24 - The end of the story?

428 49 53
                                    

ყველაფერი ბევრად ადვილი ჩანს, როდესაც დასაკარგავი არაფერი გაქვს, თუმცა როდესაც გაჩნდება მიზეზი, რომლისთვისაც ცხოვრება ნამდვილად ღირს, ყველაფერი ბევრად რთულდება, ყველასთვის თუ არა, ზეინისთვის ნამდვილად ასე მოხდა.

ყველა გეგმას აქვს ნაკლი, რომელსაც გართულებები მოჰყვება, მაგრამ მალიკს სწორედ ეს აშინებდა, რომ აქამდე ამ ნაკლს თავი არ უჩენია.

უმრანების სახლის სიახლოვეს უცნაური სიმშვიდე სუფევს.

ლურჯ ცაზე შავი ღრუბლები ნელა მოცურავდნენ და თავს შემაძრწუნებელი სვავებივით წამოსდგომოდნენ ჯარისკაცებს.

არ წვიმდა, მაგრამ წვიმის მომასწავლებელი ჩახუთული ჰაერი ძნელადღა ავსებდა სიცხისაგან დაღლილი ხალხის ფილტვებს.

ალიშა მტკიცედ მიუძღვოდა თანაგუნდელებს სახლისაკენ, რომელიც მისთვის ბევრი სასიამოვნო, თუ უსიამოვნო ამბებით იყო სავსე.

როდესაც ეზო უკვე მკაფიოდ გამოჩნდა, მალიკმა ჯარისკაცები შეაჩერა და ბრძანებების გაცემა დაიწყო.

-სახლის კარს შორიდანაც კი ეტყობა შეჭრის კვალი და დიდი ალბათობით მთელ პერიმეტრზე ხალხი ჰყავთ დასაზვერად, ამიტომ ჩვენც დაყოფა მოგვიწევს.

ამბობს მალიკი და მის თანმხლებ მცირე ამალას აკვირდება.

-თქვენ ოთხნი სახლს შემოუვლით და საჭიროების შემთხვევაში ცეცხლს გახსნით, თუ სიმშვიდე იქნება სახლის გარშემო განლაგდით ამ ოთხთან ერთად.     ამბობს მეთაური მალიკი და თან ხელით ანიშნებს ვინ სად უნდა წავიდეს.
-თქვენ ორნი შესასვლელს გააკონტროლებთ და საჭიროების შემთხვევაში სროლის მიმართულებით გაემართებით, ჩვენ ხუთი კი შიგნით შევალთ.

კითხვა არავის გასჩენია, ამიტომაც ყველანი უხმოდ, თავის დაკვრით დაეთანხმნენ და მითითებული ადგილებისაკენ გაემართნენ.

მას შემდეგ, რაც გარშემო დასაზვერად წასულმა ხალხმა სახლის გარშემო ადგილი დაიკავეს და დანარჩენებს ანიშნეს ყველაფერი კარგადააო, ზეინი წინ წავიდა და დანარჩენებს ანიშნა უკან გაყოლოდნენ.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang