ნაწილი მეექვსე

696 49 3
                                    

თამარის ხედვით.
ვაიჰ მთელი საათნახევარი მომიწია მეყურებინა გაჩეჩილი ქათმისთვის, რომელიც ყოველწუთას თავის თავზე ლაპარაკობდა🤦‍♀️ბოლოს როცა უკვე ყელში ამოვიდა იმაზე ლაპარაკი, თუ სად შეიღება თმა, იყიდა ახალი კაბა და ასე შემდეგ ერთი მაგარი იდეა მომივიდა.
- ვაიმე ხალხო, როგორ დაგვავიწყდა.- წამოვიყვირე.
- რა ხდება?
- დღეს ჩემპიონატის ფინალია.
- კი მაგრ... - ვაჩეს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ დემემ მხარი გაკრა. ჰაჰ რათქმუნდა მიხვდა რასაც ვაპირებ.
- აუ როგორ დამავიწყდა, წავიდეთ, ვუყუროთ. - წამოხტა დამიანე.
- აუ დამი ჯერ მე გამაცილე რაა. - დაიწყო წუწუნი ლიზამ და ტუჩები დაპრუწა.
- ბოდიში ლიზა, მაგრამ გვაგვიანდება, სახლში თავადაც მიხვალ. - გველურად გაუღიმა დემეტრემ, ლიზა კიდევ თავქუდმოგლეჯილი გავარდა კაფიდან, რაზეც სიცილი აგვიტყდა, დამიანე კი გაკვირვებული გვიყურებდა.
- არ წავიდეთ? ფეხბურთი? მოიცა... - უცებ გაეცინა - ფინალი იქითა კვირას არ არის?
ჩვენ სიცილით დავუქნიეთ თავები და ისიც აგვყვა.
- კარგი და ახლა რა ვაკეთოთ?
მე ტასოს შევხედე და ეშმაკურად გავუღიმე.
- არა არა ოღონდ ეს არა. - საცოდავად ამოიკნავლა თაიამ.
- ისევ? - აჰყვა ანაც.
- მოიცა რა ხდება? - იკითხა რატიმ, მე კიდევ იგივე დამპლური ღიმილით ახლა დემეს გადავხედე, ისიც მაშინვე მიმიხვდა და იგივე ღიმილით აათამაშა წარბები.
- რა ხდება? - გაიმეორა კითხვა ახლა დამიანემ.
- პოტერომანების საღამოოო- დავიკივლეთ და მთელი პიცერიის ყურადღებაც მივიპყარით, მაგრამ ეგ არაფერი 😂 არც პირველია და არც უკანასკნელი. რა დამავიწყებს ადრე ფეხბურთის მატჩს ვუყურეთ მე, ტასომ და დემემ აქ და რო მოვიგეთ, ისე გაგვიხარდა, რომ ტასომ მაგიდაზე ცეკვა დაიწყო, დემემ ყვირილი, მე კიდე რაღაც სიმღერას გავჭყაოდი 😂😂😂 ნუ მაშინ საბოლოოდ იქიდან გამოგვყარეს 😕😂😂😂
თაიას წუწუნის და ანას ბუზღუნის მიუხედავად მაინც წავედით სახლში და ჰარი პოტერის ყურებას შევუდექით 😍😍

მეორე დილას.
ყველას ტელეფონმა ერთდროულად დაიწკარუნა.
- აუ ეს ვისი ფეხია?
- ხელს ვეღარ ვგრძნობ😩
- ეგ ჩემი ხელია იდიოტო და როგორ იგრძნობ 😑
- აა თავიი.
ამ შეძახილებით დაიწყო ჩვენი დილა. საქმე იმაში იყო, რომ გუშინდელი ჰარი პოტერის მარათონის შემდეგ ყველას დივანზე ჩაგვეძინა და დღეს ვინ ვისზე იწვა, ვისი ხელი და ფეხი სად იყო ვერ გაარკვევდით 😂 ნუ საბოლოოდ როგორღაცას ავდექით ფეხზე და ტელეფონს დავხედეთ, შეტყობინება გვქონდა სკოლის დირექციისგან.
"ძვირფასო მოსწავლეებო, მინდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენი სკოლა გაძლევთ შანსს სწორად გამოიყენოთ დასვენების დღეები, ამიტომ ყველა 11-12 კლასის მოსწავლე მიგვყავს ბანაკში. ყველა ვისაც ეს წერილი მიუვიდა ზეგ 19:00 ზე შეიკრიბოს სკოლის წინ."
- ბანაკი? სერიოზულად?
- კაი რაა გავერთობით.
- აუ ყველაო და ანუ ის გაწეწილი ქათამიც იქ იქნება? - ვკითხე და წარბები შევჭმუხნე.
- ვინ? - გაუკვირდა დამიანეს.
- შენი სატრფო.
- რა?
- ჰაიმეეე სილიკონაზე ვამბობ, უი უკაცრავად ლიზაზე.
ამაზე ყველას სიცილი აუტყდა, დამიანემ კი თვალები აატრიალა.
უცებ ტასო ადგა და სამზარეულოში გავიდა, ცოტა ხანში, კი მთელს სახლში მისი კივილი გაისმა.
- ვიიიონ შეეჭჭამააა ჩემიიი შოკოოლააადიიი???
უპს.

just madOnde histórias criam vida. Descubra agora