~13~

6.9K 286 88
                                    

მეორე დღეს ყველა ჯეონ ჯონგუკზე და მის ახალ შეყვარებულზე მარიანაზე ლაპარაკობდა.
სოციალური ქსელი ააფეთქა მათმა სასიყვარულო ფოტომ. გოგონები, რომლებსაც ჯონგუკი მოსწონდათ, შურისაგან დაბოღმილები ერთ ჯგუფად შეკრებილიყვნენ კოლეჯის ეზოში და გააფთრებული მიწასთან ასწორებდნენ მარიანას.

დილის ლექციებზე გამოჩნდა მთავარი გმირი წყვილი, რომლებიც მთელი კოლეჯის განხილვის საგანად ქცეულიყვნენ.

ყველა შეესია მათ კითხვებით  "მართლა ერთად ხართ?" "როდიდან" "საიდან" და ამ კითხვებისგან მობეზრებულმა ჯონგუკმასაჯაროდ გამოაცხადა, რომ "დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენ ერთად ვართ" და მოღიმარ გოგოს ისე აკოცა, გარშემომყოფი გოგონები ბოღმისაგან ყურებიდან ბოლს უშვებდნენ.

- მეგობრებო! ამ ამბავს დღეს ბანაკში ავღნიშნავთ ყველანი ერთად! - მიმართა მის ირგვლივ მოგრევილ თინეიჯერებს გუკმა და "შეყვარებულს" ხელი გადახვია, რა დროსაც ყველა აყვირდა კმაყოფილების გამოსახატავად.

ამ სცენას შეესწრო ასევე ჯიმინიც, რომელიც მოშორებით იდგა და სახეზე დამცინავი ღიმილი უკრთოდა.

ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო "სიუჟეტს" ფოტო გადაუღო, სადაც გუკი მარიანას ეხვეოდა ხალხის შუაში და გაბრწყინებულ ღიმილს ვერ მალავდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო "სიუჟეტს" ფოტო გადაუღო, სადაც გუკი მარიანას ეხვეოდა ხალხის შუაში და გაბრწყინებულ ღიმილს ვერ მალავდა. სასწრაფოდ გახსნა შ/ს-ს ჩათი და ახლახანს გადაღებული ფოტო ჩაუგდო

Park_jimin:
გილოცავ შ/ს! ძალიან გამეხარდა შენი და ჯონგუკის ამბავი იმსახურებ❤😊..

Park_jimin:
უიიი უიი მოიცა... ეს ხომ შენ არ ხარ! 😭😗😏

შ/ს-ს გული აუფრთხიალდა, როდესაც ჯიმინისაგან მოსული შეტყობინება დანახა ტელეფონის ეკრანზე, მაგრამ გახსნა თუ არა ესემესი გული შეეკუმშა, მოიღვენთა და თვალებზე ცრემლები მოაწვა.

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now