ნაწილი მეთორმეტე

679 50 11
                                    

თათას ხედვით.
15 წუთში კონცერტი იწყება, მე კი საშინლად ვნერვიულობ. უამრავჯერ გავსულვარ კონკურსზე და ბევრჯერ გამიმარჯვია კიდეც, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე ვნერვიულობ, მითუმეტეს ჩემი სუპერმოუხერხებლობლობის ამბავი, რომ ვიცი ერთხელ მაინც სადმე წავიფლეხვები.
ტასო და ვაჩე გავიდნენ გახსნისთვის და ძალიან მაგრად იცეკვეს(ანუ გაფორმების ვარიანტში რა, თორე კონკურსანტები არ არიან). ნეტა როდის მიხვდებიან, რომ შეეფერებიან ერთმანეთს 😕 ამის შემდეგ კონკურსიც დაიწყო. სამი კონკურსანტი იყო გასული და მეოთხე უკვე ჩვენ უნდა ვყოფილიყავით.
აქეთ-იქით ნერვიულად დავაბიჯებდი და ხუთჯერ მაინც ბეწვზე გადავრჩი წაქცევას ან რამის გატეხვას, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი სიარულს, როცა ვიღაცამ მხარში ხელი ჩამავლო და მისკენ დამქაჩა. ეს დემე იყო, რომელიც მკაცრი მზერით უყურებდა ვიღაცას. როცა იქით გავიხედე ვიღაც ბიჭი იდგა, როგორც ჩანს დემე, რომ არა ახლა იმ ბიჭს დავეჯახებოდი...
- ბოდიში. - ვუთხარი ბიჭს და დემეს ხელი მოვიშორე.
- თათა. - დამიძახა დემემ, მისკენ შემატრიალა და თვალებში ჩამხედა - ყველაფერი კარგად იქნება გესმის? ამ კონკურსს მოიგებთ.
მე მხოლოდ ნერვიულად გავუღიმე და შევეცადე დავწყნარებულიყავი. და აი ჩვენი გასვლის დროც მოვიდა. დედიკო მინდა 😟

თაიას ხედვით.
მე, თამარი და თათა სცენაზე გავედით და ხალხისგან ზურგით, ერთმანეთის გვერდიგვერდ დავდექით. ოდნავ ვნერვიულობ, მაგრამ ლიზას და ნუცას ჭკუა უნდა ვასწავლოთ😏 თათას შევატყვე ნერვიულობდა, მაგრამ ეგ არაფერი ზუსტად ვიცი, რომ როგორც კი სიმღერას დაიწყებს სხვა სამყაროში გადაეშვება და ყველა და ყველაფერი დაავიწყდება.
მხოლოდ ერთ რამეზე ვნერვიულობ - იმ ორი გველისგან ყველაფერია მოსალოდნელი, სწორედ ამიტომ სანამ გამოვიდოდით ყველა გავაფრთხილე და თვალს არ მოვაშორებთ. მუსიკამ დაიგვიანა და განგვიცხადეს, რომ ჩვენი მუსიკა იმ ჩანაწერებში აღარ იყო. მაშინვე შევამჩნიეთ ლიზას და ნუცას გველური მზერა, თუმცა... ჯიბიდან ფლეშკა ამოვიღე და კმაყოფილი ღიმილით წავედი კულისებისკენ, რომ მუსიკა ჩაერთოთ. საქმე იმაშია, რომ ყველაფერი გათვალისწინებული გვქონდა 😊😁უნდა გენახათ მათი სახეები 😂 ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოუშვებდნენ 😂

just madWhere stories live. Discover now