~20~

5.7K 220 172
                                    


სამშაბათი დღე იყო. უნივერსიტეტში ახალგაზრდები როგორც ყოველთვის კარგ განწყობას ქმნიდნენ. სალექციო აუდიტორია ნელნელა ივსებოდა სტუდენტებით, რომელთა ნახევარი ჯგუფურად მოდიოდნენ სიცილ-ხარხარით, ზოგიც კი მარტოდ მარტო შემოდიოდა დიდ აუდიტორიაში და თავის ადგილს იკავებდა.
შ/ს დროზე ადრე მოსულიყო. წინა რიგში იჯდა გონებაგაფანტული და ჯონგუკის მოწერილ შეტყობინებაზე ფიქრობდა.
"შ/ს, მოდი გავიქცეთ".  დაბნეული იყო და არ იცოდა რა ეფიქრა. ფიქრებში წასულმა ვერ შეამჩნია, რომ გვერდით შეყვარებული მოუჯდა და ცქერა დაუწყო.
ბიჭს ეღიმება, შ/ს-ს ხელს თავის ხელში იქცევს და ელოდება როდის მიაქცევს ყურადღებას ეს საყვარელი არსება. ამ დროს გოგომ ცივი ხელის შეხება იგრძნო, შეკრთა და გვერდით მიიხედა.
როდესაც ჯონგუკის მომღიმარი სახე დაინახა გული აუძგერდა და უცნაური, მაგრამ თან სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა. ისეთი, როგორიც ადრე არასდროს და არავის მიმართ არ გასჩენია."ნუთუ ეს გრძნობა სიყვარულია?!" გაიფიქრა შ/ს-მ და ბიჭს საპასუხო თბილი ღიმილი აჩუქა.
ჯონგუკი გოგოს მწვანე თვალებს თვალს ვერ აშორებდა და უნდოდა სამუდამოდ ეცქირა მათთვის.
- რაზე ფიქრობს ჩემი ფისუნია? - საყვარლად იკითხა ბიჭმა და შავი ბემბის თვალები ააფახურა

- შენზე ვფიქრობ. - ლოყებ შეფაკლულმა შ/ს-მ უმალვე უპასუხა.

- მართლა? რას ფიქრობ? - ინტერესით ჩატეხა ტუჩის კუთხე ჯონგუკმა და შ/ს-ს მხარზე თავი დაადო, რა დროსაც გოგოს სახე ეცვალა

- ჯონგუკ მარტოები არ ვართ, ასე ნუ აკეთებ..

- მერე რა, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ხარ.. მე არაფრის დამალვას არ ვაპირებ - ტკბილი ხმით უპასუხა ბიჭმა და მის ხელში მოქცეულ გოგოს პაწაწინა ხელზე აკოცა. შ/ს-ს გაეღიმა და გულში სითბო ჩაეღვარა. გაიფიქრა "როგორ შეუძლია ასეთი საყვარელი იყოს"

- გუშინ როგორ ჩაიარა ძმასთან შეხვედრამ?

- ცუდად - მძიმედ წარმოთქვა ჯონგუკმა და შ/ს-ს კისერში ცხვირი ჩარგო. გოგომ მხარზე ხელი შემოხვია და უფრო ჩაიკრა გულში. მიხვდა, რატომაც შესთავაზა ჯონგუკმა გაქცევა.

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now