~31~

5.1K 254 82
                                    

Jungkook's pov:

საავადმყოფოს საწოლზე ვიჯექი დაფიქრებული და იმ განვითარებულ მოვლენებზე ვფიქრობდი, რომლებიც ამ ბოლო დროს მოხდა.
ვერ ვიტან საავადმყოფოებს. ქლორის და წამლების სუნი, თეთრი კედლები, ფორმაში ჩაცმული პერსონალი და მჟავე სახიანი ქირურგები.

ავარიამ ჩემში დიდი კვალი დატოვა.
ფიქრებიდან გამოვერკვიე და ახლახანს შევამჩნიე, რომ ნაზალური ზონდი მეკეთა ცხვირზე.
არ მესმის რატომ მიკეთია, როდესაც მშვენივრად შემიძლია სუნთქვა მის დაუხმარებლადაც.
თითქოს სიმსივნე მჭირდეს ან კისტური ფიბროზი (ფილტვების დაავადება)

ერთი ხელის მოსმით ვიძრობ ნაზალურ ზონდს და გვერდით უხეშად ვყრი მის მოწყობილობას.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემთვის ცხვირში შლანგები შეეტენათ.
ნაოპერაციები თავი ისე მჩატედ მეჩვენება, თითქოს ტვინი ამომაცალეს და აღარაფერი დატოვეს შგნით.
ნარკოზდან ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვარ გამოსული, ამიტომ წამწამები ისეთი დამძიმებული მაქვს, პირდაპირი მნიშვნელობით მგონია, რომ ზედ ლოდები მაწყვია.
პირში სიმშრალეს ვგრძნობ, თითქოს ვიღაცამ მარილიანი წყალი გამომავლო და გულისრევის შეგრძებაც არ მშორდება.
გულში ჭვალა მივლის, თითქოს ორას ოცი ვოლტით დენი დამდის სხეულში. ყურებში გამაღიზიანებელი წუილი მესმის.
ასე საშინლად თავი ჯერ არასოდეს მიგრძვნია, თუარ ჩავთვლით წარსულს.
უცებ კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა და ჩაგდებული თავი წამოვწიე.

- შემოდი - დავიყვირე რაც შემეძლო და საწოლიდან წამოვდექი

კართან თეთრთმიანი დაბალი ბიჭი გამოჩნდა, რომელსაც უფრო მაღალი ბიჭიც ახლდა.

- ჯონგუკ.. ძმაო როგორ შეგვაშინე! - სულმოუთქმელად წამოიძახა მაღალმა, მოვარდა და პირდაპირი მნიშნელობით შემებრძგვნა.

- ცოტა ფრთხილად..- ძლივს წარმოვთქვი, როდესაც გამწრებული მეხვეოდა. თეთრთმიანი ისევ კარში იდგა. ეჭვისთვალით შევხედე და თვალებით ვანიშნე პალატაში შემოსულიყო

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now