~24~

4.1K 237 77
                                    


3 თვე გავიდა.
ჯიმინის დაბრმავება მოულოდნელი უბედურება იყო. ექიმმა ამის მიზეზად გადაზედმეტებული სტრესის და მუდმივი ნერვიულობის შედეგად გამოწვეული თვალის ბადურაზე წარმოქმნილი პარაზიტული წამონაქმნი დაასახელა. სამწუხაროდ ჯიმინის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და იმის გარანტია თითქმის არ არსებობდა, რომ მკურნალობას დადებითი შედეგი გამოეღო და მას მხედველობა დაბრუნებოდა. როდესაც ექიმმა შ/ს-ს ამ ყოველივეს შესახებ მოახსენა, გოგონამ გონება დაკარგა და საშინელ დღეში ჩავარდა, ამის შემდეგ კი მან უფრო ვეღარ შეძლო ჯიმინის მიტოვება და გადაწყვიტა მასთან დარჩენილიყო მკურნალობის განმავლობაში და გვერდიდან არ მოშორებოდა ბიჭს. მაინც იმედი ჰქონდა, რომ ჯიმინი ისევ დაინახავდა, ამიტომ არ უმხელდა, რომ შესაძლოა ვეღარასოდეს ახელოდა თვალი. რასაკვირველია ორივესთვის ჯიმინის დაბრმავებამ დიდი შოკი გამოიწვია. ბიჭი მთელი დღეები ჩაკეტილი იყო თავის ოთახში და არ გამოდიოდა

სიცარიელეში იჯდა და არ ლაპარაკობდა, მაგრამ შ/ს-მ მალევე გამოიყვანა და ცხოვრებას დაუბრუნა

Hoppla! Dieses Bild entspricht nicht unseren inhaltlichen Richtlinien. Um mit dem Veröffentlichen fortfahren zu können, entferne es bitte oder lade ein anderes Bild hoch.

სიცარიელეში იჯდა და არ ლაპარაკობდა, მაგრამ შ/ს-მ მალევე გამოიყვანა და ცხოვრებას დაუბრუნა.

შ/ს რასაკვირველია უვლიდა ჯიმინს, თავის დროზე წამლებს აძლევდა, საჭმელს უმზადებდა, მეცადინეობაში ეხმარებოდა, ჩაცმაშიც კი. ალბათ ჯიმინს ეს გოგო რომ არ ყოლოდა, გაგიჟდებოდა და მარტოობაში დაიღუპებოდა.

Y/N's pov:

მზიანი დილა იყო, როდესაც გამეღვიძა და პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ნეტა ჯიმინს შეეძლოს ამ ლამაზი ცის დანახვა მეთქი. მასზე ძალიან ვღელავდი და ათას სადარდებელთან ერთად დამემატა ჯიმინზე ნერვიულობაც. დამძიმებული წამოვდექი საწოლიდან და ჩავიცვი. ჯიმინთან ოთახში შესვლას ვაპირებდი, როდესაც სამზარეულოდან ჭურჭლის იატაკზე დაცემის ხმები მომესმა. შეშინებული გავარდი ოთახიდან და სამზარეულოში შევარდი, როდესაც ჯიმინი დავინახე, ხელებს აცეცებდა და რაღაცას ეძებდა, ამ ძებნაში კი მთელი ქვაბები ძირს დაუხვავებია

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt