6 - Temporary fix

571 58 20
                                    

ალიშა თვალებს ახელს თუ არა ოთახის თეთრი კედლების სითეთრე თვალებს სჭრის.

თავიდან გაკვირვება იპყრობს, თუმცა შემდეგ მის თავში ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება და ბოლოს მომხდარი ამბებიც ახსენდება.

საწოლიდან წამოდგომა სცადა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და კვლავ უკან დაბრუნება მოუწია.

უცებ კარებმა დაიჭრიალა და ოთახში უცნობი, სასიამოვნო გარეგნობის, ხუჭუჭა ბიჭი შემოვიდა. ალიშას ახალი პრობლემები არ სჭირდებოდა, ამიტომ სწრაფადვე დახუჭა თვალები.

გოგონამ იგრძნო როგორ მიუახლოვდა ბიჭი და საწოლთან ახლოს მდგარ სკამზე ჩამოჯდა.

-ვიცი რომ გღვიძავს, შეგიძლია თვალები გაახილო. თბილად უთხრა ბიჭმა.

ალიშა უცნობი ბიჭის ამ თხოვნას უნებურად ასრულებს და მაშინვე მის უძიროდ მწვანე თვალებში იფლობა.

ბიჭი არაამქვეყნიური ღიმილით შეჰყურებს ალიშას, წინ გადმოცვენილ გრძელ და ლამაზ კულულებს ყურს უკან იწევს და გოგონას ხელს უწვდის.

-მე ჰარი ვარ, ჰარი სტაილსი.

გოგონა უხერხულად დაჰყურებს ჰარის ხელს და მცირეხნიანი ყოყმანის შემდეგ მაინც ართმევს.

-ალიშა უმრანი. გოგონა ცდილობს ღიმილითვე უპასუხოს, მაგრამ ტკივილის გამო არ გამოსდის.

-ძალიან სასიამოვნოა. სტაილსი სახიდან ღიმილს არ იშორებს, რაც ალიშაზე აშკარად შთაბეჭდილებას ახდენს.

-ჩემთვისაც. უფრო თავისთვის ამბობს, ვიდრე ბიჭის გასაგონად.

-ალიშა, არ მეტყვი ხელზე რა დაგემაეთა? მზრუნველობით ეკითხება ჰარი.

გოგონა იშმუშნება, არ უნდა სტაილსი მოატყუოს, მაგრამ ვერც სიმართლეს ეტყვის, ამიტომ კითხვას თავს არიდებს.

-ძალიან გრძელი ისტორიაა.

-არაუშავს, არსად არ მეჩქარება. არ ნებდება ჰარი.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now