~29~

4.1K 212 47
                                    

Jimin's pov:

შ/ს-ს კვლავ ველოდებოდი.
მან ორი საათია რაც პალატაში მიმატოვა. უკვე პანიკური შეტევები დამეწყო. შემეშინდა რამე ცუდი ხომ არ შეემთხვა და გადავწყვიტე მის მოსაძებნად წავსულიყავი. წამოვდეიქი და ფეხი გადავდგი თუ არა, რაღაც ლითონის საგანს გამოვკარი და იატაკზე სახით დავასკდი. სახე ამეწვა და თავში უეცარი ტკივილი ვიგრძენი.

შემდეგ დავფიქრდი და ჩემივე ინფანტილურ გადაწყვეტილებაზე მწარედ გამეცინა, რადგან როგორ უნდა მომეძებნა შ/ს ამხელა საავადმყოფოში, მე ხომ ბრმა ვარ და თან არც ინგლისური ვიცი.

ძლივსძლივობით წამოვდექი, როდესაც მუხლებში სისუსტე ვიგრძნი. საწოლს ჩავებღაუჭე და წელში გავიმართე. ხელებით ჩემი ხელჯოხის ძებნა დავიწყე და ავიღე თუ არა, მაშინვე გამოვედი პალატიდან.

მოვდიოდი დერეფანში, სადაც წამლის სუნი იდგა და პერსონალი განუწყეტლივ სადღაც მიიჩქაროდა. ვიძახდი შ/ს-ს სახელს და ყოველ წამს ველოდი როდის მიპასუხებდა.
სად წავიდა, რატომ დამტოვა.
ნეტავ ჩემი მიტოვება გადაწყვიტა?
ამ საშინლი ფიქრებით მოვდიოდი დერეფანში და გულზე ლოდი დამაწვა.
თავბრუსხვევა ვიგრძენი და რატომღაც ცუდი წინათგრძნობა მქონდა.

უცბად ვიღაც მაგრად დამეჯახა და კვლავ იატაკზე ავღმოვჩნდი. მე და იატაკი ამ ბოლო დროს ძალიან დავმეგობრდით.
ბედს შეგუებულმა მძიმედ ამოვიოხრე და წამოდგომა ვცადე, როდესაც ვიღაცის თბილი ხელი შემეხო მაჯაზე და წამომაყენა

- მაპატიეთ.. ძალიან ვწუხვარ - მომესმა ლამაზი და ტკბილი ხმა, რომელიც სულში სითბოსავით ჩამეღვარა და მეამა. ჩემი გამსკდარი ცხვირის მიუხედავად გამეღიმა, რადგან ამ უცნობი გოგონას შეხებამ და საოცარმა ხმამ მომაჯადოვა

- არაუშავს - გაისმა ჩემი მონოტონური ხმა. იდიოტივით ვიღიმოდი

- ღმერთო.. თქვენი ცხვირი.. სისხლი გდით - ტკბილ ხმაში სინანული გაერია და მივხვდი, რომ ძალიან შეწუხებული იყო

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now