ნაწილი მეცხრამეტე

669 41 88
                                    


დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, ვეცადე დიდი თავი გამომსვლოდა 💙

19.

თაიას ხედვით.

- აქ რა ჯანდაბა მინდა?

ეს იყო პირველი რაც გაღვიძებისას თავში აზრად მომივიდა. გუშინდელიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ ბევრი დავლიე, მერე ალექსანდრეს ვეცეკვებოდი, დღეს კი აქ გავიღვიძე... მასთან ერთად...
ჩემს გვერდით მძინარე ალექსანდრე ოდნავ შევანჯღრიე, რომ როგორმე გამომეფხიზლებინა, მაგრამ არ გაამართლა, ამიტომ სიფათში მაგრად შემოვარტყი, რაზეც თვალები ჭყიტა.
- რა მოხდა? - თვალებმოჭუტულმა შემომხედა.
- რას ჰქვია რა მოხდა? აქ რას ვაკეთებთ?
მოკლედ აგიხსნით სიტუაციას - დილით ჩვენს ფურგონში გავიღვიძე დანარჩენებთან ერთად, ყველას ეძინა, მარტო მძღოლის ადგილას მჯდარი დამიანე იყო ფხიზლად, თუმცა რაღაცის გამო უხასიათოდ იყო და ჩავთვალე მისთვის კითხვას ჩემს გვერდით სავარძელზე მძინარე ალექსანდრეს გაღვიძება სჯობდა.(რა გეგონაათ? 😈😈😂😂😂😂 ჯერ ადრეა 😘😘😂😂)
- ექვსი საათისთვის წამოვედით ბათუმიდან, თქვენი გაღვიძება არ გვინდოდა და ხელით მოგიყვანეთ ფურგონამდე. - თვალებდახუჭულმა ახალგაღვიძებულის დაბოხებული ხმით მითხრა და გამოსაფხიზლებლად ფანჯარა გააღო. დილის გრილი ნიავი მაშინვე შემოიჭრა მანქანაში, რის გამოც მობუზული ანა უფრო მეტად აეკრა ანდრიას, ამ უკანასკნელმა კი ძილშივე შემოჰხვია ძლიერი მკლავები და თავი მის შავ თმებში ჩარგო.
- ჯანაბა რა უბედურებაა ამდენი რომანტიკა ისედაც პახმელიაზე ვარ ადამიანი და ამათი სისაყვარლე უარესს მიშვება. - ამოვიოხრე და თავი საზურგეს მივადე.
- დამიჯერე მათ ადგილას სხვა წყვილი, რომ ყოფილიყო უარესად იქნებოდი- გაეცინა, როცა "ამიხსენი" სახით გავხედე - შეამჩნიე, რომ არასდროს უთქვამთ ერთმანეთისთვის სიტყვა - მიყვარხარ?
- ჰო, მაგრამ თქმა რად უნდა ეს ხომ ისედაც აშკარაა?!
- ზუსტად... მათთვის მთავარი ქმედებაა და არა გაცვეთილი ფრაზები.
- ეს რა უეცრად დაბრძენდა ეე. - ამოვიოხრე და თავის ტკივილით შეწუხებულმა ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე.
- აი ესენი აიღე - რაღაც წამლები გამომიწოდა - ეს -ერთ-ერთ ტაბლეტზე მიმითითა - ახლა დალიე, ეს კი - ახლა მეორე აბი დამანახა - ნახევარი საათის შემდეგ, წყალი ჩანთაში ჩაგიდე, თუ რამე მოხდა დამიძახე, დამიანესთან ვიქნები. - სერიოზული სახით მარიგებდა ჭკუას ისე, თითქოს ორი წლის ბავშვი ვყოფილიყავი და ტკივილგამაყუჩებლის გამოყენების წესი არ მცოდნოდა, მაგრამ ამას აშკარად ზედმეტად სერიოზულად ეკიდებოდა, ამიტომ აღარაფერი მითქვამს, უბრალოდ თავი დავუქნიე.
- დანარჩენები, რომ გაიღვიძებენ უხარი, რომ მათაც ჩავულაგე ჩანთებში და დალიონ.
- ვაიმე ალექსანდრე დემემ გადაგიბირა თუ როდიდან გახდი ასეთი მზრუნველი?
- ჰო აბა რა თქვენზე ზრუნვაში ქრთამს მაძლევს. - თვალები აატრიალა.
- მისგან არ გამიკვირდებოდა დამიჯერე. - გამეცინა, მას კი უბრალოდ გაეღიმა და მანქანის წინა ნაწილში, დამიანესთან გადაინაცვლა.

just madWhere stories live. Discover now