10 - Mistakes we both made

534 64 15
                                    

ნაილის წასვლის შემდეგ ალიშა კვლავ წიგნს დაუბრუნდა. არუნდოდა სადმე ზეინი ენახა მანამ, სანამ არ მოიფიქრებდა რა უნდა ეთქვა მისთვის.

ჯერაც ვერ გადაეწყვიტა, მალიკზე გაბრაზებული იყო, თუ უბრალოდ მისი სცხვენოდა იმ სიტყვების შემდეგ, რითაც გაუაზრებლად აწყენინა ბიჭს.

ღამითაც კომენდანტის საათის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე აპირებდა ალიშა მთავარ შენობაში დაბრუნებას და ასეც მოხდებოდა ვიღაცის მსუბუქი, ფეხარეული ნაბიჯების ხმას რომ არ შეეჩერებინა.

თავიდან შეეშინდა და მიმალვა გადაწყვიტა, თუმცა ღამის წყვდიადის მიუხედავად მალევე გაარჩია ვის ეკუთვნოდა ეს ხმა და დამშვიდდა.

-დახმარება ხომ არ გჭირდებათ სერ?  სუსტი ხმით კითხულობს გოგონა და მოუთმენლად ელოდება პასუხს.

-შენ!  ხმამაღლა დაიყვირა მალიკმა და გოგონასკენ ფეხარეული, თუმცა მკაცრი ნაბიჯებით წავიდა.

ალიშა დაიბნა, არ იცოდა რა მოემოქმედებინა, ნელ-ნელა უკან დაიწყო სვლა და როდესაც ზურგს უკან ცივი ბეტონი იგრძნო მხოლოდ მაშინ შეჩერდა.

იმწამსვე ზეინი მის ცხვირწინ ძალიან ახლოს შეჩერდა. იმდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, რომ ალიშამ მაშინვე იგრძნო იმ ალკოჰოლის სუნი, რომელმაც ბიჭის ფეხარეულობა გამოიწვია. 

უმრანს თითქოს უნდა შეშინებოდა, თუმცა ახლა რატომღაც დანაშაულის გრძნობა უფრო აწუხებდა, თანაც ყველაფრის მიუხედავად ენდობოდა მალიკს და იცოდა, რომ მასთან ერთად არაფერი არ ემუქრებოდა.

ზეინი ალიშასკენ იხრება, გოგონა მაქსიმალურად არიდებს თავს, რაც ზეინს უყურადღებოდ არ რჩება.

-ჩემი გეშინია? კითხვისას თვალებს ოდნავ ხუჭავს, რის გამოც მისი ისედაც გრძელი და ბუნებრივად აპრეხილი წამწამები უფრო მიმზიდველი ხდება.

-არა, უბრალოდ ვცდილობ იმისაგან გიხსნა, რასაც ხვალ უთუოდ ინანებ.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)Où les histoires vivent. Découvrez maintenant