~14~

6.7K 285 45
                                    

"The day of a big fear"

არავის შეეძლო წარმოდგენა, თუ როგორი აფორიაქებული, გულათრთოლებული იჯდა შ/ს და ყოველწუთს გამუდმებით  წრიალებდა სკამზე. ეგონა თუ უკან გაიხედავდა პირდაპირ ჯონგუკის გააფთრებულ თვალებს შეეჩეხებოდა და ამიტომაც მთელი გზა უკან არ მიუხედავს.

ბავშვები ყაყანებდნენ უკნიდან და ხმამაღლა იცინოდნენ, რაც გოგოს უფრო აღიზიანებდა.
მარიანამ თავის დაქალებს, რომლებიც გვერდზე ესხდნენ, როგორც იქნა თვალი მოაშორა და სერიოზულად მჯდარ ჩაფიქრებულ ჯონგუკს შეხედა.
ღიმილიანი სახე გაუქრა და ბიჭს მხარზე ხელი მოუსვა
- გუკ.. რა გჭირს სიყვარულო.. კარგად ხარ?? ფერი არ გადევს! - შეწუხებული ჩანდა მარიანა.
ჯონგუკი მთლიანად გაფითრებული იყო და სიბრაზისაგან კბილებს ერთმანეთზე აჭერდა. შუბლი სულ დაცვარული ჰქონდა ოფლისგან.
პირველ რიგში თავის თავზე ბრაზობდა რომ ვერაფერს აკეთებდა. უნდოდა ახლავე გაეჩერებინა ავტობუსი და იმ ჯიუტ გოგოზე ჭკუა ესწავლებინა.
ჩაეყვანა აქედა და შორს წაეყვანა, თავისთან.
უნდა რომ ეჩხუბოს, მაგრამ თან აკოცოს. უნდა უყვიროს, მაგრამ თან მოეფეროს.
სიბრაზის გრძნობა საშვალებას არ აძლევს სიამაყეს გადააბიჯოს და შ/ს-სთან მივიდეს, რომელმაც საერთოდ ერთხელაც კი არ შეხედა.

- კარგად ვარ, უცებ თავბრუ დამეხვა... არაფერია ისეთი .. - უპასუხა ჯონგუკმა მარიანას და ჩუმად მომღიმარ იუნგის გადახედა, რომელმაც თავი წინ გაიშვირა, რითაც შ/ს-ზე ანიშნა

თავის მხრივ ფიქრის და აზროვნების უნარი დაკარგა შ/მ-აც. ნერვიულობისაგან ხელები სულ გაუოფლიანდა და გული ისე სწრაფად უცემდა სადაცაა ხელებში დაიჭერდა.
- ჰეი.. დამშვიდდი - მუხლზე ხელი დაადო ლინმა გოგოს და ღიმილით შეხედა

- მშვიდად ვარ.. - ხმის კანკალით ძლივს წაიბორძიკა შ/ს-მ

- ძალიან გეტყობა, რომ ღელავ.. ახლა შიშს და სიმხდალის დრო არ არის! უნდა აჩვენო, რომ არ გაინტერესებს გასაგებია? დამიჯერე.. თავისი არ უნდა გაატანინო

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now