~9~

8.9K 275 91
                                    

Friday
At university

კოლეჯში სტუდენტები ირეოდნენ და გამწარებული ეძებდნენ თავიანთ შესაფერის აუდიტორიებს, სადაც გამოცდა უნდა ჩატარებოდათ.

ქერათმიანი ბიჭი სქელი წიგნით და თეთრი ფურცლით ხელში დერეფანში მოდიოდა და თან დაბნეულ თვალებს აცეცებდა.
სახე ნერვიულობისაგან სულ გაწითლებოდა და გამუდმებით ფურცელს ჩაჰყურებდა, რათა აუდიტორიის ნომერი არ შეშლოდა.
დიდხანს იარა, მაგრამ მაინც ვერ მიაგნო საგამოცდო ოთახს, არადა ეკონომიკის გამოცდა ნახევარ საათში ეწყებოდა. ახლა მეტად ანერვილდა ქერა და ხელები გაუოფლიანდა. არიცოდა სად წასულიყო და დაძაბულს ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა გეგონებოდათ უღრან ტყეში დაიკარგა და მგლები მოსდევენო.

ადგილს ვეღარ პოულობდა ნერვიულობისაგან და როდესაც უცებ უკან გამობრუნდა მაღალ სხეულს სახით შეასკდა.
უნებურად უცნობის სუნამოს მკვეთრი სუნი ცხვირის ნესტოებში შეუვარდა და დააცემინა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი პრობლემა. ბიჭს ყველაფერი დაუცვივდა რაც კი ხელებში ეჭირა, მათ შორის მხარზე გადაკიდებული ჩანთაც და ისე მწარედ დაეტაკა მეორეს თაბრუ დაეხვა.
უცნობისთვის არც შეუხედავს ისე დაიხარა და თავისი ნივთების აკრეფა დაიწყო.
- თვალებში ვერ იყურები ქერათმიანო? - მოესმა სასწაულად ბოხი, ხრიწიანი ხმა, რაზეც სახე აელეწა და ტანში დააჟრიალა.

ძალა მოიკრიბა და როცა ფეხზე წამოდგა საყვედურით შეხედა უცნობს, თუმცა მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება, როდესაც მისი მშვენიერ სახეს შეხედა. მეტად შეეფაკლა ლოყები და მკვახედ უპასუხა
- მგონი თავად ვერ იყურები თვალებში! შეგეძლო დამხმარებოდი ნივთების აკრეფვაში, მაგრამ თავხედურად საუბარი გამიბი - წიგნები მაგრად მოიმარჯვა ხელებში ქერამ და წარბები შეყარა

- შენ დამეჯახე და პრეტენზიები აქეთ გაქვს? - დამცინავად ჩაიღიმა მაღალმა და ორი ნაბიჯით მიუახლოვდა ქერას

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now