ნაწილი ოცდამეშვიდე

565 37 140
                                    

დიდი ბოდიში შეცდომებისთვის, ჩასწორება ვერ მოვახერხე 😞💙
სანამ კითხვას დაიწყებდეთ ორი თხოვნა მაქვს
1) რომ წაიკითხავთ შეეცადეთ არ მომკლათ 😂
2) ამ დღეებში პირველ სამ თავს დავარედაქტირებ, რადგან გადავიკითხე, სრული საშინელებაა და იმედი მაქვს ახალ ვარიანტს გადაიკითხავთ 💙😂
💙 you
-------------------------

თაიას ხედვით.

როგორც წესი 8-ზე ან 9-ზე უკვე მღვიძავს ხოლმე მაგრამ იმ იდეით შებყრობილმა, რომ დღეს მთელი ხევსურეთი უნდა მოგვეარა იმ დღეს 7-ზე ვჭყიტე თვალები. ყველას ეძინათ და მათ გაღვიძებას აზრი არ ჰქონდა, 8 მდე მაინც თავს ვერ ავაწევინებდი ბალიშიდან ვერცერთს, ასე რომ უცებ ჩავიცვი და ოთახი დავტოვე. როგორც უკვე გითხარით დაბლა ჩასასვლელად ჯერ გრძელი, ხის აივანი უნდა გაგევლო. კარიდან გასულმა ღრმად ჩავისუნთქე მთის გრილი, სუსხიანი ჰაერი, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მოაჯირს დავეყრდენი. აქ ყველაფერი მიყვარდა - მთები, გადამწვანებული გარემო, სასიამოვნო სიგრილე და ის უცნაური ჭრაჭუნიც კი რომელსაც ხის იატაკი გამოსცემდა ფეხის დადგმისას. უკვე კიბეზე ჩასვლას ვაპირებდი როცა იქვე მდგარ დივანზე ქაღალდის ნაგლეჯი შევამჩნიე. გაკრული ხელით ნაწერი ასოები რომ დავიანხე მერაბი ძიას კალიგრაფია ვიცანი.

"მე შატილში წავედი ბავშვებო, გვიანობამდე ვერ დავბრუნდები, ღამით არ იაროთ მარტოებმა იარაღის გარეშე ტურა და დათვი არ აკლია აქაურობას, ვეცდები მალე დავბრუნდე"

გამეღიმა მის ყურადღებიანობაზე, ასეთი კარგი ადამიანი ჯერ არ მინახავს.
წერილი ჯიბეში ჩავიცურე და კიბეები ჩავირბინე. მაღალ ბალახებს შორის წვრილი ბილიკი გამოვარჩიე და მას გავუყევი, რამდენიმე მეტრში კი წყაროს მივადექი, აშკარა იყო ამ წყაროს იყენებდა სასმელად და ათასი სხვა მიზნისთვის ჩვენი მასპინძელი. დავიხარე და საშინლად ცივი, პირდაპირ მთის წვერიდან ჩამომდინარე წყალი სახეზე შევისხი.
- ჯანდაბა, ცივია! - წამოვიყვირე. აქ სულ ასეა, წყალი ისეთი ცივია დილით რომ შეისხავ ღამითაც ვეღარ დაიძინებ.
მას შემდეგ რაც კბილების გაწმენდა და სხვა დილის პროცედურები ჩავიტარე ბილიკს უკან, სახლისკენ გავუყევი, დაწნული კარი კვლავ შევაღე და პატარა სამზარეულოს მივაშურე. საუზმეს ვამზადებდი ყველასთვის, როცა კარი გაიღო და სახლში ალექსანდრე შემოვიდა - შავ ჯინსსა და შავ მაისურზე ლურჯი ჯინსის მოსაცმელი მოეცვა, მხარზე მერაბის ძველი თოფი ჰქონდა მოკიდებული, ხელში კი მინდვრის ყვავილებით შეკრული თაიგული ეჭირა.
- დილამშვიდობის. - გავუღიმე.
- დილამშვიდობის. - ღიმილითვე მიპასუხა, მომიახლოვდა და ერთი ყვავილი თმაში ჩამაბნია, დანარჩენი კი ჩემს წინ ხის მაგიდაზე დამიდო. ყვავილებში კესანე გამოვარჩიე და ღიმილით ავხედე ბიჭს.
- როდის ადექი? მეგონა გეძინა. - ჩავეკითხე ინტერესით.
- დიდი ხანია, რთულია სახლში გეძინოს როცა გარეთ ასეთი ბუნებაა. - ხელები ჩემი წამოღებული წყლით გადაიბანა, გვერდით ამომიდგა და ჩემთან ერთად შეუდგა სენდვიჩების გაკეთებას.
- ჰომ მართალია. - პატარა სამზარეულოს საკმაოდ მოზრდილი ფანჯრიდან გავხედე იქაურ გარემოს და ისევ ლურჯთვალებას მივუბრუნდი.
- მაშინ მადლობა ვერ გადაგიხადე... ხომ ხვდები... ხიდზე მომხდარისთვის. - ნერვიულად წარმოვთქვი ეს სიტყვები, თან იმის გახსენებაზე რა შიშიც მაშინ განვიცადე ხელები ამიკანკალდა და ლამის დანით თითი გავიჭერი.
- ჰეი ცოტა ფრთხილად - დანა გამომართვა და პომიდვრის დაჭრა თვითონ განაგრძო - არაფერია, ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.
- ჰო ალბათ... - ჩავიდუდღუნე, რა წამსაც სახლში ტასო შემოვარდა და მეც სწრაფად ერთი ნაბიჯით გვერდით დავიწიე, რომ დისტანცია გამეზარდა ჩემსა და ალექსანდრეს შორის, რაც აშკარად ლურჯთვალებამაც შეამჩნია და ჩაიცინა, მე კი ფეხის ფრჩხილებიან- თმის ძირებიანად გავწითლდი.

just madWhere stories live. Discover now