20 - Against the fears

394 51 23
                                    

ალიშა შეძრწუნებული გაჰყურებს ნაცნობ ადგილებს და ამდენი ხნის შემდეგ პირველად, კვლავ შიში იპყრობს.

უყურებს მინდვრებს, სადაც ბავშვობაში ძმასთან ერთად ხშირად უმწყემსია ცხვარი.

სკოლის შენობას, სადაც სიარული მისი სანუკვარი და აუხდენელი ოცნება გამხდარიყო.

და გზას, რომელიც მონობიდან თავისუფლებისაკენ განვლო.

დღეს მას უკან დაბრუნება მოუწია. ახლა ის უფრო გამბედავია, უფრო ძლიერია, მაგრამ ისევ ეშინია.

შიშს ვერ მოიშორებ, სანამ წყვდიადით მოცულ თვალებში არ ჩახედავ და არ ეტყვი, რომ მასზე ბევრად ძლიერი ხარ.

ალიშას რაიმე კონკრეტულის არ ეშინოდა, თავად შიში აშინებდა, რადგან იცოდა, რომ ვერასდროს შეძლებდა თვალი გაესწორებინა მისთვის.

იგრძნო გოგონამ, როგორ აუწყლიანდა თვალები.
ცრემლების შესაკავებლად სცადა ყველა ის კარგი მოგონება გაეხსენებინა, რომელიც აქაურობასთან აკავშირებდა, თუმცა ასეთი ძალიან ცოტა იყო.

ზეინი ერთხანს უხმოდ შეჰყურებს გაშეშებულ გოგონას და ცდილობს გამოიცნოს რამ გამოიწვია მისი ასეთი უეცარი ცვლილება.

თვითონ რომ ვერაფერს მიხვდა გადაწყვიტა თავად ალიშასთვის ეკითხა.

გოგონას გამოსაფხიზლებლად ოდნავ ეხება ხელზე და ეკითხება.

-რა მოხდა?

გოგონა ერთხანს ისევ არაფრისმთქმელი მზერით გაჰყურებს ჰორიზონტს, რაც ზეინს აფიქრებინებს, რომ კითხვა ვერ გაიგო, თუმცა სანამ ბიჭი კითხვას გაიმეორებს, ალიშას პასუხი ისმის.

-ეს ჩემი სოფელია.

ზეინს რამდენიმე წუთი სჭირდება მოსმენილის გასააზრებლად, ბოლოს უცნაური მზერით აკვირდება გოგონას და ეკითხება.

-გეშინია?

გოგონას ეს კითხვა აბნევს.

-არა. პასუხობს მტკიცედ, მაგრამ მისი თვალები სულ სხვა რამეს მეტყველებენ.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Where stories live. Discover now