ნაწილი ოცდამერვე

598 41 127
                                    

აუცილებლად წაიკითხეთ თავის ბოლოს დართული ინფორმაციაც 💙

ანას ხედვით.

მუცომდე მისვლას, მის მონახულებას და სახლში დაბრუნებას მთელი დღე მოვანდომეთ და სახლში გვიან ღამით მივედით.
- მერაბი ძიას სძინავს ალბათ. - ჩუმად შევედით სახლში და ხის მაგიდას შემოვუსხედით.
- გეძინებათ? - იკითხა თათამ.
- არა რაიყო?
მან თავისი ჩანთა გადმოიღო და იქიდან მონოპოლია ამოაძვრინა.
- ოღონდ ეგ არაა. - დაიყვირა თამომ და ფეხზე წამოხტა, მაგრამ ვინ უსმენდა? ისევ ადგილზე დავსვით.

- რაზე ვთამაშობთ?- დალევაზე? - არა ეგ ისედაც მოგვიწევს, თათას აქვს პირობა შესასრულებელი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- რაზე ვთამაშობთ?
- დალევაზე?
- არა ეგ ისედაც მოგვიწევს, თათას აქვს პირობა შესასრულებელი. - გაეცინა დემეს.
- მაშინ წაგებული მდინარეში ჩავა.
- ამ ღამით? იმ გაყინულ წყალში? - წამოიყვირა ანასტასიამ.
- ჰო, რა იყო? - ჩაეცინა ანდრიას და თამაში დავიწყეთ.

3 საათის შემდეგ.

- არა, არა გთხოვ ოღონდ სამი არა. - ჩაიჩურჩულა ანამარიამ, კამათელი გააგორა და სამი ამოვიდა.
- არააააა. - დაიკივლა მან.
- კიიი. - წინასწარ ვკვდებოდი სიცილით, თუმცა მაინც მეცოდებოდა იმ წყალში ჩასასვლელად.
- თუ გაცივდა, სახლში წასვლა მოგვიწევს. - ვითომ უინტერესოდ თქვა ნიკამ, რომელიც ტელეფონს ატრიალებდა ხელში. ჰმმ ვილაპარაკებთ ვაჟბატონო ჩვენ.
- არ გავცივდები. - მგონი მის ჯიბრზე უფრო თქვა გოგომ, ვიდრე თამაშის წაგების გამო და სახლიდან გავიდა, დანარჩენებიც მიჰყვნენ. ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა, კულულები ნერვიულად აიჩეჩა და ისიც გაუყვა მდინარისკენ მიმავალ ბილიკს.

just madWhere stories live. Discover now