ნაწილი მეთექვსმეტე

661 49 94
                                    

ანას ხედვით.

სახლში მივედით, თუ არა სხვებისთვის არც შემიხედავს ისე ავვარდი ოთახში და ლოგინზე დავეგდე.
- ჰეი... - კარები გაიღო და ვიღაც შემოვიდა, ხმაზე ვიცანი და ადგომით თავი არ შემიწუხებია.
- გინდა ამაზე ვილაპარაკოთ? - შემომაპარა წითურმა ფრთხილად.
- რაზე უნდა ვილაპარაკოთ ტასო? - წამოვიყვირე ნერვებმოშლილმა - მორჩა, ყველაფერი დამთავრდა! ანდრიაც ერთი დიდი ნაგავია, რომელიც სხვებისგან არაფრით განსხვავდება.- გაბრაზებული წამოვვარდი ფეხზე-სანაპიროზე მივდივარ სარბენად, თუ ამ ენერგიას არ დავხარჯავ აუცილებლად შემომაკვდება ვინმე.

Flashback

- მე და ანა ერთად ვართ.
- რააა? - წამოიყვირა ყველამ ერთად, მათ შორის მეც.
- ერთად ვართ, რა არის გაუგებარი? - მკაცრად გახედა დანარჩენებს.
- უნდა ვილაპარაკოთ. - კბილებში გამოვცერი.
- გისმენ.
- ცალკე.
ანდრია ფაქტიურად წავათრიე კაფის მეორე ბოლოში.
- ეე ამათმა უკვე დაიწყეს განმარტოებები?! ბავშვის ნათლია მე ვაარ. - მოგვაძახა თამომ, რაზეც ისეთი მკვლელი სახით გავხედე, ლამის ჩაი გადაისხა(ჩაი ევრივეა😂)
- რა მოხდა? - მკითხა სერიოზული სახით, რაზეც უარესად ამეწეწა ნერვები, დარწმუნებული ვარ ახლა აწითლებულ, ბუმბულებგაჩეჩილ ქათამს ვგავარ.
- რა მოხდა? სერიოზულად? რა მოხდა? რა ერთად ვართ, ნორმალური ხარ?რაში გჭირდება ეს სპექტაკლი - ნუცა, რომ აეჭვიანო? ჩვენ ერთად არასდროს ვყოფილვართ, არ ვართ და არც ვიქნე...
- საკმარისია - ღრმად ამოისუნთქა - ანა... ვხედავდი, როგორ არაკომფორტულად იყავი, იმის გამო, რომ ნუცა მეტმასნებოდა, მე კი არ მინდოდა ეს დღეები ჩაგშხამებოდა... არასწორად მოვიქეცი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საშინელება ჩავიდინე - ეს დღე მაინც დადგებოდა, მე უბრალოდ მოვლენები დავაჩქარე. - მშვიდად საუბრობდა და ეს სიმშვიდე ჭკუიდან მშლიდა.
- და რა იცი, რომ ოდესმე ერთად ვიქნებოდით?
- ასე ხდება, როცა ადამიანებს ერმანეთი მოსწონთ. - გაეცინა(კაი ერთი ხო არ ღადაობ?😂)
- რატომ ხარ დარწმუნებული, რომ მომწონხარ? ან... ან... რატომ არ ვიცოდი, რომ შენ მოგწონდი? - ბოლო სიტყვები ხმადაბლა ამოვილუღლუღე.
- სერიოზულად? - გაკვირვებულმა შემომხედა, ვერ გავიგე რა გაუკვირდა? ისევ ღრმად ამოისუნთქა, ვერ გავიგე ეს ბიჭი სუნთქვის გაკვეთილებს მიტარებს, თუ სიყვარულს მიხსნის? - ვაღიარებ, სითბოს გამოხატვა ჩემი საქმე არ არის. შემიძლია ვიყო ცინიკოსი, ცივი, უგულო, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა ვიყო - თბილი, მოსიყვარულე, ან თუნდაც უბრალოდ კარგი... მაგრამ... როცა შენთან ვიყავი ვცდილობდი ვყოფილიყავი უკეთესი, არა ნიღაბს არ ვირგებდი, უბრალოდ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყავი. შეიძლება არ მითქვამს, რომ მომწონხარ, მაგრამ როცა მანქანაში ჩემს მხარზე ჩამოგეძინა, მთელი გზა თვალი არ მომიწყვიტავს შენთვის, როცა ცუდად იყავი ვცდილობდი მუდამ შენს გვერდით ვყოფილიყავი და გამემხიარულებინე, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვარ უჟმური, შეიძლება იდიოტი რომანტიკოსივით სასიყვარულო წერილებს არ გწერდი, მაგრამ როცა გჭირდებოდი - მხარში გედექი, როცა ჩემი დანახვა არ გინდოდა - დროს გაძლევდი, მიუხედავად იმისა, რომ შენგან შორს ყოფნა არ მინდოდა... - ცოტა ხნით გაჩუმდა - წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა 14 სექტემბერი დედის საფლავზე უემოციოდ წოლაში არ გამიტარებია - მშვიდად ლაპარაკობდა და ცდილობდა ანას არ შეემჩნია ის ტკივილი, რასაც განიცდიდა, მაგრამ შეყვარებულ გოგოს რამეს გამოაპარებ? - გახსოვს ის დღე, როცა პირველად შევხვდით? ბიჭებმა უფლება არ მომცეს ის დღე ისევე გამეტარებინა, როგორც დანარჩენი 8 წლის განმავლობაში და მოლში წამომათრიეს. არასდროს გვითქვამს, მაგრამ ვაჩეს ანასტასია უკვე 2 წელია მოსწონს, მაგრამ რამდენჯერაც გაცნობა დააპირა იმდენჯერ რაღაცამ შეუშალა ხელი, იმდღეს კი მოლში მთელი ძალით გვკრა ხელი, რომ დაგჯახებოდით. - გაეცინა - ზედმეტად უხასათოდ ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა თქვენი დღე ჩამეშხამებინა, ასე რომ ბიჭებს ავყევი თამაშში, ვითომ თქვენზე არც არაფერი ვიცოდით, მაგრამ იცი რა? როცა გელაპარაკებოდი რამდენიმე წუთით დამავიწყდა კიდეც რა დღე იყო... უბრალოდ... მადლობა... - თავი ჩახარა.
- ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენი პირველი შეხვედრა რეალობისთვის ზედმეტად ზღაპრული იყო, შეჯახება და მერე სიყვარულობები,ოხ ვაჩეე. - სიცილი ამიტყდა, ტასოც ზუსტად ასე იზამდა მის ადგილას, ნამდვილად შეეფერებიან ერთმანეთს.
- სერიოზულად? - ანდრია "ეს ვერაა ხო დალაგებული?" სიფათით მიყურებდა, რაზეც სიცილი უარესად ამიტყდა - მარტო ეს გაიგე?
- კაი გვეყო სენტიმენტალურობა, მეც მომწონხარ, შენც მოგწონვარ ი ვსიო, ახლა კიდე გინდა რაღაც გავაჩალიჩოთ?
ანდრია ჯერ გაკვირვებული მიყურებდა, მერე კი მასაც ეშმაკურად გაეღიმა.
- შენც იმას ფიქრობ რასაც მე? - ვკითხე წარბების თამაშით.
- დანარჩენები მოვატყუოთ. - ვთქვით ერთ ხმაში. მე ვიცინოდი, ის კი უბრალოდ ღიმილით მიყურებდა.
- რა მოხდა? - ვკითხე ინტერესით, მაგრამ არაფერი მიპასუხა, უბრალოდ ხელი მომკიდა და მიმიხუტა... შემიძლია დავიფიცო, რომ იმ მომენტში მეგონა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი გაიყინა, მოძრაობა შეწყვიტა... მთელი ძალით მიკრავდა გულში, ისე თითქოს ეშინოდა არ დავეკარგე... ნელ-ნელა ავწიე ხელები და მეც მოვხვიე ჩემი პატარა მკლავები მის წელს.
არ ვიცი იმ მომენტში რას განვიცდიდი, მაგრამ ის ენით აღუწერელი სითბო, რასაც ვგრძნობდი მაიძულებდა თავი დაცულად და სრულყოფილად მეგრძნო... და იმ დღიდან ჩემი საყვარელი ადგილი სწორედ ეს იყო - მისი მკლავები.

just madWhere stories live. Discover now