თავი 5

785 87 98
                                    

ლუი კოშკის კიბეებზე ადიოდა. ყველა საფეხურის გავლისას, თავის თავს ეკითხება: რას აკეთებს? რატომ მიდის? ეს ბიჭი მხოლოდ მაშინ ნახა, როცა 1) საჩაიეში ის აიღო, რაც ლუის ეკუთვნოდა და 2) მთელი მუცელი მასზე დაიცარიელა.

როცა ამ მხრიდან უყურებს, ხვდება, რომ აქ მოსვლა ძალიან უცნაურია.

მაგრამ მაინც აქაა, საუკეთესოდ ჩაცმული (ნაილის ტანსაცმელში) და ძლივს ააღწია სულ ზემოთ. ხელები მუშტებად აქვს შეკრული ჯიბეებში. წინ მუხის კარია, ღიაა და მზის სხივები ანათებს.

ჯანდაბა. უნდა დააკაკუნოს? დაიძახოს? ნაილთან რა ადვილია ცხოვრება. უბრალოდ კარზე დაუბრახუნებს და მანამ იძახებს მის სახელს, სანამ არ შეამჩნევს.

ყოყმანით, ლუი ხელს კარზე ადებს და შედის.

მის წინ ყველაზე მდიდრული ოთახია, რაც კი უნახავს. თან უძველესი, თან თანამედროვე (ლუი ვერასდროს იფიქრებდა, რომ მათი შეხამება შესაძლებელი იყო) და ძალიან მოდური. ამის შემდეგ საკუთარი ბინის სრცხვენია.

დიდი, ლამაზი ნახატები, რომელებზეც ყვავილები დევს, ზოგი კედელზე ჰკიდია, ზოგი იატაკზე დევს ჩამოსაკიდად გამზადებული. წიგნის თაროები გადატენილია წიგნებით, მათი ტყავის ყდები ლაპლაპებს და ოთახს ანათებს. როგორც ჩანს, პირველი გამომცემლობებია, შუშაშია დაცული. ოთახს დიდი შუშის ფანჯრები აქვს და პიანინო? სერიოზულად? ეს სიმდიდრის კოეფიციენტია?

და ამ დიდებული ოთახის შუაგულში დგას უზარმაზარი, მართკუთხა ხის მაგიდა, რომელიც სავსეა ხილის კალათებით, ყველით, ღვინის ბოთლებით და კვერცებით. იქვე ჭიქებში ღვინოს ასხამს ბიჭი, რომელიც ლუიმ ღამით ნახა სქელი წარბებით და მშვიდი ნაკვთებით. კუთხეში, თავად გულარეული ბიჭია, თითქოს ღმერთისთვის განკუთვნილ ზამშის სკამზე ზის და ზანტად აბოლებს სიგარეტს.

ლუი უცნაურად დგას, უკვე ოთახშია. ვერავინ ამჩნევს. აზრზე არაა, რა გააკეთოს, ამიტომ უბრალოდ კარზე აკაკუნებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოთახშია.

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Where stories live. Discover now