ნაწილი მეცხრე

653 57 17
                                    


პ.ს. Marriammi წამლები გაამზადე 😉

თამარის მე დავეხმარები. - გაისმა ნაცნობი ხმა, რომლის გაგონებაზეც გავშრი და კარისკენ ნელა შევტრიალდი - ჯ ა ნ დ ა ბ ა ! !
- შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეყვირა.
- ამ კოტეჯში მოვხვდი. - ჩვეული სიმშვიდით ყალბი ღიმილით თქვა.
- მაგ სიფათს აგახევ ახლა თუ ღიმილს არ მორჩები და აქედან არ გაქრები. - ხმაში მუქარა შემერია და დამიჯერეთ, შემსრულებელი ნამდვილად ვიყავი, რომ არა ანას ხმა, რომელიც როგორც ჩანს იმწუთას ჩამოვიდა ქვემოთ ანდრიასთან ერთად.
- ეს აქ რას აკეთებს? - წარბები შეკრა ანამ.
- არ მოგენატრე? - მაცდური ღიმილითა და ირონიით უპასუხა.
- ლაშა ეგ ირონიული სახე მოიშორე თორე მე მოგაშორებ, მერე კი მაგ შენს გამობელთაყვებულ თავს ცოცხალთა სიიდან ამოვშლი გაიგე? - ირონიული ღიმილით ვუთხარი.
- რა ხდება? ეს ბიჭი ვინ არის? - წარბშეკვრით გამოხედა ანდრიამ.
- სრულიად არავინ, აბსოლიტური არარაობაა. - ანამაც არ დაიშურა ყალბი ღიმილი. ამ დროს კი კიბიდან დემე ჩამოვიდა. ჯანდაბა, ლაშა, რომ დაინახოს, კიარ მოკლავს აწამებს ამ ნაგავს.
- რა ხდებ... - სიტყვა გაუწყდა, როცა ლაშა დაინახა - ამ... ამ... ჯანდაბა არც კი ვიცი რა ვუწოდო, ამ არსებას აქ რა უნდა? - კბილებში გამოსცრა.
- დემე დაწყნარდი. - შევეცადე მის დამშვიდებას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი წამის შემდეგ ლაშა ძირს ეგდო და დემე გამწარებული ურტყამდა, არ გამომივიდა ხო? 🤔😁 ალბათ მოკლავდა, მაგრამ დამიანემ ანდრიამ და ვაჩემ გააკავეს და გამოიყვანეს.
- დემე დაწყნარდი, ეგ რომც მოკვდეს არ მეწყინება, მაგრამ მერე შენ წახვალ ციხეში...
- ამიხსნით რა ხდება? - ყელში ამოუვიდა დამიანეს.
- ეს არის ლაშა, ჩვენი ძველი ძმაკაცი და ანას ყოფილი შეყვარებული - ვთქვი და ხასიათგაფუჭებულმა ზიზღით გადავხედე ლაშას.
- რა? - გაოგნდა და თან გაბრაზდა ანდრია.
- ჰო, მაგრამ ანა მას დაშორდა, მას შემდეგ, რაც ამ სიდებილის განსახიერებამ სკოლის ყველაზე დიდ ნაგავთან უღალატა.
აი ახლა კი ბიჭებს არც უფიქრიათ დემეს გაკავება, პირიქით თვითონ წავიდნენ საცემად, მაგრამ მე, თაიამ, ანამ და ტასომ გავაკავეთ.
- უბრალოდ შეეშვით, მე დიდი ხანია აღარ მაინტერესებს ის. - თქვა ანამ წყნარად და ბიჭებიც დააწყნარა.
მთელი ეს დრო ლიზა იქვე იდგა. მე ირონიული ღიმილით წავედი ლიზასკენ და ლაშასკენ.
- სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ ბანაკში 😉 გპირდებით ძალიან სასიამოვნო იქნება 😈👌🏻
ის ორი დავტოვეთ და ყველანი კოცონთან წავედით.

just madWhere stories live. Discover now