~19~

6.3K 230 27
                                    

ყველამ იცის, რომ ყველაზე ტკბილი იმ ადამიანის სხეულია, რომლის სულიც გიყვარს.
ჯონგუკი ზუსტად ის კაცი იყო იმ ათასიდან, რომელსაც როგორც იქნა მიეცა საყვარელი ქალის სხეულით ტკბობის უფლება.

წყვილმა მთელი ღამე ერთმანეთით ტკბობაში და სიამოვნებაში გაატარა.
მათ შიშველ სხეულებს დილის მზის სხივები ეფინებოდა, რომლებიც გადაწეული ფარდიდან შემოდიოდნენ ოთახში. ოთახში, სადაც ჰაერში სიყვარულის სურნელი იფრქვეოდა.

მათ ისე ეძინათ, სახელოვანი მოქანდაკეც კი აღფრთოვანდებოდა ამ მშვენიერი ხედის ცქერით და მათ სხეულების იმიტაციას მარმარილოთი მოაქანდაკებდა.
გოგო მარცხენა მხარეს გადაბრუნებული იწვა და მისი ლამაზი წაბლისფერი, მბზინავი თმა ბიჭის კისერზე და გულმკერდზე ეფინა. მას მენჯებზე აბრეშუმის გადასაფარებელი ეფარა, რომელიც ასევე ბიჭის ბარძაყებს ეფინებოდა.
ბიჭი გოგოს ზურგიდან მიკრობოდა და მისი სისხლისფერი ტუჩები გოგოს ყელზე იყო მიწებებული.
გოგოს შიშველ მკერდზე ბიჭს მისი მარცხენა ხელი ედო, რომლსაც ქალის სხეულის ეს ლამაზი ნაწილი თავის მტევანში ჰქონდა მოქცეული, მარცხენა ხელი კი მის წელზე ეფინა.

მზემ მათ სხეულებს უფრო დაჟინებით მოაფინა თავისი სხივები და თვალებშიც შეანათა.
ჯონგუკმა ერთმანეთს დააჭირა თვალები მზისგან შეწუხებულმა და როდესაც ხელებში თბილი სხეული იგრძნო ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.

ლამაზად გაეღიმა და შ/ს-ს სხეულს უფრო მიეკრა. შეისუნთქა მისი თმის დამატკბობელი სურნელი, კანის სურნელი, რომელსაც ნაზი ლავანდის სუნი ჰქონდა. ვერ მოითმინა და ტუჩებით დაეწაფა მის მხრებს, ლავიწებს, კისერს, ბოლოს კი ზურგზე გადმოაბრუნა მძინარე მზეთუნახავი და ტუჩებში აკოცა.
"მიყვარს" ფიქრობდა ბიჭი და დაჟინებით აცქერდებოდა საოცარ ქმნილებას, რომელიც ახლა მხოლოდ მისი იყო.
ამასობაში გოგომ პატარა თვალები გაახილა და იგრძნო, რომ დიდი სხეულის მკლავებში იყო მოქცეული.
თითქოს მის წინ აუარება განძი იყო, რომელსაც ასე ნატრობდა მთელი ცხოვრება.
- კიდევ რამდენი ხანი უნდა მიყურო? -- ჩაიკისკისა ლოყებშეფაკლულმა და ჯონგუკს სახეზე ხელები ჩამოუსვა.

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now