ნაწილი მეთოთხმეტე

721 49 14
                                    


დავბრუნდი 😂 გეღირსათ😂 ყველას დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, რაჭაში ვიყავი და ინტერნეტი არ მქონდა, იმედი მაქვს ამ საკმაოდ დიდი თავით გამოვისყიდი დანაშაულს 😁 მადლობა ყველას ვინც ახალ თავს ელოდა 💚

თაიას ხედვით.
უკვე ძილბურანში ვიყავი, როცა კარის ხმამ გამომაფხიზლა. თავიდან ვიფიქრე დავაიგნორებ-მეთქი, მაგრამ კაკუნი არა და არ შეწყდა. ანას სახლში ვიყავით და ჩვენს მეტი არავინ იყო, ასე რომ თავს ძალა დავატანე და კარისკენ წავბობღდი. კარი რომ გავაღე ნერვები უარესად მომეშალა - ამ მაჩვზღარბას გამო ავდექი?

(ჰაჰ ცოტა ხანიც გაუძელით ინტრიგას😈😉😂😂😂)
Flashback (ცოტა ხნით ადრე როცა ანა სახლიდან გავიდა)
ანას ხედვით.
სახლიდან გავედი და დავინახე ანდრია, რომელიც მანქანას იყო მიყუდებული. უნაკლოდ გამოიყურებოდა - შავი შარვალი, შავი უბრალო მაისური და შავი ქონვერსები ეცვა. გამახსენდა, რომ მეც სულ შავები მეცვა და გამეღიმა.
- გთხოვთ მემ. - მანქანის კარი ღიმილით გამიღო და მანიშნა ჩავმჯდარიყავი. მეც ჩავჯექი, მაგრამ ჩემმა მოუხერხებლობამ მაინცდამაინცდამაინც ამ დროს იჩინა თავი და ჩაჯდომისას თავი მანქანის სახურავს (სახელი არ მახსოვს 😁) ავარტყი. ანდრიამ ჩაიცინა, რაზეც მე ისევ პომიდორივით გავწითლდი... საბოლოოდ ჩავჯექი მანქანაში თავზე კოპით და აწითლებული ლოყებით.
ანდრიამ კარი დაკეტა, მოუარა და თვითონაც ჩაჯდა. ცოტა მეწყინასავით კომპლიმენტი, რომ არ უთქვამს, მაგრამ მე ხომ განსაკუთრებული არაფერი მეცვა? უბრალოდ თვითონ ჩემთვის ასე უბრალოდ ჩაცმულიც კი უნაკლო იყო(კაი ერთი რას მელაპარაკები 😐😂)
- სად მივდივართ? - ვკითხე მას შემდეგ რაც მანქანა დაძრა.
- მალე გაიგებ. - მითხრა მსუბუქი ღიმილით.
5 წუთის მერე ვეღარ მოვითმინე და ისევ ვკითხე.
- და მაინც სად მივდივართ?
- გაიგებ.
10 წუთის შემდეგ.
- არ მეტყვი სად მივდივართ ხო?
- არა.
20 წუთის შემდეგ.
კიდევ ერთხელ ვაპირებდი კითხვას, როდესაც მანქანა შეჩერდა. ირგვლივ მიმოვიხედე და ტყეში ვიყავით.
- აქ რა გვინდა? ჩემი მოკვლა გინდა ხო? - სლუკუნი დავიწყე. გაოცებული ვარ ჩემი მსახიობური ნიჭით 🤐😂 - მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ჯერ თამარი, თაია და თათა არ მომიკლავს მწარე კომენტარების გამო - დავიწყე თითებზე ჩამოთვლა - არც ტასო დამიხრჩვია იმისთვის, რომ მთელ პიცას ცეცხლავს და ჩვენ არ გვიტოვებს ხოლმე და ვერც დივერგენტის ყურება მოვასწარი მემილიარდედ, ვერც ფორს გავყევი ცოლად(დივერგენტის ფანები მიხვდებით 😉) არ მომკლა რაა ნახე რამდენი დასამთავრებელი საქმე მაქვს. - დრამატულად ხელების ქნევა და "ტირილი" დავიწყე.
ანდრია ცოტა ხანი "ამას აკლია თუ კი?" სახით მუყურებდა
- ახლა ვინმეს, რომ დაენახე დიკაპრიოს იმ ძლივს მოპოვებულ ოსკარს ჩამოართმევდნენ და შენ გადმოგცემდნენ. - სარკასტულად ჩაილაპარაკა და თავი გააქნია, მერე კი შეტრიალდა და პატარა ბილიკს გაუყვა.
- წამოხვალ თუ? - მკითხა, რაზეც თვალები ავატრიალე და გავყევი დაახლოებით ხუთი წუთი ვიარეთ და ბოლოს შეჩერდა, მე კი მის ზურგს დავეჯახე.
- კარგი რაა, მაინცდამაინც აქ რატომ გაჩე... - სიტყვა გამიწყდა ჩემს წინ გადაშლილი სანახაობის დანახვაზე.

just madWhere stories live. Discover now