ნაწილი მეშვიდე

670 50 8
                                    

თამარის ხედვით.
სანამ დანარჩენები მელაპარაკებოდნენ, ის მაღალი, ლურჯთვალება ბიჭი გამწარებული გავარდა გარეთ, ცოტა ხანში კი დაწყნარებული დაბრუნდა და ყველა გარეთ გაიყვანა.
როცა უცნობები(კე კე უცნობები 😈😂) პალატაში დაბრუნდნენ წითური გოგონა წინ წამოვიდა და საუბარი დაიწყო.
- მოკლედ ახლა მომისმინე, შენ გქვია თამარი და ხარ მსოფლიოს ოთხი უგველესი ადამიანიდან ერთ-ერთი, ასევე გიჟდები "ჰარი პოტერზე", "შერლოკ ჰოლმსზე", "კრიმინალურ აზროვნებაზე" და "ერთხელ ზღაპარშიზე". ხარ one direction- ის და twenty one pilots ის ფანი და შენი სამუდამო სიყვარულია პიცა და შოკოლადი და რათქმაუნდა ძილი 😂
ჰაჰა აი ეს მესმის რა კაი ვიღაცა ვარ (არა კაცო რა ნარცისი 😂😂)
მერე ისევ წითურმა განაგრძო.
- ჰომმ მე ანასტასია მქვია, მეც კაი გველი ვარ, შენ ტასოს მეძახი. ჩემი ერთადერთი და სამუდამო სიყვარული არის ჭამა. ეს ანაა - მითხრა და შავგვრემან გოგოზე მიმითითა - ანგელოზს რო გავს მაგით ნუ მოტყუვდები გველია და სისხლს უშრობს ყველას, საუკუნო ჩხუბი გაქვთ, იმის გამო, რომ დილით ადრე გაღვიძებს. - იმ შავგვრემანს, როგორც გავიგე ანას გავხედე და წარბი ავუწიე, რაც ნიშნავდა "მოგკლავ შე საცოდავო"-ს 🤨😂
წითურმა ახლა თაფლისფერთმიან გოგოზე მიმითითა.
- აი ეს არის ვინც არის 😂 ამას ჰქვია თაია, თქვენ ორნი ხართ დებივით, ორივე საშინელი გველი და თითქმის ყველაფრით ჰგავხართ. ნუ განსხვავება ისაა, რომ მას ჰარი პოტერი და ძილი არ უყვარს და ასევე ეს კარგი კულინარია და შენ კიდე... არც ღირს თქმა 😂 კარტოფილს ტონა მარილს რო დააყრი რა უნდა გელაპარაკოს ადამიანმა 😂
- როგორ შეიძლება ადამიანს ძილი არ უყვარდეს? - გაოცებულმა გავხედე თაიას.
- რას ვიზამთ დაო 😂
- მორჩით ახლა - ისევ ტასომ გააგრძელა - ეს - სიმპატიურ, მაღალ, შავგვრემან, ნაცრისფერთვალება ბიჭზე მიმითითა - დემეა, ჩვენი ძმაკაცი, თუმცა შენთვის ძმასავითაა, ერთად გვიწამლავთ ნერვებს ბავშვობიდან.
შემდეგ ტასომ ცისფერთვალება, სიმპატიურ ბიჭზე მიმითითა - ეს არის ანდრია, ძმასავითაა ჩვენთვის, ნუუ უმეტესობისათვის, მაგრამ ანასთვის... - სიტყვა გაუწყდა, რადგან ანამ თავში წამოარტყა, ანდრიამ, კი უბრალოდ ჩაიცინა - მეტკინა საქონელო - წამოიყვირა, მერე კი საუბარი გააგრძელა - ეს რატია, ეს კი ვაჩე, ამათთან ერთად ფეხბურთს, რომ ჩაუჯდები ვეღარავინ აგაფხიკავთ დივნიდან. დაააა ბოლოს - სიტყვა გაწელა და იმ ლურჯთვალა ბიჭს გახედა - ეს დამიანეა შენი შეყვარებული.

just madWhere stories live. Discover now