ნაწილი მესამე

861 64 7
                                    

ანდრიას ხედვით.
ყველანაირად ვცდილობ გაუწონასწორებელი იდიოტივით არ მოვიქცე და თორნიკეს ყველა ძვალი არ ჩავუმტვრიო, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს ძალიან მინდა. ეს ანკაც საშინლად გამაღიზიანებელია.
-  თორნიკე. - დავუძახე, ნუ უფრო იმიტომ, რომ მისი და ანას "ჭუკჭუკი" შემეწყვიტა.
- ჰო ანდრია.
- დიდი ხანია ამ გოგოებს იცნობ?
- კი ბავშვობიდან, რაიყო?
- აა არა არაფერი.
ჯანდაბა რა აქვთ ამდენი სალაპარაკო, პირი არ გაუჩერებიათ 😐 უცებ თორნიკემ ანას ხელი გადახვია, მწარედ ჩამეღიმა, ვხვდებოდი აქაურობას თუ არ გავეცლებოდი აუცილებლად შემომაკვდებოდა.
- მე და ანკა გავისეირნებთ. - ვთქვი, ანკას ხელი დავავლე და წავედი.

თამარის ხედვით
ანდრიაზე დიდი ბოთე თუ მენახოს რა ოდესმე 😑 რა ანკა ბიჭო გამოტყდი და ეგაა.
- ჰეი რა გჭირს? - მკითხა დამიანემ.
- არაფერი.
- ის ბიჭი ვინ იყო? - ხმაში აშკარად ბრაზი ჰქონდა შერეული.
- ვინ ბიჭი? - გამიკვირდა.
- კლასში.
- აა ეგ ვატოა, ჩემი კლასელი.
- შენი შეყვარებულია?- მე გაკვირვებულმა გავხედე, თვალები ჩაშავებული ჰქონდა.
- არა საიდან მოიტანე?! მოუშორებელი ჭირია ეგ.
- ჰოდა მალე მოგშორდება. - თქვა ჩუმად, მაგრამ მე მაინც გავიგე.
- ჰეი არაა საჭირო კარგი? ჩემს ცხოვრებას მეთვითონ მივხედავ. ამის მერე ხმა არ ამოგვიღია. მერე კი
გვერდით გავიხედე და... ჰაჰაჰა ხო ვთქვი?! ვაჩე და ტასო ერთად მოდიოდნენ სიცილით, მათ უკან კი მოიცა... თაია და რატი?? ოჰოო ეს რაღაც ახალია. ამასობაში ჩემს სახლში მივედით ყველანი.
- თამოო. - დაიწყო ტასომ და ლეკვის თვალებით შემომხედა, რატიც აჰყვა და იმანაც მოისაწყლა თავი. მე თვალები ავატრიალე.
- კარგი ჰო გამოვიძახებ პიცას.
პიცა გამოვიძახეთ და ფილმი ჩავრთეთ. უცებ ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
" უტვინო ბოთე" - დაეწერა ეკრანზე. ჰაჰ ასე ანდრიას დავაწერე. მეორე ოთახში გავედი და ვუპასუხე.
- გისმენ.
- აუ თამარი რაღაც უნდა გკითხო რა.
- მიდი მკითხე.
- ანას თორნიკე უყვარს?
- გიპასუხებ ოღონდ ჯერ შენ უნდა მიპასუხო.
- რაზე?
- შენ გიყვარს ანკა?
- არა რა ანკა, ანას მინდოდა რო ეეჭვიანა.
- ვუიმე უდიდესი ბოთე ხარ რა.
- უყვარს?
- არა ბიჭო რა უყვარს, ძმაკაცია.
- აჰამმმმ გასაგებია.
- შენ ანა მოგწონს ესეიგი.
- ...
- ანუ კი
- ჰო.
- ჰოდა გეგმა მაქვს, მოკლედ...

just madWhere stories live. Discover now