ნაწილი მეათე

710 46 19
                                    

- აუცილებლად დაისჯებით 😠 სასჯელი იქნება, ის რომ მოგიწევთ ორგანიზება გაუწიოთ კონკურსს, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება ბანაკში და ასევე ბოდიშს მოუხდით ლიზასაც და ლაშასაც.
- გმადლობთ ხელმძღვანელო. - ამ ხმის გაგონებაზე ზიზღით გავატრიალე თავი კიბისკენ და იქ ლიზა დავინახე, ეგ გველი ხელმძღვანელს თავს აჩვენებდა, ვითომ ტიროდა, არადა ვხედავდი, რომ იღიმოდა 😠
და აი სწორედ ამ ღიმილზე გაღიზიანებულმა, ცინიკური ღიმილი ავიკარი სახეზე და ხელმძღვანლისკენ გავბრუნდი.
- დიდი სიამოვნებით გავუწევთ ორგანიზებას იმ კონკურსს, მაგრამ რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ამ შემთხვევაში ჩემი ჰოგვორთსში გაგზავნა მოგიწევთ 😉
- რას გულისხმობთ?
- ჰარი პოტერისგან გველების ენაზე ლაპარაკი უნდა ვისწავლო, თორე აბა ამ გველგესლას ბოდიშს როგორ მოვუხდი? 😉😏
- ნახეთ რა მითხრა? - "ბღავილი" განაგრძო ლიზამ.
- ლიზა საკმარისია! თქვენ კი ყველანი ბოდიშს მოიხდით, პროტესტი არ მიიღება. - თქვა და კარი გაიჯახუნა.
- რაიყო ქალო ჩამოვარდა კარები.
- აბა ბოდიშის მოხდის დროა. - გველური ღიმილით გადამიდგა წინ ლიზა.
- უკაცრავად ძვირფასო, კონკურსი მაქვს დასაგეგმი 😉 - ყალბი ღიმილით ვუთხარი და მის გამწარებულ სახეზე ჩამეღიმა 😏 😈🤷‍♀️😁

დამიანეს ხედვით.
- უკაცრავად ძვირფსო, კონკურსი მაქვს დასაგეგმი 😉 - უთხრა თამარმა ყალბი ღიმილით და გარეთ გავიდა. მის ამ საქციელზე ჩავიცინე.
- დამიი ეს გოგო აუტანელია ნახე რა მითხრა. - აწიკვინდა ლიზა. ვაიმე ახლა თუარ მოკეტავს სადმე გადავჩეხავ.
- ლიზა შემეშვი და შენით გაარკვიე და კიდევ მაგ გოგოს სახელი აქვს, თანაც საკმაოდ ლამაზი, ასე რომ მასე ნუ მიმართავ 😉 - ვთქვი და იქიდან წამოვედი, გაცეცხლებული ლიზა კი იქვე დავტოვე.
ტყისკენ წავედი, უბრალოდ მინდოდა ცოტა ხნით ყველასგან და ყველაფრისგან დამესვენა. ტყეში დავბოდიალობდი, როცა შევამჩნიე, რომ იქვე ერთ-ერთ ხესთან ვიღაც იჯდა, მივუახლოვდი და აღმოჩნდა, რომ ეს ვიღაც თამარი იყო, რომელსაც ყურსასმენები ეკეთა და თან სიმღერას ხმას აყოლებდა. ახლაღა შევამჩნიე, როგორი ლამაზი ხმა ჰქონდა. ვიცოდი, რომ თაია მღეროდა და ულამაზესი ხმა ჰქონდა, მაგრამ თამარის არასდროს უმღერია ჩვენთან. მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი.

just madTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon