~25~

4K 236 36
                                    

იგივე დღე

Jungkook's pov

ბევრი ფიქრის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ იმ ნაბოზვარ ჯიმინს ვესტუმრო. გავიგე დაბრმავებულა ძაღლისშვილი და ზუსტად დრო დადგა პასუხები გამცეს იმ კითხვებზე, რომლებმაც სიცოხცხლე მომიშხამეს. აქამდე არ ჩავერიე ისევ შ/ს-ს გამო და რატომ თვითონაც არ ვიცი.
მთელი ეს დრო თვალით არ მინახავს. ალბათ იმ ნაბიჭვართან ზის და უვლის. ორივეს ვაზღვევინებ ჩემი გამასხარავებისთვის. მივედი ჯიმინის სახლთან, რადგან ის სულელი გოგო არ მეგულებოდა შინ და სიტყვის უთქმელად შევედი სახლში.

- შ/ს მოხვედი? - გავიგონე ჯიმინის ხმა, რომელიც ბრმასავით აცეცებდა ხელებს სამზარეულოდან, მოიცა ის ხომ ბრმაა. ჩუმად გამეცინა და ისევ მომესმა გამღიზიანებლად დაბალი წრიპინა ხმა

- შ/ს.. აქ მოდი, მანდ რატომ დგახარ? - ასეც მქონდა ჩაფიქრებულ, შ/ს ვგონივარ და დროა სიმართლე გამოვტყუო ამ ბოზისშვილს.
მიმოვიხედე და კარის გვერდით დავინახე საკიდზე დაკიდებული
შ/ს-ს ქრთუკები. ერთ-ერთი ავიღე და ჩაცმა დავაპირე, რადან ჯიმინი ჩემი სუნამოს სურნელით არ დაეჭვებულიყო ან არ ვეცნე.
სანამ ჩავიცმევდი შ/ს-ს ტკბილი სურნელი მეცა ნესტოებში და ცხვირთან მივიტანე. როგორ მომნატრებია მისი სურნელი და შეხება. არა ჯონგუკ, თავიდან ამოიგდე! შევუძახე თავს და მისი ქურთუკი ბეჭებზე მოვიხურე, რადგან არ ჩამეტია, კუნთებზე და მხრებზე არ გამომწვდა.

- შ/ს.. რას აკეთებ..- მომესმა კვლავ ეს საშინელი ხმა. ახლა თუარ მოკეტავ ცხვირპირს მიგინგრევ პაკ ჯიმინ!
ნელი ნაბიჯებით მივედი სამზარეულოს მაგიდასთან და მისგან ცოტა მოშორებით დავდექი.

- რაღაც უნდა მოგიყვე.. უნდა გამოგიტყდე შ/ს.. აღარ შემიძლია ამასათან ერთად ცხოვრება - წაილუღლუღა და თვალებიდან ნიანგის ცრემლები გადმოუშვა. ძალიან გავღიზიანდი და მუშტები შევკარი. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ცხვირპირში არ ამერტყა და სიკვდილამდე არ მეცემა ახლავე

- დაჯექი გთხოვ და მომისმინე..- მეც დავჯექი მის პირდაპირ სკამზე და ყურადღებით მოვუსმინე. რა შექნეულია, მართლა შ/ს ვგონივარ.

- ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც შენ და ჯონგუკმა ურთიერთობა დაიწყეთ. მე ძალიან მშურდა და ეჭვიანობისგან გულგამსკდარს, სიბოროტით შებყრობილს საშინელი განზრახვები დამებადა გონებაში. ძალიან მიყვარხარ და გულზე ვსკდებოდი, რომ იმ ახვარის გვერდით გხედავდი. მე რაზეც ვოცნებობდი მას ის ჰქონდა, მე ვისზეც ვოცნებობდი ის ჰყავდა, მას შენ ჰყავდი. დავიფიცე, რომ ყველაფრის ფასად დაგაშორებდით ერთმანეთს..- უცებ შეჩერდა და სახეზე ხელი მოისვა. უკვე გული მიგრძნობდა, რომ საშინელების თქმას აპირებდა. მეშინოდა, რომ ეს საშინელება ჩემს შეცდომასთან იქნებოდა დაკავშრებული.

- იმ დღეს.. ბანაკში. .. მე..- ხმა აუკანკალდა და სახე დაემანჭა - მე გახსოვს მარწყვის წვენი რომ მოგიტანე.. მასში ძილის წამალი გავურიე და... - ხმა აუკანკალდა, მაგრამ მაინც განაგრძო - წაგიყვანე ქოხში და ისეთი სცენა მოვაწყვე, თითქოს ერთად ვიწექით. გეგმაში მქონდა ჯონგუკს დავენახეთ და ასეც მოხდა.. დავემუქრე თუ არ დაგშორდებოდა ჩვენს შიშველ ფოტოებს გამოვაქვეყნებდი... მაპატიე გთხოვ.. მე გაბროტებულს მომივიდა ეს ყოველივე.. არ მეგონა თუ ასე გატკენდი გულს.. ძალიან მიყვარხარ და ვერ ვეგუებოდი, რომ ჯონგუკთან იყავი.. ის გეფერებოდა, გეხებოდა, გკოცნიდა..- წამით სამყარო გაჩერდა ჩემს გარშემო. შ/ს ჩემთვის არ გიღალატია!
მე.. მე კი.. უკანასკნელი ნაბიჭვარივით მოგექეცი!
ამის გამოსწოება აღარ შემიძლია!
სწრაფად წამოვდექი, რა დროსაც შ/ს-ს ქურთუქი მომძვრა და ძირს დავარდა. სახლიდან გამოსვლისას ჯიმინის სუსტი ხმა ისევ მომესმა

- შ/ს.. არ წახვიდე გთხოვ.. არ დამტოვო.. მაპატიე..- გამწარებული ბღაოდა საცოდავი. ყველაფერი მისი ბრალი იყო, ღირსია დაიტანჯოს

- გიმჯობს თავი მოიკლა ნაბიჭვარო, სანამ მე გავისვრი შენ სისხლში ხელებს.. - დავუღრიალე თუ არა შეკრთა, გაფითრდა, ტუჩები აუკანკალდა და წამოვარდა ფეხზე შეშინეული

- შენ..- კანკალით დაიკნავლა, მე კი გამოვბრუნდი, მეტი აღარც დამინახავს და აღარც გამიგონია.
ისეთ დღეში ჩავარდი, ამ ნაბიჭვრის ცემაც ვერ შევძელი.
უბრალოდ გამოვედი სახლიდან და წამოვედი. სად წამოვედი თვითონაც არ ვიცი

იაქტიურეთ
ნუ პასიურობთ

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now