~18~

6.5K 232 37
                                    

(თხრობა იქნება მეორე პირში)

ირგვლივ ყველანი გაოცებულები იდგნენ და დროდადრო ერთმანეთს გაოგნებულები გადახედავდნენ.
ჯონგუკის წინ იდექი და მარიანას წარბებს უქაჩავდი, შენს უკან მდგომი ბიჭი კი კმაყოფილებისგან ფართოდ იღიმოდა.

მარიანას სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა და შენი ხელისგან თავისი ხელის განთავისუფლება სცადა, მაგრამ ნაცვლად ამისა, უფრო მოუჭირე და უხეშად მოქაჩე
- რას ბოდავ, სრულ ჭკუაზე ხარ? - იყვირა გაცეცხლებულმა მარიანამ და რაც ძალიდაღონე ჰქონდა ხელი გამოიქნია განსათავისუფლებლად, მაგრამ კვლავ ვერ შეძლო, რადგან მასზე ძლიერი აღმოჩნდი

- კიდევ ერთხელ მიეკარები ჩემს კაცს და გაჩენის დღეს გაწყევლინებ ორდოლარიანო კახპავ! -მტკიცე სახე მიუახლოვე ყურებამდე აალებულ მარიანას და ზიზღით გამოსცერი კბილებში

- გააფრინე? ჯონგუკი ჩემი შეყვარებულია.. - იწივლა მან და შენს ზურგს უკან გამოიხედა ჯონგუკის დასანახად, თუმცა ბიჭი თავისით გამოვიდა უკნიდან და შენს გვერდით დადგა

- რა საცოდავი ხარ.. - დამცინავად ჩაიცინე, გოგოს ხელი უხეშად და მტკივნეულად გადააგდე და ის ხელი, რომლითაც მისი ხელი გეჭირა, დაიფერთხე

- ჯონგუკ! თქვი რამე! რას ბოდავს ეს მახინჯი!! - ტირილის ზღვარზე მისული გოგო ჯონგუკს ეცა, თუმცა ბიჭი დამცინავად იღიმოდა და უცბად წელზე ხელი შემოგხვია. მისი ძლიერი ხელების შეხებისგან ქვედა ტუჩზე იკბინე და ხელები კისერზე შემოხვიე.
ბიჭმა თვალები დახუჭა, ტუჩებით შენი ცეცხლისფერი ბაგე მოძებნა და მოწყვეტით გაკოცა

ბავშვები ერთმანეთში ლაპარაკს მოჰყვნენ, ყველა შოკში იყო.

- ჯონგუკ!! - იკივლა მარიანამ ამ სანახაობის შემხედვარემ და ბიჭზე გამოსაცლელად მოვარდნა დაგიპირა, თუმცა არ დასცალდა, რადგან ჯონუკი გადაგეფარა

- შენნაირმა ეშმაკმა ალქაჯმა ამდენი ხნის განმავლობაში როგორ ვერ გაიაზრა, რომ ჯონგუკი ჩემს საეჭვიანოდ გიყენებდა - სარკაზმით მოუჭერი სათქმელი

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now