთრებული, კოსტუმი ისევ ზუსტად შეკერილი და ყბა ისევ დაჭიმული. ლუი არც კი იღიმის, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ყველა მას უყურებს. იცის, რომ ჰარიც მისკენაა შებრუნებული და შეწუხებული უყურებს ლუის.
ჩარლზი თავს უქნევს, ტუჩებს ოდნავ ამოძრავებს. მზე უნათებს ყავისფერ თმას. უცნაურია, რომ ერთსა და იმავე ოთახში არიან, თითქოს არაფერი შეცვლილა და არც დრო გასულა. ძალიან უცნაურია. ლუის თავი სიზმარში ჰგონია. და შეიძლება ასეცაა. შეიძლება ჰალუცინაციები აქვს. იემდია.
„როგორც ვატყობ, დედაშენმა გითხრა, რატომ ვარ აქ?" ეკითხება ჩარლზი. მაშინვე საქმეზე გადავიდა. როგორც ყოველთვის.
„რა თქმა უნდა." ამბობს ლუი. „აქ ხარ, რომ დარწმუნდე, რომ ფულს არ ფლანგავ."
პაუზაა, რომლის დროსაც ყველა მას უყურებს. ლიამს თვალები თითქმის გუგებიდან უცვივდება, ნაილი წარბს თითქმის თმამდე ქაჩავს, ზეინს მოჭუტული აქვს თვალები, ჰარის კი წარბები აქვს შეკრული და ჩარლზს უყურებს.
„მადანაშაულებ?" მხოლოდ ამას ამბობს კაცი.
ლუის სისხლი ეყინება. „საერთოდ არა. მაგრამ გაფრთხილება ცუდი არ იქნებოდა, ჩარლი. საკმარისი დრო არ მქონდა, რომ ფაიფურის ჭურჭელი გამომელაგებინა." ამბობს ლუი სარკასტულად.
დაძაბულობა ოთახში იმატებს.
„სადმე მარტოებმა რომ ვილაპარაკოთ?" ეკითხება ჩარლზი.
„არაჩვეულებრივი იდეაა. აქეთ." ამბობს ლუი, თითქმის გაბრაზებული და ჩარლზი საძინებელში შეჰყავს.
ნაილი ანიშნებს. 'კარგად ხარ?'
ლუი თავს უქნევს და ენას კბენს. ზეინის ბუტბუტი ესმის. „უნდა წავიდეთ, ლი." შემდეგ კი ოთახში შედის და მამამისს კარებს ღიას უტოვებს. მის დაკეტვას არ აპირებს. არ უნდა, მარტო იყოს გამოკეთილი ოთახში ამ კაცთან ერთად."
„ხოდა." იწყებს ჩარლზი, ხელები დაუთოებული ნაცრისფერი შარვლის ჯიბეებში უწყვია.
„ხოდა." ლუი მკლავებს იჯვარედინებს.
ჩარლი ლუის მოჭუტული თვალებით უყურებს. „კარგი კავშირები გაგიჩენია, რაც აქ ხარ. გაოცებული ვარ. და ნასიამოვნები."
ლუი სრუტუნებს. „მეც მიხარია შენი ნახვა. და ხო, როგორ ხარ? მე კარგად, მადლობა, რომ მკითხე. და გოგოები? ისინიც კარგად არიან. კარგია, რომ წუხილი გამოთქვი." ამბობს.
ჩარლზი ტუჩებს ერთმანეთს აჭერს. „ლუი, აქ ამისთვის არ ვარ."
აჰა.
ლუი ზიზღით აქნევს თავს. „არც კი მახსოვს, ბოლოს როდის გნახე." ამბობს დაბალი ხმით. „ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს ეს არაფერია? არანაირი კითხვები არაა საჭირო? ხელის ჩამორთმევაც კი?"
„მე უნივერსიტეტის გადასახადს გიხდი." აგრძელებს ჩარლზი. „ბევრ ფულს ვხარჯავ. მინდა, ვიცოდე, რომ მიღირს. სხვა არაფერი."
„კარგი მაშინ, შენ მითხარი." ლუი ხელებს შლის. „ეს ჩემი ცხოვრებაა. ეს კი მე ვარ. გიღირს, მამა?"
კაცი ოხრავს და შუბლზე ხელს ისვამს. „რა ნიშნები გყავს, ლუი?"
„ნიშნების ფურცელი გინდა მოგცე? არ მაქვს." მოიტყუა. რა თქმა უნდა, ჰქონდა. ყველა სტუდენტს აქვს. მაგრამ ამას ნამდვილად არ მისცემდა ჩარლზს.
„ნიშნების ფურცელი არ გაქვს?"
„ამის დედაც, არ მაქვს დედააფეთქებული ოფისი."
„სიტყვები."
„რა?" ეკითხება ლუი.
ჩარლზი გაბრაზებული უყურებს.
„სიმართლე გითხრა, არც კი ვიცი, რატომ მოხვედი. ასე მოულოდნელად. რომ ნახო, როგორ ვსწავლობ? შეგეძლო დაგერეკა უნივერსიტეტში. ეს ხომ აგარიდებდა თავიდან ამდენ პრობლემას და დროსაც არ დახარჯავდი."
პაუზაა, რის შემდეგაც ჩარლზი თავს აქნევს. „მართალია. მგონი, სხვა მიზეზებიც მქონდა." ოთახში მიმოიხედა. „მინდოდა, მენახა, როგორი კაცი დგები."
ლუი თავს უქნევს და ცდილობს, თვალები არ აატრიალოს. „კარგი. აი, ეს ვარ. თუ არ მოგწონს, პირდაპირ ის გააკეთე, რისთვისაც მოხვედი. წადი მიმღებში, დაელაპარაკე, გაარკვიე რაც გაინტერესებს. შემდეგ გადაწყვიტე, გიღირს თუ არა."
კიდევ სიჩუმე.
ჩარლზი ლუის აშტერდება.
ლუიც აშტერდება.
„არ შეცვლილხარ იმის შემდეგ, რაც ბოლოს გნახე." ამბობს ბოლოს ჩარლზი. „და მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყავი."
„ნუ ცდილობ, შენი უპირატესობა დამანახო."
„არ ვცდილობ."
„ამის დედაც." ამბობს ლუი და ზურგს აქცევს.
„რა გეგმები გაქვს, ლუი? რისი გაკეთებას ცდილობ იმ შესაძლებლობით, რომელსაც მე გაძლევ?"
შესაძლებლობა.
„სულელურად გავფლანგო."
„სერიოზულად გეკითხები."
და ლუიმ იცის ეს. იცის, რომ მამამისს ლაპარაკი უნდა. და ლუი ამას ვერ იტანს. ამიტომ ოთახში დადის და ყველაფერს ეხახუნება, ყველაფერს აკვირდება. არ უნდა, რომ ის გააკეთოს, რაც მამამისს უნდა. და არც დანებება უნდა.
„ოდესმე მივხვდები, ხო?" ეკითხება და ფარდებს უყურებს.
„კარიერა გჭირდება."
„მექნება. მომხიბლავი ვარ. ჭკვიანიც. კარგად ვიქნები, ჩაკ." კარადის სახელურს ეთამაშება.
„აღარ დაგაფინანსებ, ხო იცი."
„ბოლო 10 წელია ასე იქცევი. გარდა ამისა, აღარც მინდა შენი ფული. არ მინდა, ჩემი სახელით შენი ბლოკნოტი დავაბინძურო."
ჩარლზი ყბას ჭიმავს. „ანუ შენი გეგმა უსახლკარობაა."
ლუი ოხრავს და საწოლის გვერდით დადებულ ჭიქას უყურებს. „მისმინე. კარგად ვიქნები, გასაგებია? უბრალოდ კარგად?"
„და ეგ როგორ გამოვა?" ეკითხევა ჩარლზი და ლუის უკან დაჰყვება. „სად წახვალ? რას გააკეთებ? ვინ დაგელაპარაკება?"
ზედმეტად ბევრი კითხვაა. არ უნდა ამაზე ლაპარაკი. არც ამაზე ფიქრი უნდა. ეს საცოდავად აგრძნობინებს თავს და აპანიკებს. უბრალოდ არაკომფორტულია. ჯერ ახალგზარდაა ამისთვის.
ვერ იტანს. სწორედ ამას ვერ იტანს მამამისისას.
„ლუი." ამბობს ჩარლზი, თითქოს ემუქრება.
ლუი აიგნორებს.
„არ გაქვს უფლება, ასეთი კითხვები დამისვა. მიზეზი არ მაქვს, რომ გიპასუხო."
„ლუი."
„უბრალოდ წადი, ამის დედაც." აგრძელებს ლუი. „აზრი არ აქვს! იმისთვის გამოიარე ამხელა გზა, რომ შემომხედო? უბრალოდ წადი!"
„ლუი." ამბობს ჩარლზი კიდევ, უფრო გაბრაზებული. ასეთი ლუის არასდროს ენახა.
რატომ აინტერესებს ესენი საერთოდ ჩარლზს?
რატომაა მამამისი აქ?
„კარგად ვიქნები." ამბობს ლუი ჩუმად.
„ლუი, სამყარო შენზე არ იზრუნებს." ამბობს ჩარლზი. ლუი კი იატაკს უყურებს. „მითუმეტეს მაშინ, როცა სანაცვლოდ არაფერს სთავაზობ."
და ეს. ეს სტკენს ლუის. ძალიან სტკენს.
გრძნობს, როგორ ერთმევა თავდაჯერებულობა.
მაგრამ შემდეგ კარი იღება.
„როგორ ბედავ ამის თქმას." ისმის სისინი.
ლუი თავს სწევს.
კარში ჰარი დგას. ლუი სუნთქვას წყვეტს.
ჩარლზი ბრუნდება.
„უკაცრ.."
„არანაირი უფლება არ გაქვს, აქ მოხვიდე და შენს ვაჟს ასე ელაპარაკო. არანაირი უფლებას არ გაქვს, ასე მოიქცე!" ჰარი თითქმის ყვირის, სახე აწითლებული აქვს, თვალები კი გაფართოებული. თითქოს ცეცხლი წაუკიდეს. ანათებს და მზადაა მზის მაგივრად თავად დაიპყროს სამყარო.
ლუი გაოცებული უყურებს.
ეს მართლა ხდება?
საიდან მოვიდა? კართან იდგა და უსმენდა?
„შენი ვაჟი - ლუი - არაჩვეულებრვიია." აგრზელებს ჰარი და თვალებშიც ცეცხლი ენთება. მხრები ოდნავ უცახცახებს და ლუის აინტერესებს, ეს შიშისგანაა თუ იმის გამო, რომ ამოსასუნთქად არ გაჩერდა. „ის ძალიან ჭკვიანია - ეს ვიცი, მას ვამეცადინებდი - და კარგი ესეს დაწერა შეუძლია და კარგი მახსოვრობა აქვს, პროცენტებსაც კარგად ითვლის. მაგრამ ეს მხოლოდ განათლებას არ ეხება. ყველა მანერაში ინტელექტი აქვს. ის- ის ხალხს ხედავს."
თვალები უნათებს. აწყლიანებული და ბრჭყვიალა. ლუი თვალს ვერ აშორებს. საკუთარ გულისცემას ვერც კი გრძნობს. მხოლოდ ჰარის სიტყვებს გრძნობს. და მხოლოდ ჩარლზის ენაჩავარდნილ სახეს ხედავს.
„მას ხალხის ესმის და ის გულწრფელია და არაჩვეულებრივი და კარგი და მან უბრალოდ - უბრალოდ იცის. ყველაფერი იცის." ლუი შეიძლება მოკვდეს. ჰარის ხმა უფრო აკანკალებულია. და ამ მომენტში ლუიმ იცის, რომ ჰარის ვნება არ ალაპარაკებს. ეს ტერორია. ჰარი შეშინებულია. თვალებში ეტყობა შიში. „სხვებს არ ჰგავს - სხვები მოსაწყენები არიან, ცარიელები არიან." ხელები უკანკალებს. „ის განსხვავებულია. კარგია. და შენი ვაჟია. მისით უნდა ამაყობდე. უნდა..." ჰარი ჩერდება და თავს აქნევს, მუშტები მაგრად აქვს შეკრული. „ის ფაქტი, რომ მაგის თქმა შეგეძლო შენი ვაჟისთვის. ლუისთვის. როცა...სინამდვილეში მისით უნდა ამაყობდე. მისი მადლიერი უნდა იყო." ღრმად სუნთქავს. „ამიტომ არ გაბედო და არ უთხრა, რომ არაფერი აქვს." პაუზაა. ჰარის სახეზე ტკივილი ჩანს. ლუის სუნთქვა ეკვრის, როცა ჰარი აგრძელებს. „მაშინ, როცა ყველაფერი აქვს."
ხმა ბოლო სიტყვაზე უტყდება.
ოთახში სიჩუმეა. მხოლოდ ჰარის სუნთქვისა და ლუის გულის ცემის ხმები ისმის.
ეს სიტყვები კი ექოდ ჩაეჭედა სხეულში. რადგან....
უბრალოდ...
ათი საათის წინ არ იყო, როცა ეგონა, რომ ჰარი მის მოცილებას ცდილობდა? ჰარი, რომელიც ახლა მამამისის წინ იდგა და ფაქტობრივად იმას ეუბნებოდა, რომ გაეჯვა და...ეს ლამაზი რაღაცეები თქვა ლუიზე?
მეტისმეტია. ლუის ტანსაცმელიც კი არ გამოუცვლია. არც კი გადაუვლია წყალი.
მეტისმეტია.
„მეტისმეტად თავხედი ხარ შენი ასაკისთვის." ამბობს ბოლოს ჩარლზი, წყნარად და ჩუმად და ჰარის ზიზღით უყურებს. „ამ საუბარს შენთან საერთო არაფერი აქვს."
„ბოდიში, რომ ვერ შევძელი ამ საშინელი სიტყვების გატარება, სერ." ამბობს ჰარი და ეს ისეთი ჰარი არაა, როგორიც ლუის უნახავს. ახლა მას უაზრო ღიმილი არ აქვს, ის ოქროს ბიჭი არაა, რომელიც ყველას აცინებს. ცარიელ მზერიანი მოსიარულე მკვდარი არაა.
ეს ნათელი, ცოცხალი ჰარია. ლუისთვის იბრძვის. გულწრფელად. ეს არის ჰარი. ცოცხალი. ყველაზე ცოცხალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ლუის ტირილი უნდა.
ჩარლზი ლუისკენ ბრუნდება.
„სკოლის ოფისში წავალ. აქ საკმარისი ვნახე. მართალი იყავი. არ უნდა მოვსულიყავი." კარისკენ მიდის, სადაც ჰარი დგას, რომელიც მძიმედ სუნთქავს.
ლუი თვალებს ჭუტავს და უყურებს, როგორ მიდის მამამისი. „შენ არაფერი გინახავს. აქ მოხვედი, რაღაცეები დაასკვენი და მაინც არაფერი იცი ჩემზე." ამბობს ხმამაღლა.
ეს ჩარლზს აჩერებს. თავს ოდნავ ატრიალებს. „ჰაროლდის სიტყვები გავიგე."
„მაგრამ ჩემი არ გაგიგია." უყურებს ლუი და ცდილობს, ჰარის არ შეხედოს, რადგან ეშინია, რომ ამას ვერ გაუძლებს. ამას მამამისის წინ ვერ იზამს. ასეთ სიამოვნებას ვერ მიანიჭებს.
ჩარლზი ჩერდება და ლუის აკვირდება.
„მაშინ სხვა შეხვედრა უნდა დავგეგმოთ." ამბობს ბოლოს. „სხვა დროს." თითქოს რაღაცის თქმა კიდევ უნდა და ლუი მზადაა გაიგოს, უნდა კიდეც, რომ რამე თქვას, მაგრამ ჩარლზი აღარაფერს ამბობს. უბრალოდ მიდის და ჰარის უხეშად ეხახუნება.
ტოვებს ჰარის და ლუის.
გული ძალიან დამძიმებულია.
„სხვები სად წავიდნენ?" ეკითხება ლუი და თვალებს ახამხამებს. ცდილობს, მამამისზე აღარ იფიქროს, რადგან ამის მიზეზი უკვე აღარაა. ამის გამო სევდიანად არ უნდა იყოს. რატომ არ ესმის ეს მის სხეულს?
მეტისმეტია.
„ზეინთან." ამბობს ჰარი ჩუმად და სევდიანი თვალებით უყურებს ლუის. „უნდოდათ, მეტი სივრცე მოეცათ თქვენთვის."
„გასაგებია. და შენ?" ეკითხება და ცდილობს ჩვეულებრივი ტონი ჰქონდეს.
ჰარი გაფართოებული თვალებით უყურებს. „მე ის არ მომეწონა."
ლუი წარბს ქაჩავს. „ამიტომ დარჩი?"
სიჩუმეა.
„შენ როგორც ელაპარაკე მას." ამბობს ჰარი ბოლოს თითქმის ჩურჩულით. „ის მამაშენია. და როგორც შენ ილაპარაკე."
„ამას იმსახურებდა." ამბობს ლუი.
ჰარი მაშინვე თავს უქნევს. „იმსახურებდა."
ჰარი თითქოს სადღაც სხვაგანაა, სიცარიელეში იყურება და ლუი გრძნობს, როგორ უყვარს ჰარი და რატომღაც ეს ისეთი მტკივნეულია. ჰარის ნათქვამი სიტყვები კიდე ყურში ჩაესმის. მათ გარდა კიდევ რამდენი რამ აქვს სათქმელი.
„მაგრამ კარგად ხარ? დღეს? ეხლა?" ეკითხება ბოლოს ჰარი.
ლუი უყურებს მას. „მეგონა, მოგბეზრდი. ამბობს დაბალი ხმით და სევდით.
ჰარი თვალებს ხუჭავს და თავს ხრის. „მინდოდა." წარბებს კრავს. და კიდევ უფრო ჩუმად, თითქოს თავისთვის ამბობს. „ძალიან ვცადე."
ლუი თავს საშინლად გრძნობს.
„რატომ?" ეკითხება ლუი. „იმის შემდეგ, რაც თქვი..."
„ყველაფერი სიმართლე ვთქვი."
ლუი ნერწყვს ყლაპავს.
მეტისმეტია.
„მინდოდა, რომ სიმართლე ყოფილიყო." ამბობს და ნაბიჯს წინ დგამს. სხეულს ვერ აკონტროლებს, როცა ხელს სწევს და ჰარის ლოყაზე ადებს. ვერაფერს ხედავს, სხეული ღალატობს. ჰარის ფერმკრთალ, გრილ კანს უყურებს. „არ მინდა, რომ თავიდან მომიშორო, ჰარი."
ჰარი თავს აქნევს და ლუის წარბშეკრული უყურებს. „რომც ვცადო, არ შემიძლია. ზედმეტად გვიანია."
„ზედმეტად გვიანი?"
ჰარი ზემოთ იყურება.
„კარგად ხარ?" ჩურჩულებს.
ლუი თავს უქნევს და ცერას ჰარის ლოყაზე უსვამს, რითიც ჰარი კიდევ უფრო მშვიდდება.
„კარგია." ჰარი ტუჩს იკბენს. „ვეუხვარ მამაშენის გამო. ვიცი.... ვიცი, რომ რთულია."
მან მართლა იცის. ჰარიმ ყველაზე კარგად იცის, როგორია ცუდი მამის ყოლა. ცუდი ოჯახის ყოლა. და ეხლა, როცა ლუი ემოციებითაა სავსე, აინტერესებს, ნეტავ ასე ხომ არ გრძნობს ჰარი თავს ყოველთვის. თუ ესაა ის ემოციები, რომელიც ჰარის ყოველდღე დააქვს, მაშინ ყველაფერი გასაგებია.
ლუის უნდა, რომ ჰარის ჩაეხუტოს. იმ იდიოტს, რომელმაც მისი გული დაიპყრო. ღმერთო, ის შეყვარებულია. ჰარი უყვარს. უნდა დამშვიდდეს. მარტო ყოფნა სჭირდება.
დაიღალა.
საბედნიეროდ, ჰარი სიჩუმეს არღვევს.
„უნდა წავიდე." ამბობს რბილად და ლუის ნაზად ჰკიდებს მაჯაში ხელს, რომ სახიდან ჩამოაწევინოს. „მე...ლექტორთან მაქვს შეხვედრა."
ლუი კიდევ თავს უქნევს. იმდენ რამეს გრძნობს, რომ ვერაფერს გრძნობს.
„მაგრამ ხვალ საღამოს. პატარა სადილს ვაწყობ. მხოლოდ ჩვენ, ბიჭები. ჩემთან. მოხვალ?" ეკითხება და უკვე კართან დგას და იმედიანად უყურებს ლუის.
ლუი იღიმის. „თუ აღარ მეტყვი, რომ მოგბეზრდი, რა თქმა უნდა."
ჰარის სახე უმუქდება. შერცხვენილი იყურება ქვემოთ. „ლუი - ვიცი, მე - ბოდიში."
„მოვალ." ლუი აწყვეტინებს, რადგან არ უნდა, რომ ნაბიჭვარივით მოიქცეს. უბრალოდ გახუმრება უნდოდა. ჰარი როგორი მგრძნობიარეა. ახალშობილივით. ამაზე ფიქრი ლუის ათბობს.
კარგი, ძალიან შეყვარებულია.
„მოხვალ?" ამბობს ჰარი და თავს სწევს. ძალიან სუფთა, ლამაზი სახე აქვს. სულ სხვანაირი იმ ბიჭისგან, რომელსაც ერთ დროს იცნობდა.
„ყოველთვის." ამბობს ლუი და ჰარის მიჰყვება. თითქოს უნდა, რომ უკან დააბრუნოს. ოთახში ან საწოლში ჰყავდეს სულ...ან მკლავებში ან სადმე. თავისთან ახლოს.
ჰარი იღიმის.
„არაჩვეულებრივია. ხვალამდე, მაშინ. ხო?" ეკითხება ტკბილი ხმით.
ასე რატომ სტკივა?
„ხვალამდე მაშინ." ჰპირდება ლუი, თვალებსაც კი ვერ ახამხამებს, იმდენადაა შეპყრობილი ჰარის ღიმილით. (ლუი ვერ იტანს იმ ფაქტს, რომ შეყვარებულია. ასე აღარასდროს მოიქცევა).
ჰარის ღიმილისას თითქოს მისი ტუჩებიდან მზე გამოდის.
„ხო და ლუი?"
ლუი ელოდება.
„დღეს საოცარი იყავი. მამაშენთან. როგორც გაუმკლავდი..." აღტაცებისგან ხმა უკანკალებს. „მე ასე ვერასდროს მოვიქცეოდი. მაგრამ..." ჰარი ნერვულად იცინის, თავს დაბლა ხრის და სახეზე კულულები ეყრება. „შენ...მანდომებ, რომ ასე მოვიქცე. თითქოს. იმედს მაძლევ, იცი?" და ჰარი წითლდება.
ლუის უნდა, რომ მოკვდეს.
ეს უბრალოდ მეტისმეტია.
ლუი პირს აღებს, რომ პასუხი გასცეს, რამე თქვას. მაგრამ სანამ ამას შეძლებს, ჰარი წასულია.
ეს უბრალოდ მეტისმეტია.

მგონი ცოტა არეულად დაიდო, აბზაცების გარეშე. ლეპტოპიდან ვერ ავტვირთე და ტელეფონში დავაკოპირე.
ხოდა კიდევ, შემდეგსაც მთელს დავდებ, ესე მირჩევნია მეც და თქვენც. ეხლა იმიტომ დამაგვიანდა, რომ გრემის კვირა იყო (გილოცავთ!) და ინსტაგრამზე ვიყავი გადართული + აბიტურიენტი ვარ და მართლა დიდი დრო სჭირდება, დიდი თავებია. ძალიან ვეცდები, რომ  5 დღეში იყოს შემდეგი❤️

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang