~15~

6.9K 276 140
                                    

"Revenge"

განრისხებული მოაბიჯებდა ცივ და ბნელ ტრასაზე შ/ს და თან ფიქრობდა, რომ კეთილი, მოსიყვარულე და ჰუმანური დამოკიდებულება ადამიანებს ყოველთვის წყენთ. მათ უხეშობა, ამპარტავნული დამოკიდებულება და იგნორი ჭირდებათ, რათა ჭკუა ისწავლონ.

იმდენად იყო გაბრაზებული, არც კი ადარდბდა, რომ გზის გადაღმა უღრანი ტყე იყო და შეიძლებოდა იქ ველური ცხოველებიც ყოფილიყვნენ.
სავსე მთვარე ლურჯად ანათებდა და ნაცრისფერ ცას ავისმომასწავლებელს ხდიდა.

გაშმაგებული გოგო ახლა მხოლოდ სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობდა.
შურისგებაზე, მათ გაწარებაზე.
- ყველა საკადრისს მიიღებთ.. ყველას მოგიზღვევთ.. დამთავრდა ის დრო, როცა კეთილი და გულიბრყვილო შ/ს-ს გაუსულელება გაგდიოდათ.. ცოტაც დამაცადეთ! - გბოროტებულ სახეზე ცრემლები უბრწყინავდა, როდესაც სავსე მთვარის შუქი ანათებდა, მაგრამ ზიზღთ იშორებდა ამ ცრემლებს და კოპებშეყრული განაგრძობდა გზას.

უცბად ტელეფონის ვიბრირება იგრძნო შარვლის ჯიბეში და დაუფიქრებლად უპასუხა
- შენ სულ გადახვედი ჭკუიდან გოგო?! - გაისმა ლინის მკაცრი ხმა მოპირდაპირე ხაზიდან, შ/ს-ს კი ყელში მოაწვა მორიგი უხეშობა და უპატივცემულობა, ამიტომაც ისე ხმამაღლა უკივლა ლინს, ხეზე მძინარე ფრინველებს ძილი დაუფრთხო

- ყველამ თავი დამანებეთ გასაგებია? - სიბრაზისაგან ბოღმას  ძლივს იკავებდა

- დ..აამმ..შვიდდი შ/ს - ლინს შეეშინდა გოგოს ასეთი რეაქციისგან და ხმა აუკანკალდა. - უბრალოდ ძალან ვინერვიულე, მეშინია რამე არ მოიწიო მარტომ ამ შუაღამისას.. მთელი ბანაკი შენ გეძებს - ძრწოლვისაგან ძლივს დაასრულა წინადადება ლინმა და შეშინებული დაელოდა პასუხს

- არ მაინტერესებს, სულ ფეხეზე მკიდია.. ჩემს თავს თავად მივხედავ. არავის დაცვა არ მჭირდება და ყველამ თავი დამანებეთ გასაგებია?! - იმავე ტონით, ხმამაღლა და ცივად უყვიროდა ლინს  შ/ს და ბრაზმოწოლილი ძლივს იბრუნებდა სულს

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin