~22~

4.4K 214 125
                                    

Jungkook's pov:

ცოტა მოშორებით ვიდექი, როდესაც დავინახე როგორ გამოვიდა შ/ს ტირილით ჩემი სახლიდან. ასლუკუნებული და აკანკალებული გაუყვა ქუჩას და ცოტა არ იყოს დანაშაულის გრძნობა დამეუფლა, თუმცა მაშინვე ამოვიგდე გონებიდან, რადგან ეს კახპა ყველაფრის ღირსი იყო.
სახელი გავიფუჭე და თავი გავიმასხარავე მასთან ურთიერთობით, რასაც სიკვდილამდე ვნანობ. ჯერ თითქმის მთელი წელი უკან მაზდევინა, ახლა კი, როდესაც როგორც იქნა ურთიერთობას ვიწყებდით, სხვასთან ჟიმაობს.
რატომღაც მგონია, რომ მასულელებდა.
სუსტი დაუცველი გოგოს როლს პროფესიონალურად ირგებდა, ახლა კი ვითომდა ძალიან ეწყინა, რომ სიმართლე სახეში ვესროლე. რა სულელი ხარ ჯონ ჯონგუკ. ალბათ ახლა წავა თავის საყვარელ ჯიმინთან და ერთად იცინებენ, რომ ასე მაგრად გამაშაყირეს.

ფიქრიდან გამოვერკვიე და კვლავ მას გავხედე გზაზე, მაგრამ ამჯერად მარტო არ იყო. იმ ნაბიჭვრის მახარზე თავი ჩამოედო და სლუკუნებდა.
ძაღლი ახსენეო და ჯოხი ხელში დაიკავეო.
არ შევმცდარვარ, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ მიღალატა. როგორც მძულს ჩემი თავი, რომ ამ გომბიოზე ჩემი ძვირფასი დრო გავფლანგე.
ჯანდაბაშიც წასულან ორივენი.
მოვბრუნდი და წამოვედი.
ჩემს გონებაში იმდენ აზრს მოეყარა თავი, რომ სადაცაა გადავიწვები, მაგრამ ერთი ის კი ცხადად ვიცი, რომ ახლა ჩემს საშინელ მხარეს შეხვდები შ/ს, რომელიც ძალიან გაგამწარებს.

Y/N's pov:

როდესაც ჯიმინის მხარზე თავი მქონდა დადებული და ტირილით გულს ვიოხებდი, გავაანალიზე, რომ მისი მოხვეული ხელები ჩემს წელზე მეტისმეტად ზედმეტად მოძრაობდნენ და თავი უხერხულად ვიგრძენი. თავი წამოვწიე მისი მხრიდან და ხელები გავაშვებინე

- კარგად ვარ..- მოვიტყუე და ძალან ვეცადე აღარ მეტირა, მაგრამ შინაგანად სიკვდილს ვნატრობდი.

- რაღაც ვერ ვატყობ, რომ კარგად ხარ..- მტკიცე ხმით მითხრა და თვალებში ისე შემომხედა, რომ თავი უფრო საშინლად ვიგრძენი. თითქოს მის თაფლისფერ ლამაზ თვალებში სიყვარული ჩამკვდარიყო და მის ნაცვლად დიდი ბოროტება ჩაბუდებულყო. თვალებში, რომლებიც ერთ დროს ყოველთვის სიყვარულით მიმზერდნენ. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემი მხიარული და სიყვარულით სავსე ჯიმინი სადღაც გამქრალიყო და მის ადგილას სასტიკ და ჩემთვის უცნობ ჯიმინს დაეკავებინა ადგილი.

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora