თავი 28.1

576 71 15
                                    

ძალიან ადრეა. ლუი ამას მზის სხივით ხვდება, რომელიც ოთახში იჭრება.

იმით ხვდება, თუ როგორ ანათებს ფარდებს.

იმით ხვდება, თუ როგორ ბზინავს ჰარის ფერმკრთალი კანი და როგორ იდეალურად სუნთქავს ჰარი.

ლუის ეძინა, შეიძლება, სულ რაღაც 50 წუთი მთელი ღამის განმავლობაში.

რადგან ძილშიც კი ჰარიზე ფიქრობდა და მკლავებით მაგრად იჭერდა, ეშინოდა, რომ გაექცეოდა. რადგან ჰარი არსაიდან გაჩნდა მის კართან. თვალის დახამხამებაში შეიძლება წასულიყო. და ეს ძალიან აშინებდა ლუის.

უნივერსიტეტი ასეთი ნამდვილად არ წარმოედგინა.

მაგრამ კარგი.

ასე რჩება, ჰარის უყურებს, რომელსაც მზის შუქი დაჰნათის. ფრთხილად ცდილობს ადგეს და ჰარი მაშინვე წარბს კრავს. ლუის ეღიმება ამაზე და ფეხს იატაკზე ადგამს. უყურებს, როგორ იკუნტება ჰარი, წყნარად, მშვიდად, ახალგაზრდულად და ჯანდაბა, ჰარის მარტო არ უნდა ეძინოს. მას ლუი სჭირდება. ლუი ისევ უნდა დაწვეს.

მაგრამ.

მაგრამ ძალიან უნდა მოფსმა. ვერ იტანს თავის შარდის ბუშტს.

ამიტომ ოთახიდან ჩუმად გადის.

როგორც კი საძინებელში შედის, ხელები ექავება, უნდა, რომ ჰარის შეეხოს. მაგრამ კარზე კაკუნია.

ლუი თვალებს ახამხამებს.

სტუმარი? ამ დროს? საერთოდ არ ჰყავთ სტუმრები.

კარს საეჭვოდ აღებს და უცებ ქერათმიანი ენერგია ხვდება წინ.

„გამარჯობა, მეგობარო! დილა მშვიდობის!" ამბობს ნაილი და ხმამაღლა შედის სახლში. „ბოდიში, რომ ღამე არ მოვედი - მეგონა, გეძინა. მაგრამ ეხლა აქ ვარ! ნამდვილად მჭირდება სათადარიგო გასაღები და მას რორის მივცემ." ნათელი ლურჯი თვალები და ფერმკრთალი ქერა თმა დილის შთაბეჭდილებას ქმნის.

მაგრამ ლუის მაინც უნდა მისი მოკვლა.

„შშ." გაბრაზებული უყურებს. „ხმას დაუწიე. მას ისევ სძინავს!"

ახალგაზრდა და ლამაზი |Complete| (Young & Beautiful)Where stories live. Discover now