ნაწილი ოცდამეოთხე

579 39 88
                                    

ვაიმე ხალხნო არ ვიცი ამ ღამე რამ გამამწარა მაგრამ 3715 სიტყვა დავწერე და მგონი არ ვარ დალაგებული😂😂 აბა ისიამოვნეთ 💙

ანასტასიას ხედვით.

- მადლობა. - ვუთხარი მოხუც, ჭაღარაშერეულ კაცს, რომელმაც რატის სახლთან მომიყვანა, ფული გავუწოდე და ტაქსიდან გადმოვედი.
- დაგელოდო შვილო? - თბილად გამიღიმა მან.
- არა, მადლობა. - მეც გავუღიმე, ოთხსართულიანი კორპუსის კიბეები სწრაფად ავირბინე და კარზე დავაკაკუნე, თან გაზაფხულის თავსხნა წვიმისაგან გაყინული სხეულის გათბობას ქურთუკის სხეულზე უფრო მეტად შემოჭერით ვცდილობდი.
- მოვდივაარ. - გავიგე ნაცნობი ბოხი ხმა, რაზეც ტანში გამცრა. მეზიზღება ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა რაც გააკეთა ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია.
- ტასია? - გაოცება ვერ დამალა როცა კარი გააღო. შავი ჯინსი და შავი უბრალო მაისური ეცვა, თმა კი ჩვეულებრივზე მეტად ასჩეჩვოდა.
- ჯანდაბა ეს მართლა მათ გაგიკეთეს? - თვალები ამიცრემლიამდა მისი დალურჯებული თვალისა და გახეთქილი ტუჩის დანახვაზე.
- არაფერია. - თბილად გამიღიმა - შემოხვალ? - ოდნავ გვერდით გაიწია, მეც თავი დავუქნიე და სახლში შევედი. პატარა, მაგრამ მყუდრო ბინა იყო, ლურჯ, ნაცრისფერ და შავ ფერებში.(ავტორის გემოვნების ჩაკვეხება არ შეიმჩნიოთ😂)
- აქ მარტო ცხოვრობ? - ვკითხე მას შემდეგ რაც გალუმპული ქურთუკი გამომართვა, სანაცვლოდ კი თავისი თბილი მოსაცმელი მომაწოდა, გათბობა ჩართო და დივანზე დავსხედით.
- ჰომ, ცოტა ხნის წინ გადმოვედი.
- რატომ გააკეთე ეს? - შეკრული წარბებით ავხედე, რაზეც სხვა მხარეს გაიხედა.
- არ ვიცი რას გულისხმობ.
- რატი გეყოფა, ტყუილი არასდროს გამოგდიოდა. - ცრემლები ძლივს შევიკავე, ყველა ის მოგონება რომ გამახსენდა რაც გვაკავშირებდა - ძმასავით მიყვარდი, მეც და დანარჩენებსაც შენ კი ასე უბრალოდ ადექი და დაგვტოვე.
- ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა.
- მაშინ მითხარი როგორ იყო. - ბრაზი ვეღარ შევიკავე და ფეხზე წამოვხტი, რაზეც ის სწრაფად წამოდგა და მთელი ძალით ჩამიხუტა.
- მაპატიე ტასია, მაპატიე... მე უბრალოდ აღარ შემეძლო.
- რას გულისხმობ? - ხელებიდან გამოვეცალე და თვალებში ჩავხედე, რომელიც რატომღაც სევდით ჰქონდა სავსე.
- შეცდომა დავუშვი... დიდი შეცდომა... შემიყვარდა... - თავი ჩახარა და ოდნავ ჩაიღიმა - ვიცოდი ეს არასწორი იყო, მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე. - ნაბიჯი უკან გადადგა და ხელები თმაში შეიცურა.
- ვის გულისხმობ? - დაბნეულმა ვკითხე.
თვალები დახუჭა და სიმწრისგან ჩაიღიმა.
- მისი სახელი მას მერე არ მიხსენებია, რაც დაგტოვეთ, არც მინახავს, ყველას ჩამოვშორდი ვისთანაც შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა.
- რატი ვის გულისხმობ-მეთქი. - ისევ გავუმეორე კითხვა, ამჯერად უფრო ხმამაღლა, როცა უცებ გავშეშდი - გამახსენდა ყველა ის თვალის გაპარება, ღიმილით დაკვირვება, საყვარლად ჩახუტება...
- თაია... ის შეგიყვარდა ხომ ასეა? ისეთი თვალებით უყურებდი ხოლმე...
რატიმ მისი სახელის ხსენებაზე ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ჩუმად ამოილაპარაკა.
- თაია... ჯანდაბა ისევ იმავეს ვგრძნობ მისი სახელის წარმოთქმისას... გგონია ადვილი იყო თქვენი დატოვება? გგონია მე არ მანადგურებდა მისი მიტოვება? მაგრამ ვიცოდი, ის იგივეს არ გრძნობდა და არ ვაპირებდი ჩემს გრძნობებზე თქმით თავი დამნაშავედ მეგრძნობინებინა... ბანაკში ყოფნისას სულ რამდენიმე დღე იყო გასული თქვენი დატოვებიდან და უკვე ვეღარ ვძლებდი, ასე რომ მის სანახავად წამოვედი, როცა დავინახე როგორ ელაპარაკებოდა ვიღაც ლურჯთვალება ბიჭს. მაშინ დავინახე მის თვალებში ინტერესი, რომლის დამალვასაც ცდილობდა. ტასია ის ბედნიერი უნდა ყოფილიყო და მე ამაში ხელს ვერ შევუშლიდი, მაგრამ არც იმის ყურება შემეძლო როგორ უყვარდებოდა სხვა.
- შეგეძლო გებრძოლა მისთვის, თუ ასე ძლიერ გიყვარდა უნდა გებრძოლა.
- მას მე არ ვჭირდები, არასდროს მესმოდა აქამდე ამ ფრაზის მნიშვნელობის, პირიქით ვინც ამას ამბობდა მეგონა უკანასკნელი იდიოტი იყო, მაგრამ იმწუთას გავიგე, რომ ხანდახან თუ მართლა გიყვარს უნდა გაუშვა. - ისევ თბილად გამიღიმა, როცა სიგნალის ხმა გავიგეთ.
- როგორც ჩანს მოგაკითხეს. - თავი დავუქნიე და ჩემი ქურთუკი ავიღე - გთხოვ მოდი ხოლმე, მე შენ არასდროს გატკენ გულს, სამწუხაროა რომ ამას შენი შეყვარებული ვერ ხვდება. - გაიცინა.
- ჰეი ის ჩემი შეყვარებული არ არის.
- მაშინ საიდან მიხვდი საერთოდ ვისზე იყო ლაპარაკი? - ეშმაკურად გამიღიმა რაზეც თავი ვეღარ შევიკავე და მეც გამეცინა, მერე კი მთელი ძალით ჩავეხუტე.
- მაპატიე? - იმედიანი ხმით ამოიჩურჩულა ჩემს თმაში.
- მე შენ ყოველთვის გაპატიებ სულელო, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დიდ იდიოტობას ჩაიდენ. - გაგვეცინა - სასიამოვნოა ძველი მეგობრის დაბრუნება.
- უბრალო მეგობრის? - გაიწია და უკმაყოფილო სახით შემომხედა, რაზეც სიცილი ამიტყდა.
- საუკეთესო მეგობრის.
- ისევ არ მაკმაყოფილებს. - ხელები გადააჯვარედინა, თუმცა ღიმილი მაინც ეპარებოდა ტუჩის კუთხეში.
- მაშინ ძმის.
- ეს უკვე სხვა საქმეა. - ჩაიცინა და სანამ კარიდან გავიდოდი ლოყაზე მაკოცა.
- კარგად პატარა დაიკო.
- ჰეი მე პატარა არ ვარ.
- ვითომ? - ცალი წარბი მაღლა აზიდა და ჩვენს სიმაღლეებს შორის სხვაობაზე მიმანიშნა რაზეც გამეცინა.
- კარგად დიდო ძამიკო.
კიბეები ღიმილით ჩავირბინე და გაბრაზებული ვაჩეს მანქანაშიც ღიმილით ჩავხტი, მთელი ეს დრო კი რატი ფანჯრიდან ადევნებდა თვალს ყველა ჩემს მოქმედებას და იქამდე არ მოუცილებია თვალი ჩვენთვის სანამ მანქანა თვალს არ მიეფარა.

just madWhere stories live. Discover now