ნაწილი მეორე

1.1K 79 7
                                    

ჩვენთან ყოველი დღე გიჟურად იწყება 😂 დღესაც დილით თაია დამახტა თავზე და ბალიში მითავაზა სახეში.
- აუუ მაცადეთ რა ძილიი.
- ოო ადე თორე მომაქ წყალი.
- ფფფ კაი ხოოო. - ბუზღუნით ავდექით.
თაიამ ტასოს უთხრა, რომ პიცა მოვიტანეთ და უნდა გენახათ რა გველნაკბენივით წამოხტა ის ბოთე და სამზარეულოში გაიქცა პიჟამოებით, ცოტა ხანში კი იმედგაცრუებული დაბრუნდა ოთახში.
- აბა სადაა პიცა??
ჩვენ სიცილი ავტეხეთ, ცოტა ხანში კი ტელეფონზე მესიჯი მომივიდა.
"გარეთ გელოდებით ყველას - დამიანე"
მე ნომერი ჩავიწერე და"ჩერნობილელი კვატი🦆" დავაწერე.
- გოგოებო ალაგდით ჩერნობილელი კვატი გველოდება გარეთ.
- ვიინ?? - მკითხეს ერთდროულად ანამ და ტასომ, თაიამ კი ჩაიცინა.
- გოგოებო გარეთ დამიანეა უეჭველი და მალე ჩაიცვით. - თქვა მან სიცილით.
- ეე შენ საიდანღა მიხვდი. - შეუბღვირა ტასომ.
- გველო დაიკოოო(იმდენად ვგავართ და იმდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს რომ დებივით ვართ). - დავიძახე, მივედი და თაიას შევახტი, როცა გამოვშორდი კი მისი კივილი მთელ სახლში გაისმა, რადგან მაკრატელით თმა მოვაჭერი ცოტათი. ახლა მე, ტასო და ანა ავხარხარდით.
- შენ რა გეგონა ჩემ გაღვიძებას შეგარჩენდი? - ძლივს ვუთხარი, სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა, როცა მოულოდნელად ოთახში ის ჩერნობილელი შემოვიდა და გაშტერდა.
- ოეე კვატო აქ რა ჯანდაბას აკეთებ??!! - დავუყვირე,მერე ვიფიქრე რამ გამოაშტერა მეთქი და ახლაღა გავაანალიზე, რომ მხოლოდ პიჟამოებით ვიყავით ყველანი. მივვარდი და თვალებზე ხელი ავაფარე იმ იდიოტს.
- ახლა მიტრიალდები და თუ მოიხედავ თვალებს დაგთხრი.
- მე კიდე მაგ დათხრილ თვალებს საჭმელში ჩაგიყრი. - ახლა თაიამ ამიბა მხარი.
- ჰო კაი კაი. - სიცილით მიტრიალდა დამიანე, როცა ოთახში ახლა ის სამი იდიოტი შემოლაგდნენ და იგივე გამოდებილებული სახეები მიიღეს 😑
- აეე ახლა აორთქლდებით ამ ოთახიდან თუ აგაორთქლოთ ცოცხალთა სიიდან? - ახლა ანამ წამოიყვირია.
ბიჭებს რეაქცია არ ჰქონიათ, ხელი თვალებთან ავუფრიალე.
- ისა... ჩვენ... გელოდებოდით და... დამიანე... - ბლუყუნი დაიწყო რატიმ.
- ოოო გადაშენდით ახლა ამ ოთახიდან.
ბიჭები გავყარეთ, ჩავიცვით და გარეთ გავედით. მანქანაში ვევრი ვიცინეთ და მალე სკოლაშიც მივედით. კარებში შესლა და ანდრიაზე ვიღაც გოგოს შეხტომა ერთი იყო.
- ჩემო სიცოცხლე, როგორ მომენატრეე. - უთხრა იმ გოგომ ტყლარჭვით. კარგად დავინახე, როგორ არ ესიამოვნა ანას. ანდრიამ ანას გახედა ცალი თვალით, მერე კი ბიჭებს გადახედა და ყველამ წარვები აათამაშა. მოიცაა ესენი რაა ჩემ დაქალს აეჭვიანებენ?
მე, ტასომ და თაიამ ერთმანეთს გადავხედეთ.
- თქვენც ის დაინახეთ რაც მე?
- ამას ხოარ გონია ანას აეჭვიანებს?
- ახლა ნახავს რაც მოუვა
- აუ თამო შენც იგივე გაიფიქრე რაც მე? - მკითხა თაიამ წარბების თამაშით.
მე მხოლოდ ეშმაკურად გავუღიმე.
- თამაში უნდათ? ვითამაშებთ, ოღონდ ჩვენი წესებით 😈

just madWhere stories live. Discover now