~27~

4.2K 212 85
                                    

Y/N's pov:

დღეს ჩეულებრივზე სუსხიანი დღე იყო ლოს-ანჯელესში და კოკისპირულად წვიმდა.
წვიმას შავი ღრუბელი მოუფანტავს და დღე ჩამობნელებულიყო.
დილის 9 საათი იყო, ჯიმინი გამოკვლევებზე მიმყავდა.

ორი კვირაა რაც ამერიკაში ჩამოვედით ჯიმინის გამოკვლევებისათვის.
ექიმები გვპირდებოდნენ, რომ ჯიმინს მხედვლობის დაქვეითებულ რეცეპტორებს აღუდგენდნენ ოპერაციის მეშვეობით, მაგრამ ჯერ დონორის შოვნა იყო საჭირო.

ჯიმინი ჩემს გვერდით იჯდა და სახით მანქანის საქარე მინას ეხუტებოდა.
გზას თვალი მოვაშრე და მისკენ გავიხედე. ძალიან სევდიანი ჩანდა, თითებს ფანჯარას აყოლებდა

- ააეცილე - ვუთხარი და გამეღიმა

- რა? - ახალგაღვიძებულივით ხრიწიანი ხმით მკითხა და უცოდველად გამომხედა

- წვიმის წვეთი, გაგისხლტა..- მზერა მოვაშორე და ისევ გზას გავხედე, თუმცა არ გაუღიმია.
მოვიღუშე, თითქოს გულზე რკინის ხელმა მომიჭირა. დუმდა, არფერი მიპასუხა და თავი ისევ საქარე მინას მიაბჯინა.

- რა ხდება ჯიმინ..- ვიგრძენი, რომ ხმა გამიტყდა. მომინდა მანქანა გამეჩერებინა, გადავსულიყავი და ბოლო ხმაზე მეკივლა

- არაფერი..- წაიჩურჩულა. როდესაც გავხედე უფრო მოღუშული მეჩვენა.

- როგორ თუ არაფერი. რა მოგივიდა მითხარი.. რამე გაწყენინე? - ნაწყენმა ვკითხე და ვეცადე ხმაში ტირილი არ გამპარვოდა

- მინდა, რომ მოვკვდე!

- ჯიმინ..- გული შემეკუმშა, ძლივსღა ვსუნთქავდი

- ვიცი.. მე ..ვიცი - ისე ამოიდუდღუნა, არც კი შემოაბრუნა თავი ჩემსკენ

- რაზე ამბობ?..- ჩემს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა

- ყველაფერი იცი არა? - უცბად ვიგრძენი, რომ პულსი გამიჩერდა. მანქანა ძლივს დავამუხრუჭე, ჯიმინმა ლამის თავი ხეთქა მანქანის წინ მხარეს

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now