~30~

4.4K 245 63
                                    

Y/N's pov:

- შვილო სახლში წადი, მთელი დღეებია აქ ზიხარ და მის გონზე მოსვლას ელოდები. ჩვენ არ ვიცით როდის გაიღვიძებს. კომაშია, შესაძლოა ერთი დღე დასჭირდეს გონზე მოსასვლელად, ერთი თვე ან თუნდაც ერთი წელი. ჯობია წახვიდე, დაისვენო და ხვალ დილით მოხვიდე. - თავზე მადგა თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი და მხარზე ხელს მითათუნებდა. უკვე ღამის სამი საათი იყო.

- არ მინდა სახლში წასვლა. მე მასთან უნდა ვიყო. - ნაღვლიანი მზერით შევხედე ექიმს, შემდეგ კი ჯონგუკს, რომელიც უსიცოცხლოდ იწვა თავშეხვეული და სასუნთქი ჟანგბადი სუნთქვაში ეხმარებოდა. თურმე რას მიგრძნობდა გული, როდესაც სისხლს ვუსხამდი.
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.

- მესმის, მაგრამ აქ ჯდომთ ვერაფრით დაეხმარები. - არ ნებდებოდა ექიმი

- გთხოვთ.. მომეცით უფლება აქ მაინც ვიყო. სანამ გაიღვიძებს მის გვერდით ვიქნები, შემდეგ კი წავალ..- ხმა ამიკანკალდა და მოწოლილმა ტირილის შეგრძნებამ ყელი ამიწვა.

- შენი ნებაა..- თქვა ექიმმა და პალატიდან მაშინვე გავიდა

ჯონგუკს დაბინტულ ხელს ჩემი ხელი ჩავჭიდე, წამოვწიე და ვაკოცე. გული მეწვის, როცა ასეთ მდგომარეობაში ვხედავ. ხელი გაყინული ჰქონდა, სიცივისგნ და ტკივილისგან.
ნეტა შეეძლოს იმის მოსმანა, რომ ვაპატიე და კვლავ ისე მიყვარს, როგორც ადრე. ის კომაშია და არ ვიცით როდის გაიღვიძებს. უკვე ერთი თვე გავიდა.

იმ დღის შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ ის ბიჭი, რომელსაც სისხლი გადავუსხი და გადავარჩინე ჯონგუკი იყო, მოსვენება დავკარგე. ყოველ დღე დავდივარ საავადმყოფოში და მის გვერდით ვატარებ დღეებს. მთელი ეს დრო ნერვიულობაში და ტანჯვაში გავატარე.

ჯიმინმა ოპერაცია გაიკეთა და ახლა კვლავ ხედავს. ეს ერთადერთი კარგი ამბავია, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში მოხდა. ის კორეაში დაბრუნდა, მე კი ჯონგუკთან დავრჩი.
არ შემეძლო უკან წასვლა, როცა ვიცოდი, რომ ის აქ წევს და კომაშია.
არ შემეძლო მშვიდად დამეძინა, მეჭამა ან ცხოვრება გამეგრძელებინა ამ ამბავთან ერთად.
ჩვენ ისევ ერთად ვატარებდით დროს, მაგრამ განსხვავება ისსა, რომ მას ძინავს.

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt