12 - Don't let me go

574 56 10
                                    

დილის ვარჯიშმა უპრობლემოდ ჩაიარა. უცნაური მხოლოდ ზეინის ქცევა იყო. ის მეტად თბილი და შემწყნარებელი გამხდარიყო, თუმცა ნაილს მოეჩვენა, რომ იგი ალიშას თავს არიდებდა.

ეს ალიშამაც შეამჩნია, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ძალზედ გახარებული იყო. გრძნობდა, თანაგუნდელები როგორი თავაზიანი და მეგობრული ტონით ესაუბრებოდნენ, ეს კი მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

გოგონა ყოველი ვარჯიშის შემდეგ გრძნობდა როგორ უმჯობესდებოდა მისი სხეულის თითოეული კუნთი, მაგრამ ხვდებოდა ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, თუ უნდოდა, რომ ამ ბიჭების გვერდით თავი ღირსეულად ეგრძნო გაცილებით მეტი ვარჯიში სჭირდებოდა.

საუზმეზე ალიშა ზეინსა და ნაილს შორის აღმოჩნდა.

ზეინთან ასეთი სიახლოვე უხერხულობას უქმნიდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამჩნევს როგორ არიდებს თავს ბიჭი მას, თუმცა ამასთანავე ეს სიახლოვე მეტად სასიამოვნოა მისთვის, იმდენად, რომ გული მუშაობას უფრო სწრაფ ტემპში იწყებს.

ბოლოს როგორღაც თავი ხელში აჰყავს და მშვიდდება, თუმცა ზეინის ყოველი შემთხვევითი შეხება მის ორგანიზმში ჟრუანტელის ახალ ტალღას იწვევს.

ზეინი ამჩნევს ამ მის ამ რეაქციას და ეღიმება, რადგან ხვდება, რომ გოგონა მის მიმართ გულგრილი არ არის.

ალიშა დიდხანს ურევს კოვზს უსახურ ფაფაში, მაგრამ პირთან არც კი მიაქვს.

ნაილი აკვირდება გოგონას, რომელიც საკუთარ ულუფას ისეთი სახით უყურებდა, თითქოს შიგნით გახრწნილი ვირთხა ეგდო. ამ სანახაობაზე მან თავი ვეღარ შეიკავა და გადაიხარხარა.

იმ წუთასვე რამდენიმე წყვილი გაკვირვებული თვალი მას მიაჩერდა, თუმცა ეს სულაც არ ანაღვლებდა. მალევე დამშვიდდა, თუმცა სახიდან ღიმილი მაინც არ შორდებოდა.

-რა მოხდა? ჰკითხა ალიშამ ჩურჩულით.

-არაფერი. მხრები აიჩეჩა ქერამ და მისი ულუფა ბოლომდე შთანთქა და ახლა ხილს გადაწვდა.

Once Upon In Pakistan Z.M (Completed)जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें